• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად

აპრილი 11, 2022
in სიახლეები
კრეატიული პროგრამული უზრუნველყოფის 3 კომპანიის აქცია ახლავე შესაძენად
გაზიარება

სულ რაღაც ორ წელზე მეტი ხნის წინ, მსოფლიო ჩაკეტილი იყო და ამან ბევრი რამ შეცვალა. დისტანციური მუშაობა (ან დისტანციურად და ოფისში მუშაობის ჰუბრიდული ვარიანტი) კვლავ განაგრძობს მოქმედებას.

თუმცა, ექსტრემალურ სტრესს თან ახლავს მდგრადი ცვლილება. ინტერნეტ ტექნოლოგიებისა და ქლაუდ პროგრამული უზრუნველყოფის სერვისების წყალობით, მრავალი ინდუსტრია მზად იყო დისტანციურ სამუშაო პროცესზე გადასვლისთვის. ამ პერიოდში შემოქმედებითი მუშაობა აყვავდა ისეთი კომპანიების წყალობით, როგორებიც არის Adobe, Unity Software და Nvidia. ამ სტატიაში გაიგებთ, რატომ არის კარგი შესაძლებლობა ამ კომპანიებში ინვესტირება.

Design and Creativity Software

Adobe

Adobe-ს მრავალი ათწლეულის მანძილზე, ადრეც შეექმნა პრობლემები. ის გადაურჩა dot.com-ის ბუმს, 2008-2009 წლების დიდ რეცესიას და წარმატებით გაართვა თავი გამოწვევას, 2010-იან წლებში, ტრადიციული პროგრამული უზრუნველყოფიდან ქლაუდზე დაფუძნებულ სერვისებზე გადასულიყო. ახლა Adobe ახალი საფრთხის წინაშე დგას: მოხერხებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკოსიდან მასიური ინდუსტრიის მტკიცე მონაწილედ ტრანსფორმაცია. იქიდან გამომდინარე, რომ ინვესტორების აზრით, Adobe არის დიდი, მაგრამ ნელა მზარდი კომპანია, მისი აქციების ფასი შემცირდა.

Adobe Inc Price

თუმცა ნელი ზრდა არ ნიშნავს ზრდის არარსებობას. Adobe-ის ინსტრუმენტთა ვრცელი კრებული კრეატიული ადამიანებისთვის და საწარმოს „ციფრული ტრანსფორმაციისთვის“ მასიურ ბაზარზე არის ორიენტირებული. მენეჯმენტი ელის, რომ ეს მიმართულება 2022 წელს შემოსავალს 10%-19%-ით გაზრდის. როგორც ჩანს, ერთ აქციაზე მოგებამ (EPS), შეიძლება, დროებითი დარტყმა მიიღოს, რადგან Adobe, რუსეთ-უკრაინის ომის გამო, აგრესორ ქვეყანაში გაყიდვებს აჩერებს.

თუ გავითვალისწინებთ Adobe-ის მუდმივი ზრდის ისტორიას და ბოლო 12 თვის განმავლობაში 37%-იან ოპერაციულ მარჟას, ამ კომპანიის აქციები, შეიძლება, იყოს კარგი არჩევანი, თუ მათ ფლობას მინიმუმ რამდენიმე წლის განმავლობაში აპირებთ.

 

Unity Software

ქლაუდზე დაფუძნებულ კრეატიულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე საუბრისას, აუცილებელია აღინიშნოს Unity Software – 2020 წლის IPO.

მეტავერსი ბოლო თვეების განმავლობაში აქტუალური თემა იყო. ძირითადად, ციფრული სამყარო 3D განზომილებაზეა ორიენტირებული და სამომავლოდ უფრო ღრმა გამოცდილებას შემოგვთავაზებს. ეს ეხება ვიდეო თამაშებს და სხვა სერვისებს. საინჟინრო ფირმები, მწარმოებლები და კინორეჟისორები იყენებენ დიზაინისა და თანამშრომლობის პროგრამული უზრუნველყოფის კომპლექტს.

2021 წელს Unity-ის შემოსავალი 44%-ით გაიზარდა და მენეჯმენტის პროგნოზით, 2022 წელს ეს მაჩვენებელი დაახლოებით 35%-ით გაიზრდება. 3D დიზაინი და იმერსიული ციფრული გამოცდილების შექმნა აშკარად დიდი შესაძლებლობაა, ამიტომ Unity განზრახ ფუნქციონირებს მცირე დანაკარგით ან წაუგებლობის ზღვართან ახლოს, რათა ბაზრის წილი გაზარდოს. კორექტირებული საოპერაციო მოგების მარჟის პერსპექტივა წელს არის უარყოფითი 3%. კომპანია ამჯერად გაფართოებაზეა ორიენტირებული და მოგებაზე შემდეგში გადაერთვება.

ბევრი ინვესტორისთვის, კომპანია, რომელიც ასეთი მოცულობით ნაღდ ფულს ხარჯავს, არ არის მისაღები, თუმცა მათთვის, ვისაც ზრდის ტრაექტორია მოსწონს, ამ კომპანიაში ინვესტირება შესანიშნავი არჩევანია. ახლა თითო აქციის ფასი $90.69-ს შეადგენს. თუ ფიქრობთ, რომ შემდეგი ათწლეული Unity Sofwtare-ისთვის პერსპექტიულია, ახლა მისი ყიდვის შესაძლებლობა გაქვთ.

 

Nvidia

მოდით, ერთი წუთით პროგრამულ უზრუნველყოფას გადავუხვიოთ. Nvidia არის ნახევარგამტარული კომპანია, რომლის ფესვებიც ვიდეო თამაშებშია. რადგან ვიდეო თამაშები, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მომხმარებლებისთვის საუკეთესო გასართობი საშუალება გახდა, Nvidia ამ კრეატიული განყოფილებიდან უზარმაზარ შემოსავალს იღებს. კომპანიის სათამაშო სეგმენტმა მთლიანი გაყიდვების 46% – $12.5 მილიარდი შეადგინა.

„პროფესიონალური ვიზუალიზაციის“ სეგმენტი უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ მეოთხე კვარტალში, წლიდან წლამდე ამ მიმართულებით გაყიდვები 2-ზე მეტად გაიზარდა და $643 მილიონი შეადგინა. ამას, ეჭვგარეშეა, ბევრი რამ აქვს საერთო ომნივერსის (სივცრით-დროითი ოთხგანზომილებიანი სამყარო) 3D პლატფორმასთან, რომელსაც გასულ წელს ზოგადი კომერციული ხელმისაწვდომობა გააჩნდა.

Nvidia-ის ომნივერსი ვრცელდება ყველა სახის დიზაინის სამუშაოზე, როგორიც არის ვიდეო თამაშები, ინჟინერია, ავტონომიური მანქანები და ა. შ. Nvidia-ს ომნივერსი არის მასშტაბირებადი, მრავალი GPU-ს (გრაფიკული პროცესორი) მქონე რეალური დროის საცნობარო განვითარების პლატფორმა 3D სიმულაციისა და დიზაინის თანამშრომლობისთვის და დაფუძნებულია Pixar-ის უნივერსალური სცენის აღწერასა და Nvidia RTX™ ტექნოლოგიაზე.

Nvidia უკვე გიგანტია მონაცემთა ცენტრის ხელოვნური ინტელექტის სფეროში და ახლა მას კიდევ ერთი ძლიერი ზრდის სეგმენტი აქვს დასაპყრობი. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო საინვესტიციო გადაწყვეტილება, თუ მის ფლობას მომდევნო ათწლეულის განმავლობაში გეგმავთ.

წინა

მხოლოდ 1 აქციის შეძენა რომ შეგეძლოთ, რომელ კომპანიას აირჩევდით?

შემდეგი

ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved