• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ მცირდება ავიაკომპანიების აქციების ფასები?

სექტემბერი 23, 2022
in სიახლეები
რატომ მცირდება ავიაკომპანიების აქციების ფასები?
გაზიარება

რა მოხდა?

ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთის უახლესი ზრდა და Fed-ის თავმჯდომარის – ჯერომ პაუელის პირობა, რომ გააკეთებს ყველაფერს, რაც ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად არის საჭირო, ბაზრებზე არეულობას ქმნის. აქციების ფასები მცირდება, რადგან ინვესტორებს ეშინიათ, რომ ფედერალური ბანკის ქმედებები რეცესიას გამოიწვევს. სექტორები, რომლებიც მიჩნეულია უფრო დისკრეციულად (შესაბამისად, მომხმარებლებისთვის ასეთ საქონელზე უარის თქმა უფრო ადვილია), რთული დროის დადგომის შემთხვევაში უფრო მეტად დაზარალდება, ვიდრე უმეტესობა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ავიაკომპანიების აქციების ფასები მცირდება, როგორც ფართო მასიური გაყიდვების ნაწილი. JetBlue Airways-ის, American Airlines Group-ის და United Airlines Holdings-ის აქციების ფასები 5%-ით დაეცა, ხოლო Delta Air Lines-ის, Alaska Air Group-ის და Southwest Airlines-ის აქციებიდან თითოეულის ფასი 3%-ით ან მეტით შემცირდა.

და რა?

ავიაკომპანიების აქციონერებს ბოლო 2 წლის განმავლობაში რთული პერიოდი ჰქონდათ. პანდემიამ ინდუსტრია თითქმის გააჩერა და 2022 წელს აღდგენის მცდელობები საწვავის მოსალოდნელზე მაღალმა ფასმა, შრომის ხარჯებმა და კვალიფიციური საფრენოსნო ეკიპაჟების ნაკლებობამ შეაფერხა.

ეკონომიკის სიჯანსაღე ამ მიმდინარე საგაში მხოლოდ უახლესი ვითარებაა. ავიაკომპანიების ინდუსტრიამ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით დიდი ვალი აიღო და ანალიტიკოსები იმედოვნებდნენ, რომ მოთხოვნის ამაღლების შემდეგ კომპანიები ბალანსის გამოსწორებასა და ოპერაციების ნორმალიზებას შეძლებდნენ.

ამის ნაცვლად, შენელება ჩინეთში და ომი ევროპაში ამ რეგიონებში მოგზაურობის მოთხოვნას აფერხებს. ამასთან ფედერალური ბანკის ქმედებები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ეკონომიკას, რამაც შეიძლება როგორც დასვენებაზე, ასევე, კორპორატიულ მოგზაურობაზე მოთხოვნა დააზარალოს.

ყველა ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ მოთხოვნა აქამდე არ განადგურებულა, United-ის წარმომადგენლებმა ამ თვის დასაწყისში ბილეთების ძლიერი გაყიდვების წყალობით მესამე კვარტლის პროგნოზები გაზარდა. აშკარად ნაადრევია იმის თქმა, თუ რა ბედი ელის ფრენებზე მოთხოვნას მომდევნო თვეებში, მაგრამ უოლ სტრიტს გაურკვევლობა სძულს.

United Airlines Stock

ავიაკომპანიები, თავის მხრივ, პანდემიის გადალახვისა და ოპერაციების ნორმალიზებისთვის ყველაფერს აკეთებენ. ოთხშაბათს, United-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია მუშაობს კუბაში სერვისის განახლებაზე მას შემდეგ, რაც 2020 წლის მარტში პანდემიის გამო კუნძულზე ფრენები შეაჩერა.

ახლა რა?

ბოლო მასიური გაყიდვების შემდეგ, American Airlines-ის და JetBlue-ის აქციების ფასები 2020 წლის გაზაფხულის ანალოგიურ დონეზეა. თითქმის ნებისმიერი საზომით, ეს გადაჭარბებული რეაქციაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვიცით, რა მოელის ეკონომიკას და რას შეიძლება ნიშნავდეს ეს ავიაკომპანიების აქციებისთვის, დღევანდელი მდგომარეობა აშკარად ბევრად უკეთესია, ვიდრე ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე მყოფი ავიახაზები პანდემიის პერიოდში.

მაგრამ მაშინაც კი, თუ აქციები ზედმეტად გაიყიდება, ჰორიზონტზე არ ჩანს მკაფიო კატალიზატორი, რომელიც აღდგენას შეუწყობს ხელს. როდესაც პაუელი და Fed ვალდებულნი არიან გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა ინფლაციის შესაჩერებლად, ბაზარი დამატებით საპროცენტო განაკვეთების ზრდას ელოდება, რამაც საბოლოოდ შეიძლება შეასუსტოს მოგზაურობის მოთხოვნა, მაშინაც კი, თუ United-ზე და სხვა ოპერატორებზე ეს ფაქტორი ჯერ არ ასახულა.

საუკეთესო შემთხვევაშიც კი, თუ საპროცენტო განაკვეთების ზრდა მოთხოვნაზე არ იმოქმედებს, ავიაკომპანიებს, სავარაუდოდ, კიდევ ერთი წელი დასჭირდებათ, რომ სრულად აღდგეს იმ წინაღობების გამო, რომელიც ინფლაციის მთავარ პრობლემად გადაქცევამდე არსებობდა.

მათთვის, ვისაც დიდი დროის ჰორიზონტი და მოსალოდნელი გაურკვევლობის გაძლების სურვილი გააჩნია, Delta, Southwest და Alaska არის სამი საუკეთესო ოპერატორი, რომელიც ვარდნის დროს უფრო უსაფრთხოდ გამოიყურება. მაგრამ ამ ტოპ ოპერატორებსაც კი, Fed-ის ნაბიჯებთან და მაკროეკონომიკურ პირობებთან საბრძოლველად, ცოტა რამის გაკეთება შეუძლია.

გაურკვეველი პერსპექტივისა და სწრაფი აღდგენის დაბალი შანსების გათვალისწინებით, ავიაკომპანიების აქციების სასწრაფოდ შესაძენად დამაჯერებელი მიზეზი არ არსებობს.

წინა

რატომ შეიძლება ახლა PayPal-ში ინვესტირება ჭკვიანური ნაბიჯი იყოს?

შემდეგი

რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

რას ნიშნავს აქციონერული ფასეულობა?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved