• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ

მაისი 30, 2022
in სიახლეები
3 კომპანია, რომელსაც ამ კვირაში საფონდო ბირჟაზე უნდა დააკვირდეთ
გაზიარება

აქციებმა მარცხის სერია გასულ კვირას დაასრულა და როგორც Dow Jones Industrial Average, ასევე S&P 500 6%-ით გაიზარდა. აქციების გაუმჯობესების ეს ტენდენცია გამოიწვია ზოგიერთმა კვარტალურმა ანგარიშმა, რომელიც უწყვეტ ეკონომიკურ ზრდასა და მომხმარებელთა ძლიერ ხარჯვაზე მიუთითებს.

ამ კვირაში ინვესტორები კიდევ უფრო მეტ განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ – კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს ისეთი კომპანიები, როგორებიც არის Okta, Ambarella და Chewy. მოდით, თითოეული მათგანი განვიხილოთ.

Stock Market

Okta

Okta კვარტალურ ანგარიშს ხუთშაბათს [2 ივნისი] წარადგენს. კომპანიის გაყიდვების ზრდის ტენდენციებთან დაკავშირებით დიდი მოლოდინები არსებობს. მენეჯმენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში გააკეთა პროგნოზი, რომ ციფრული იდენტობის მართვის სპეციალისტის გაყიდვები, სავარაუდოდ, 55%-ით გაიზრდება.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, ეს პერსპექტივა დიდად არ შემცირებულა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ Palo Alto Networks-მა, კიბერუსაფრთხოების სერვისებზე ძლიერი მოთხოვნის მოტივით, გაყიდვების მოკლევადიანი პერსპექტივა ახლახან გაზარდა.

თუმცა, ამ დღეებში ინვესტორები უბრალოდ ზრდაზე მეტს მოითხოვენ. გასულ წელს Okta-მ გაფართოებული საოპერაციო ზარალის შესახებ გამოაცხადა და კიდევ ერთი ზარალი მიმდინარე წლისთვის დაგეგმა, რადგან კომპანია ახალი Auth0 ბიზნესის პორტფელში ინტეგრირებაზე მუშაობს.

Okta-ს აქციები, შესაძლოა, არ გაუმჯობესდეს მანამ, სანამ მენეჯმენტი არ აჩვენებს, რომ კომპანია მომგებიანობისკენ სტაბილურად მიემართება.

Ambarella

Ambarella კვარტალურ ანგარიშს ხვალ წარადგენს. ნახევარგამტარების სპეციალისტმა გასულ კვარტალში ძლიერი ზრდა დააფიქსირა, რადგან ავტონომიური მართვისა და უსაფრთხოების კამერების ნიშების კლიენტები კომპანიის დაბალი სიმძლავრის ვიდეო დამუშავების პლატფორმებზე დიდ თანხას ხარჯავდნენ.

აღმასრულებელმა დირექტორმა – ფერმი ვანგმა ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოს განაცხადა, რომ მიწოდების ჯაჭვის პრობლემებმა კომპანიის შეკვეთები შეაფერხა. მთავარი საზრუნავი ის არის, რომ მიწოდების ეს საკითხები მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში გაუარესდა.

კომპიუტერული ხედვის გაფართოებულ სივრცეში კომპანიის ბიძგის წყალობით, Ambarella, დროთა განმავლობაში, გაყიდვების ბევრად უფრო დიდი ბაზის ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად. ამ ცვლილებამ ასევე, შეიძლება, მოგების მარჟა გაზარდოს, რადგან ეს უფრო კომპლექსურ ნახევარგამტარულ დიზაინს მოიცავს.

Ambarella ამ სფეროში დიდი, ნაღდი ფულით მდიდარ კონკურენტებს აწყდება, მაგრამ თუ კომპანია თავისი მწარმოებელი პარტნიორებისთვის ღირებული ტექნოლოგიის მიწოდებას შეძლებს, მას საშუალება მიეცემა, რომ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში შთამბეჭდავი შემოსავლის ნაკადი ჩამოაყალიბოს.

Chewy

ინვესტორებმა Chewy-ის აქციები 2022 წელს მიატოვეს, რადგან მან სხვა მრავალი კომპანიისგან განსხვავებით პანდემიის ადრეულ ეტაპებზე მაღალი ზრდის დაფიქსირება ვერ შეძლო. Chewy-მ ასევე აქციონერებს შეშფოთების კონკრეტული მიზეზი მისცა, როდესაც მენეჯმენტმა საოცრად სუსტი ზრდის შესახებ განაცხადა.

აღმასრულებლებმა იმ დროს განმარტეს, რომ შენელება, სავარაუდოდ, პანდემიასთან დაკავშირებული დროებითი უკმარისობით იყო განპირობებული და არა ბაზრის წილის დაკარგვით. მიმდინარე კვირის ანგარიში ამ ოპტიმისტური პროგნოზის პირველი დიდი გამოცდა იქნება.

Chewy-ის გრძელვადიანი მომავალი დარჩება ნათელი მანამ, სანამ შინაური ცხოველების მფლობელები კომპანიის მომსახურებასთან კავშირს შეინარჩუნებენ. ამ სიძლიერის ნიშნები გამოჩნდება მეტრიკაში, როგორიც არის მთლიანი მოგების მარჟა, საშუალო შეკვეთის ხარჯვის მაჩვენებელი და Chewy-ის გახანგრძლივების წილი (მომხმარებელთა წილი, რომლებმაც ნებისმიერი ცალკეული ციკლისათვის სერვისის გამოწერა გაახანგრძლივეს).

წინა

რას ნიშნავს Bull და Bear ბაზრები?

შემდეგი

როგორ უნდა მოვიქცეთ საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
როგორ უნდა მოვიქცეთ საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში?

როგორ უნდა მოვიქცეთ საფონდო ბირჟის ვარდნის პერიოდში?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved