• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს

აპრილი 11, 2022
in სიახლეები
ქლაუდ გამოთვლების 3 კომპანია, რომელში ინვესტირებაც ღირს
გაზიარება

ქლაუდ გამოთვლების ბაზარი ბოლო ათწლეულის განმავლობაში მნიშვნელოვნად გაფართოვდა, რადგან სულ უფრო მეტმა კომპანიამ გადაიტანა ბიზნესი ონლაინ რეჟიმში. ინტერნეტის უფრო სწრაფმა სიჩქარემ ასევე პრაქტიკული გახადა უფრო დიდი მოცულობის მონაცემების ონლაინ დამუშავება და შიდა პროგრამული უზრუნველყოფის, გამოწერაზე დაფუძნებულ ქლაუდ სერვისებად გარდაქმნა. ამ მაღალი ზრდის პოტენციალის მქონე ბაზარს ზრდა ჯერ კიდევ არ შეუწყვეტია და წინ ამისთვის დიდი არეალია. Markets and Markets-ის მიხედვით, გლობალური ქლაუდ გამოთვლების ბაზარი, 2021 წლიდან 2026 წლამდე, შეიძლება კვლავ გაფართოვდეს წლიური 16.3%-იანი ტემპით.

Cloud Computing

ამ დატვირთულ ბაზარზე გამარჯვებულებისა და დამარცხებულების გამიჯვნა, შესაძლოა, რთული იყოს, მაგრამ ამ სტატიაში განვიხილავთ, კომპანიებს, რომლებსაც გააჩნიათ პოტენციალი, რომ ცხოვრების შემცვლელი ანაზღაურება მოგიტანოთ.

  1. Alphabet

Alphabet-ის Google შესაძლოა საწყის ეტაპზე სუსტად მოგეჩვენოთ, მაგრამ ის არის სექტორის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი მოთამაშე.

2021 წელს Google Cloud-ის შემოსავალი 47%-ით – $19.2 მილიარდამდე გაიზარდა. მისი წილი ქლაუდ ინფრასტრუქტურის გლობალურ ბაზარზე წლის მეოთხე კვარტალში ორი პროცენტული პუნქტით – 9%-მდე გაიზარდა. Canalys (გლობალური ტექნოლოგიური ბაზრის ანალიტიკური ფირმა) მას საჯარო ქლაუდ რბოლაში მესამე ადგილზე, Amazon-ის ვებ სერვისებისა (AWS) და Microsoft-ის Azure-ის შემდეგ აყენებს.

Google აგრძელებს მსხვილი მომხმარებლების მოზიდვას. Google Cloud-ის საოპერაციო ზარალი $5.6 მილიარდიდან (2020 წელი) $3.1 მილიარდამდე (2021 წელი) შემცირდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ საქმეში მასშტაბის ეკონომია ერთვება (მასშტაბის ეკონომია არის ფენომენი, როდესაც კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის მასშტაბის ან სიდიდის მატებასთან ერთად, ხარჯები პროდუქციის ერთეულზე მცირდება). ზარალის შემცირება, შეიძლება, წელსაც გაგრძელდეს, რადგან კომპანია მეტ მომხმარებელს იზიდავს და ფასებს ზრდის.

Alphabet თავისი შემოსავლის დიდ ნაწილს კვლავ თავისი ძირითადი სარეკლამო ბიზნესიდან გამოიმუშავებს. თუმცა, მისი ეკოსისტემის მრავალი განშტოება (ონლაინ საძიებო სისტემა, Youtube, Android, Chrome, Gmail, Google Drive და სხვა სერვისები) ასევე იყენებს ქლაუდ სისტემას.

ანალიტიკოსები იმედოვნებენ, რომ უახლოეს მომავალში კომპანია გააგრძელებს შემოსავლების ორნიშნა ზრდის გენერირებას და სტაბილური მოგების გამომუშავებას.

  1. CrowdStrike

წარსულში, საწარმოთა კლასის კიბერუსაფრთხოების სერვისების უმეტესობა ადგილზე ტექნიკის დამონტაჟებას საჭიროებდა. ეს მიდგომა ძვირი ღირდა, საჭირო იყო ადგილზე რეგულარული მოვლა-პატრონობა და ორგანიზაციის ზრდასთან ერთად მასშტაბირება ძნელი იყო. CrowdStrike, რომელიც 2011 წელს დაარსდა, ამ საკითხებს ქლაუდ პლატფორმის საშუალებით აგვარებს და ამისთვის რაიმე სახის მოწყობილობა არ არის საჭირო.

მისი პლატფორმა – Falcon, მავნე თავდასხმებისგან იცავს ქსელის საბოლოო წერტილებს როგორიც არის მობილური მოწყობილობები, ლეპტოპები, დესკტოპ კომპიუტერები და ა. შ.

ფისკალურ 2020 და 2022 წლებს შორის, რომელიც ამ იანვარში დასრულდა, CrowdStrike-ის გამომწერ მომხმარებელთა საერთო რაოდენობა სამჯერ გაიზარდა 16,325-მდე. კომპანიის შემოსავალი 2022 წელს 66%-ით – 1.45 მილიარდამდე გაიზარდა და მენეჯმენტი მოელის, რომ ეს მაჩვენებელი ფისკალურ 2023 წელს კიდევ 47%-49%-ით გაიზრდება.

საყოველთაოდ მიღებული ბუღალტრული აღრიცხვის პრინციპების (GAAP) მიხედვით, CrowdStrike ჯერ არ არის მომგებიანი, მაგრამ non-GAAP-ის (მოგების ზომა, რომელიც GAAP-ის გამოყენებით არ არის მომზადებული) საფუძველზე კომპანია ბოლო 2 წლის განმავლობაში მომგებიანია. მენეჯმენტის ვარაუდით, კომპანიის non-GAAP მოგება წელს 50%-70%-ით გაიზრდება.

  1. Datadog

რაც უფრო იზრდება ორგანიზაციები, IT (საინფორმაციო ტექნოლოგია) პროფესიონალებისთვის ფრაგმენტირებული პლატფორმების ფართო სპექტრში, ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის პლატფორმების დიაგნოსტიკა სულ უფრო რთული ხდება. Datadog ამ პრობლემას ყველა ამ სერვისის ერთდროულად მონიტორინგისა და რეალურ დროში ერთიან ბაზებში მონაცემების შეგროვებით.

Datadog-ის ქლაუდზე დაფუძნებულ სერვისს შეუძლია კომპანიებს ბევრი დროისა და ფულის დაზოგვაში, ასევე ტექნიკური და პროგრამული კატასტროფების თავიდან აცილებაში დაეხმაროს. სწორედ ამიტომ, კომპანია სარეველასავით იზრდება: 2021 წელს მისი შემოსავალი 70%-ით – $1.03 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო non-GAAP მოგებამ მოიმატა 133%-ით – $167 მილიონამდე. გარდა ამისა, კომპანია წლის მეოთხე კვარტალში მომგებიანი აღმოჩნდა GAAP-ის საფუძველზეც.

Datadog-ის მენეჯმენტი მოელის, რომ კომპანიის შემოსავალი ფისკალურ 2022 წელს 47%-49%-ით გაიზრდება. ანალიტიკოსების აზრით, მისი კორექტირებული მოგება ერთ აქციაზე 6%-ით მოიმატებს.

წინა

რა განსხვავებაა ინვესტირებასა და ვაჭრობას შორის?

შემდეგი

2 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

2 აქცია, რომელსაც ამ კვირაში თავი უნდა აარიდოთ

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved