საზრიანმა ინვესტორებმა დიდი ხნის წინ ისწავლეს გამოჩენილი კომპანიების აქციების ყიდვა მიუხედავად ფასისა. ასეთი ნაბიჯი გეხმარებათ, თავიდან აიცილოთ ბაზართან სინქრონიზების მცდელობა.. მაგალითად ავიღოთ Tesla, რომელმაც ბევრი ინვესტორი წარმოუდგენლად გაამდიდრა და შეფასების მეტრიკის მიხედვით ყოველთვის ძვირი ჩანდა.
კიდევ ერთი საავტომობილო აქცია, რომელიც ავტოინდუსტრიაში ძალიან ძვირი ჩანს, მაგრამ მაინც ყიდვის კარგი შესაძლებლობაა არის Ferrari. ამ სტატიაში მოცემულია ორი მიზეზი, რის გამოც ეს შეფასება მართებულია.
რამდენად ძვირია Ferrari?
სანამ Ferrari-ს მაღალი შეფასების გამართლებაზე გადავიდოდეთ, ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტები გვიჩვენებს, თუ რამდენად ძვირია მისი აქციები ტრადიციულ ავტომწარმოებლებთან შედარებით.
თუ თქვენ ხართ ინვესტორი, რომელიც საავტომობილო ინდუსტრიით არის დაინტერესებული, ბაზარზე მრავალი კომპანიაა, რომელიც Ferrari-ს განსაკუთრებულად ძვირად აქცევს. თუმცა, მოდით განვიხილოთ, რატომ ღირს მაინც Ferrari-ში ინვესტირება.
თანდათანობითი ზრდა ახალ სეგმენტებში
ოდესღაც Ferrari-ს ხელმძღვანელობა დასცინოდა იმ აზრს, რომ საკულტო სარბოლო და ულტრა ფუფუნების ავტომობილების მწარმოებელმა შეიძლება აითვისოს ისეთი სეგმენტი, როგორიცაა მოუქნელი, დიდი ზომის SUV-ები. რა თქმა უნდა იქამდე, სანამ ისინი არ მიხვდნენ, რომ შეეძლოთ Ferrari-ს ლოგო უფრო დიდ მანქანაზე მოეთავსებინათ და კიდევ უფრო დიდ ფასები დაეწესებინათ.
Ferrari SUV-ის იდეამდე მისვლას, ან ისეთი ავტომობილის შემუშავებას, რომელიც შედარებული იქნებოდა “ე.წ. ქროსოვერებთან და ჯიპებთან” გარკვეული დრო დასჭირდა. მაგრამ გასულ კვირას, საკულტო კომპანიამ Purosangue წარადგინა. ეს არის პირველი ოთხკარიანი, ოთხადგილიანი მანქანა Ferrari-ს ისტორიაში. V12 ძრავით და საათში 300 კმ-ის ტოლი მაქსიმალური სიჩქარით, ეს მოდელი ნამდვილად არ მოგცემთ საშუალებას დაივიწყოთ, თუ ვინ არის მისი შემქმნელი.
Ferrari-ს შესვლამ SUV ბაზარზე შეიძლება სრულიად ახალი სუპერ მდიდარი მომხმარებლები მოიზიდოს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მოდელის ფასი დაახლოებით $390,000-ს შეადგენს. საავტომობილო ინდუსტრიაში მოღვაწე ბევრმა ახალბედა ინვესტორმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს, რომ ჯიპები და სრული ზომის სატვირთო მანქანები ტრადიციული ავტომწარმოებლების მოგების უზარმაზარ ნაწილს შეადგენს.
მხოლოდ დრო გვიჩვენებს, დააფიქსირებს თუ არა Ferrari მოგების ანალოგიურ ზრდას, მაგრამ ლოგიკურია, რომ ახალ ბაზარზე შესვლა ახალ მომხმარებლებს მოიზიდავს, არსებულებს კი ახალ პროდუქტს შესთავაზებს. შედეგად, Ferrari-ს საშუალება მიცემა გაყიდოს მეტი ავტომობილი და მოგების მარჟა პოტენციურად კიდევ უფრო გაზარდოს.
თვალისმომჭრელი მარჟა, რომელიც ჯერ კიდევ იზრდება არის შესანიშნავი მაჩვენებელი იმისა, თუ რატომ გააჩნია Ferrari-ს მაღალი შეფასება ტრადიციულ ავტომწარმოებლებთან შედარებით.
კონკურენტების ჩამოტოვება
Ferrari არ იღებს საკმარის დაფასებას იმის გამო, თუ რამდენად შთამბეჭდავია მისი მარჟა უზარმაზარი კაპიტალის თვალსაზრისით ინტენსიური წარმოების ინდუსტრიაში. უფრო მეტიც, ასეთ განვითარებულ სექტორში კომპანიამ, მაღალი კონკურენციის ფონზე თავისი მარჟების თანმიმდევრულად გაზრდა მოახერხა. არსებითად, ამისათვის კომპანიას უნდა გააჩნდეს სერიოზული კონკურენტული უპირატესობა დაცული ან ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით. მან უნდა აამაღლოს თავისი ბრენდი, მისი პროდუქციის აღქმული ღირებულება და თავიდან აიცილოს ფასის შემცირება.
Ferrari ამ ყველაფერს კარგად უმკლავდება, რადგან აკონტროლებს გაყიდვების რაოდენობას, არ საჭიროებს მანქანების ფასების შემცირებას, ამასთან გააჩნია უნაკლო და ძლიერი ბრენდის იმიჯი ათწლეულების განმავლობაში სარბოლო მანქანებისა და ულტრა ფუფუნების მემკვიდრეობით.
Ferrari-ს აქციები ძვირია, ის უფრო ჰგავს ძვირადღირებული პროდუქტების მწარმოებელს. კომპანია სწორედ ასე უნდა იქნას განხილული და არა, როგორც ტრადიციული ავტომწარმოებელი, მაშინაც კი, თუ ეს კონტექსტი თქვენს აქციების სკრინინგის ინსტრუმენტზე არ ჩანს.
დასკვნა
საბოლოო ჯამში, თუ ინვესტორები ჭკვიანები არიან და ყიდულობენ იმ კომპანიების აქციებს, რომლებსაც მდგრადი კონკურენტული უპირატესობები გააჩნია, აქციების ფასი ნაკლებად მნიშვნელოვანია. Ferrari-ს ფლობს კონკურენტულ უპირატესობებს, რომლებსაც ტრადიციული ავტომწარმოებლები უახლოეს მომავალში უბრალოდ ვერ გაიმეორებენ. ეს აშკარაა მისი მარჟებიდან, რომლებიც სხვა ავტომწარმოებლებს საგრძნობლად აჭარბებს და, იმავდროულად, ზრდას განაგრძობს.
იქნება ეს მარჟები კიდევ უფრო საოცარი მომდევნო წლებში, როდესაც სარბოლო მანქანების საკულტო მწარმოებელი მანქანების უფრო დიდ სეგმენტებს აითვისებს? დიდი ალბათობით, კი და თუნდაც ეს ასე არ მოხდეს, Ferrari მაინც რჩება ძვირადღირებულ აქციად, რომელიც ინვესტორების ყურადღებას იმსახურებს.