• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 აქცია ვირტუალურ რეალობაში ინვესტირებისთვის

სექტემბერი 12, 2022
in სიახლეები
2 აქცია ვირტუალურ რეალობაში ინვესტირებისთვის
გაზიარება

ვირტუალური რეალობის (VR) ბაზარი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ მას გააჩნია პოტენციალი, გახდეს უფრო ფართო ტექნოლოგიური სივრცის მნიშვნელოვანი სეგმენტი, რადგან სამ წელიწადზე ნაკლებ დროში სამომხმარებლო და საწარმოო VR ბაზარი $25 მილიარდს მიაღწევს.

ორი კომპანია, რომელსაც ამ მზარდ ბაზარზე წარმატების მიღწევის კარგი შანსი გააჩნია, არის Microsoft და Apple. ეს ტექნოლოგიური გიგანტები უკვე აქტიურად არის ჩართული VR და გაფართოებულ რეალობაში (AR) და შეიძლება მომავალში დიდი სარგებელი მიიღოს.

Microsoft-ის ჩაფხუტი

ისევე როგორც ბევრ სხვა ტექნოლოგიურ კომპანიას, Microsoft-საც საკუთარი AR/VR ჩაფხუტები აქვს. მაგრამ ბევრი მისი კონკურენტისგან განსხვავებით, Microsoft-ის ჩაფხუტები – Hololens, უკვე რეალური სამყაროს აპლიკაციებისთვის გამოიყენება.

სამრეწველო მწარმოებლები და ჯანდაცვის კომპანიები იყენებენ Hololens თანამშრომლების მოსამზადებლად და ჯერჯერობით ამ მოწყობილობას 200 პარტნიორი აპლიკაცია ჰყავს, გარდა Microsoft-ის საკუთარი აპლიკაციებისა.

ერთ-ერთი ყველაზე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ Hololens-ს აშშ-ის არმია იყენებს. Microsoft-ს ამჟამად $22 მილიარდის ღირებულების კონტრაქტი აქვს, რომელიც მოიცავს 120 000 ერთეულის მიწოდებას შეიარაღებული სამსახურების დანაყოფისთვის და ახლახან კომპანიამ თავისი პირველი 5000-იანი ტვირთი ჯარში უკვე გაგზავნა.

Microsoft

ეს მოწყობილობები არის Hololens-ის ადაპტირებული ვერსია, რომელსაც ინტეგრირებული ვიზუალური გამაძლიერებელი სისტემა (IVAS) ეწოდება. კონკრეტული სენსორის მონაცემების მონიტორინგისა და ჩვენების მიზნით ამ მოწყობილობებს შეუძლია Microsoft Azure ქლაუდ გამოთვლითი სერვისები გამოიყენოს.

რა თქმა უნდა, Microsoft მხოლოდ შეიარაღებული სერვისებით არ არის დაინტერესებული, მაგრამ ეს თავდაპირველი შეკვეთა აჩვენებს, რომ მოწყობილობას პრაქტიკული გამოყენება გააჩნია.

გარდა ამისა, Microsoft-ს შეუძლია აჩვენოს, თუ რამდენად კარგად გამოიყენება Hololens მისი Azure ქლაუდ სერვისებთან. ეს კი უკვე წარმატებული კომპიუტერული სერვისისთვის სასარგებლო იქნება.

Apple-ის AR ამბიციები

Apple-მა AR/VR სივრცეში გარკვეულ წინსვლას უკვე მიაღწია. App Store-ში უკვე არსებობს 14,000-ზე მეტი AR აპლიკაცია და, სავარაუდოდ, ეს მხოლოდ დასაწყისია.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია AR/VR ჩაფხუტზე უკვე მუშაობს და კომპანიამ მოწყობილობა დირექტორთა საბჭოს უკვე წარუდგინა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ Apple შეიძლება ძალიან ახლოს იყოს მოწყობილობის გამოშვებასთან, თუმცა ჯერ კიდევ გაურკვეველია, ეს როდის მოხდება.

Apple

Apple პროგრამული უზრუნველყოფის აპარატურასთან დაწყვილებაში განსაკუთრებით არის დახელოვნებული.

ზოგიერთი ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ კომპანიას შეუძლია ჩაფხუტების გაყიდვებიდან სულ რაღაც ხუთი წლის განმავლობაში $18 მილიარდი გამოიმუშაოს.

ზოგიერთი უახლესი შეფასებით Apple-ის AR/VR ჩაფხუტების გამოშვება ამ წლის ბოლოს ან მომავალს წელს ნიშნავს, რომ Apple-ის ამ ბაზრის წინსვლის სანახავად ინვესტორებს შეიძლება დიდი ხნით ლოდინი არ მოუწიოთ.

იყავით მომთმენი

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-სა და Apple-ს გააჩნია დიდი პოტენციალი, ისარგებლოს AR და VR-ით, ინვესტორებს, სავარაუდოდ, მოთმენა მოუწევთ, რათა სასურველი შედეგი იხილონ.

ტექნოლოგიური სექტორის ეს სეგმენტები ახლა საწყის ეტაპზე იმყოფება და სარგებლის მისაღებად ამ კომპანიებს, შეიძლება, რამდენიმე წელი დასჭირდეს.

წინა

საიდუმლო ინვესტირების შესახებ, რომელსაც უოლ სტრიტისგან ვერ მოისმენთ

შემდეგი

სად იქნება Nvidia 5 წელიწადში?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
სად იქნება Nvidia 5 წელიწადში?

სად იქნება Nvidia 5 წელიწადში?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved