• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მაისი 31, 2022
in სიახლეები
3 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ
გაზიარება

შესაძლოა, GameStop, ChargePoint და Conn’s იყოს კომპანიები, რომლებსაც ამ კვირაში უნდა მოერიდოთ. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

GameStop

ბოლო სამი სავაჭრო დღის განმავლობაში ვიდეო თამაშების საცალო მოვაჭრის აქციების ფასი 54%-ით გაიზარდა. რამ შეიძლება ეს ზრდა შეაფერხოს? კვარტალური ანგარიშების სეზონმა. ბოლო 14 კვარტალური ანგარიშის წარდგენიდან 11 შემთხვევაში GameStop-ის აქციების ფასი შემცირდა. კომპანია ფისკალური კვარტლის შედეგებს ხვალ წარადგენს.

GameStop-მა ზედიზედ 3 კვარტლის განმავლობაში მოსალოდნელზე მეტი ზარალი დააფიქსირა. $1.32 მილიარდის ტოლი შემოსავალი, რომელსაც ანალიტიკოსები პროგნოზირებენ მცირე ზრდაა და სამი წლის წინ ბოლო პანდემიამდელ პირველ ფისკალურ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგზე 15%-ით ნაკლებია. იმ დროისათვის კი აქციების ფასი ერთნიშნა იყო.

ChargePoint

ეჭვგარეშეა, რომ  ელექტრომობილების ბაზარს ფეთქებადი ზრდის წლები ექნება, მაგრამ ალბათ ნაადრევია ფსონის დადება იმ კომპანიების მზარდ რაოდენობაზე, რომლებიც ბაზარს დამტენი სადგურებით ამარაგებენ. მოთამაშეებმა, რომლებიც თავიანთ ქსელებს ახლა ქმნიან, შეიძლება, მოგება ვერასოდეს მოიტანონ. ანალიტიკოსები 2026 წლამდე ChargePoint-ის მომგებიანობას ვერ ხედავენ და იმ დროისთვის ეს ბაზარი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო სახიფათო იქნება ვიდრე ახლაა.

ChangePoint ამ კვარტლის ფინანსურ შედეგებს დღეს, ბაზრის დახურვის შემდეგ წარადგენს. წინა კვარტლებში კომპანიამ იმაზე დიდი ზარალი დააფიქსირა, ვიდრე ანალიტიკოსები პროგნოზირებდნენ. უოლ სტრიტის პროფესიონალები, როგორც ამ კვარტალში, ასევე, მიმდინარე წელს ChargePoint-სთვის დეფიციტს წინასწარმეტყველებენ.

Conn’s

Conn’s კვარტალურ ანგარიშს ხვალ წარადგენს. დიდი ზომის საცალო მოვაჭრე, რომელიც ავეჯს, ტექნიკასა და სამომხმარებლო ელექტრონიკას ყიდის, შესაძლოა, უხეში ფინანსური განახლების წინაშე აღმოჩნდეს. რამდენიმე საცალო მოვაჭრემ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მომხმარებლები სახლისთვის ძვირადღირებული ნივთების ყიდვას ერიდებიან. გარდა ამისა, Conn’s ბოლო დროს უოლ სტრიტის მოლოდინებს ვერ ამართლებდა.

ბოლო მოხსენების შემდეგ ოთხი დღის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი 26%-ით დაეცა. შესაძლოა, Conn’s-სთვის ეს რთული კვირა იყოს.

თუ უსაფრთხო ინვესტიციებს ეძებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ისინი GameStop-ში, ChargePoint-ში ან Conn’s-ში იპოვოთ.

წინა

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Tesla-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved