• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

საიდუმლო ინვესტირების შესახებ, რომელსაც უოლ სტრიტისგან ვერ მოისმენთ

სექტემბერი 9, 2022
in ინვესტიციის ანბანი
საიდუმლო ინვესტირების შესახებ, რომელსაც უოლ სტრიტისგან ვერ მოისმენთ
გაზიარება

უოლ სტრიტს აქვს მრავალი გზავნილი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეიძლება მას შეუერთდნენ:

  • „ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, ბიზნესებსა და ინსტიტუტებს სიმდიდრის დაგროვებაში, შენარჩუნებასა და მართვაში, რათა მათ თავიანთი ფინანსური მიზნების განხორციელება შეძლონ.“
  • „ჩვენი პროცესები კარგად მოწესრიგებული, მიზანმიმართული და დროში გამოცდილია. გაცნობიერებულია რისკები და ყველაფერი მყარი შედეგების მიღწევისკენ არის მიმართული.“
  • „ინვესტირების სფეროს პროფესიონალები ადგენენ და მართავენ საინვესტიციო პორტფელს, რომელიც თქვენს მიზნებს შეესაბამება.“

ამ შეტყობინებების მიზანია, დაგარწმუნოთ, რომ ნამდვილად გჭირდებათ მაღალკვალიფიციური, ხშირად, მაღალანაზღაურებადი პროფესიონალების მომსახურება. რა თქმა უნდა, ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ასეთი სერვისები ძალიან კარგად გამოიყენოს. მაგრამ როდესაც ამას აკეთებთ, მოგიწევთ არცთუ უმნიშვნელო გადასახადის (შესაძლოა თქვენ მიერ ინვესტირებული აქტივების 1%-ის ან მეტის) ყოველწლიურად გადახდა. თუ კომპანია თქვენთვის $200,000-ის ღირებულების პორტფელს მართავს, ის შეიძლება ყოველწლიურად თქვენგან $2,000-ს ან მეტს იღებდეს. 10 წელზე მეტის შემთხვევაში ეს თანხა $20,000-ს უტოლდება.

მაგრამ ფინანსური პროფესიონალების შესახებ რამდენიმე საკითხი უნდა გახსოვდეთ:

  • ყველა ერთნაირად ნიჭიერი არ არის. ზოგიერთი მათგანი შეიძლება თავის საქმეში არც ისეთი კარგი იყოს.
  • ზოგიერთს შეიძლება ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდეს. თუ ისინი ფიდუციარები არ არიან, შესაძლოა, მათ თქვენი ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედონ.
  • მაშინაც კი, თუ ისინი კარგად მოგემსახურებიან, სოლიდური საკომისიო გადასახადი თქვენს ანაზღაურებას შეამცირებს.
Investor

შეგიძლიათ წარმატებას უოლ სტრიტის საინვესტიციო მრჩევლის გარეშე მიაღწიოთ

მთავარი საიდუმლო, რომელიც უოლ სტრიტს არ სურს, რომ იცოდეთ შემდეგია: თქვენ შეგიძლიათ მათი რჩევების გარეშეც საკმაოდ წარმატებული იყოთ. თუ ფიქრობთ, რომ პროფესიონალებისთვის ბევრი უნდა გადაუხადოთ თქვენი ფულის სამართავად, რადგან ინვესტირების შესახებ თავად ბევრი არაფერი იცით, კიდევ ერთხელ დაფიქრდით.

ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ინვესტიცია ჩადოთ უბრალოდ საინდექსო ფონდში, რომელიც იმეორებს ისეთი ინდექსის წარმადობას, როგორიც არის S&P 500. საინდექსო ფონდების უმეტესობას საკმაოდ დაბალი საკომისიო გადასახადი გააჩნია, ხოლო ბევრი მათგანისთვის მცირე საკომისიოს გადახდა მოგიწევთ.

თუ ფიქრობთ, რომ საინდექსო ფონდების არჩევა ერთგვარი კომპრომისი იქნება და ეს უფრო ნაკლებ შემოსავალს მოგიტანთ, ვიდრე პროფესიონალების დახმარება, ეს გაითვალისწინეთ: 2021 წელს დასრულებული 10 წლიანი პერიოდის განმავლობაში დიდი კაპიტალიზაციის მქონე აქციების ურთიერთდახმარების ფონდების 83%-ის წარმადობა S&P 500-ის შედეგებს ჩამორჩა, ხოლო 20 წლიანი პერიოდის განმავლობაში ინდექსის მაჩვენებლებს ურთიერთდახმარების ფონდების 94% ჩამორჩა.

რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს საინდექსო ფონდი?

ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში საფონდო ბირჟის საშუალო წლიური შემოსავალი დაახლოებით 10%-ს შეადგენს, თუმცა ის, სავარაუდოდ, უფრო დაბალი ან მაღალი იქნება თქვენი საინვესტიციო პერიოდის ფარგლებში, რომელიც შეიძლება 20 ან 40 წელი იყოს.

ქვემოთ მოცემული ცხრილი გვიჩვენებს, თუ რამდენი შეიძლება დააგროვოთ დროთა განმავლობაში, თუ საინდექსო ფონდში, რომლის საშუალო წლიური ანაზღაურება 8%-ს შეადგენს, ყოველწლიურად გარკვეული ოდენობის თანხას ჩადებთ:

ფინანსური პროფესიონალების შემთხვევა

მიუხედავად ზემოთ მოყვანილი არგუმენტებისა, არის შემთხვევები, როდესაც ფინანსური პროფესიონალების მომსახურებების გამოყენება გონივრულია. მაგალითად:

  • თუ ფინანსურ მენეჯერს, მის გამოცდილებას კარგად იცნობთ და გრძელვადიან პერსპექტივაში მის მიერ სოლიდური ანაზღაურების გამომუშავების უნარს ენდობით. (გახსოვდეთ, რომ ნებისმიერ ინვესტორს, მოყვარულს თუ პროფესიონალს, შეიძლება არასახარბიელო წელი ჰქონდეს).
  • თუ დახმარება გჭირდებათ ფინანსურ დაგეგმვაში, მაგალითად, საპენსიო გეგმის შედგენაში ან თქვენი ქონების დაგეგმვაში.
  • თუ ინვესტირებას საკუთარ თავზე ვერ იღებთ.

ეს ყველაფერი სულაც არ ნიშნავს, რომ ფინანსური პროფესიონალების მომსახურება გამოუსადეგარი ან არასაჭიროა, უბრალოდ არ უნდა დაასკვნათ, რომ მათ თქვენთვის უკეთესი სამუშაოს შესრულება შეუძლიათ ვიდრე თავად შეძლებთ საკუთარი თავისთვის (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ინვესტიციებს დაბალი საკომისიო გადასახადების მქონე საინდექსო ფონდებში ჩადებთ). თუ პროფესიონალის დახმარების გამოყენებას განიხილავთ, პირველ რიგში საფუძვლიანი კვლევა ჩაატარეთ, რათა სასურველი პირობები და შედეგი მიიღოთ.

წინა

6 მიზეზი Apple-ის აქციების ახლავე შესაძენად

შემდეგი

2 აქცია ვირტუალურ რეალობაში ინვესტირებისთვის

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც დამწყებ ინვესტორებს გზის გაკვლევაში დაეხმარება

by Giorgi
მარტი 22, 2023
საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ღირებულებაზე ორიენტირებული ინვესტირების შესახებ

by Giorgi
მარტი 16, 2023
4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ
ინვესტიციის ანბანი

4 საინვესტიციო რჩევა, რომლებიც ბაზრის ნებისმიერ პირობებში გამოგადგებათ

by Giorgi
მარტი 15, 2023
საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ
ინვესტიციის ანბანი

საუკეთესო წიგნები ლეგენდარული ინვესტორის — უორენ ბაფეტის შესახებ

by Giorgi
მარტი 10, 2023
ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად
ინვესტიციის ანბანი

ჭკვიანური სტრატეგიები Bear Market-თან გასამკლავებლად

by Giorgi
მარტი 1, 2023
მეტი
შემდეგი
2 აქცია ვირტუალურ რეალობაში ინვესტირებისთვის

2 აქცია ვირტუალურ რეალობაში ინვესტირებისთვის

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved