• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 დივიდენდ არისტოკრატი, რომელიც შეგიძლიათ სამუდამოდ შეინარჩუნოთ

აპრილი 13, 2022
in სიახლეები
2 დივიდენდ არისტოკრატი, რომელიც შეგიძლიათ სამუდამოდ შეინარჩუნოთ
გაზიარება

უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტები (REIT) შესანიშნავი ბიზნეს მოდელია საცალო, დივიდენდების მსურველი ინვესტორებისთვის. ასეთი კომპანია არის პროფესიონალი მემამულე, რომელიც უძრავ ქონებას იჯარით იღებს და მოგების დიდ ნაწილს აქციონერებზე დივიდენდების სახით ანაწილებს.

უძრავი ქონების მრავალი ტიპი არსებობს და REIT-ები ხშირად ყურადღებას თავიანთი ბიზნესის კონკრეტულ კატეგორიაზე ამახვილებს. საცალო ვაჭრობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია და კომპანიებს, რომლებიც წარმატებულია, გრძელვადიანი პორტფელის შექმნა შეუძლია.

ამ სტატიაში განვიხილავთ ორ REIT-ს, რომელსაც არა მხოლოდ დივიდენდების გადახდის სტაბილური გამოცდილება, არამედ საკმარისი ზრდის შესაძლებლობა გააჩნია, რათა ინვესტიციის მყარი მთლიანი ანაზღაურება გამოიმუშაოს.

 
  1. Realty Income

Realty Income ცნობილია იმით, რომ კომპანია დივიდენდებს ყოველთვიურად იხდის. Realty Income არის REIT, რომელიც სპეციალიზებულია ერთი მოიჯარე მფლობელისთვის და სხვა ბიზნესებისთვის კომერციული ქონების გაქირავებაში.

Shopping

კომპანია ფლობს დაახლოებით 11,136 კომერციულ ქონებას, რომლებსაც ის 1000-ზე მეტ მომხმარებელზე აქირავებს. Realty Income-ის ტიპური მოიჯარეები არიან ლურჯი ჩიპის და უმეტეს ეკონომიკურ პირობებში გამძლე კომპანიები. მათ შორის არის სპეციალიზებული საცალო მოვაჭრეები, სავაჭრო ცენტრები, კინოთეატრები, ფიტნეს დარბაზები და ა. შ. კომპანიას აქვს ოპერაციები აშშ-სა და ევროპაში. მენეჯმენტის შეფასებით, Realty Income-ის მთლიანი პოტენციური ბაზრის მოცულობა $12 ტრილიონს შეადგენს.

თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში აყვავებისთვის, მხოლოდ შესაძლებლობა არ არის საკმარისი, ბიზნესი მაღალ დონეზე უნდა განხორციელდეს. REIT-ები ძირითადად ახალი საკუთრების შეძენით იზრდება, ამიტომ ძლიერი ბალანსის ქონა აუცილებელია. Realty Income-ის ბალანსი S&P-ს მიერ “A-“-ით (ძლიერი) არის შეფასებული და REIT-ისთვის ძლიერი საკრედიტო რეიტინგი გააჩნია.

REIT-ები თავიანთ წარმატებას მათ მიერ გამომუშავებული ფულადი მოგების საფუძველზე აფასებენ, რომელსაც ხშირად FFO-ს (უძრავი ქონების და სხვა საინვესტიციო ტრასტების ფულადი შემოსავალი სატრასტო ოპერაციებიდან) უწოდებენ. მას შემდეგ, რაც კომპანია 1990-იანი წლების შუა ხანებში საჯარო გახდა, Realty Income-ის FFO თითო აქციაზე წელიწადში საშუალოდ 5.1%-ით იზრდებოდა. ეს სტაბილური ზრდა ხელს უწყობს დივიდენდების გაძლიერებას. დივიდენდური შემოსავალი ახლა 4.1%-ს აღწევს და ეს მაჩვენებელი, კომპანიის საჯარო ასპარეზზე გამოსვლის შემდეგ, ყოველწლიურად იზრდებოდა (28 წლის განმავლობაში), რაც მას დივიდენდ არისტოკრატად აქცევს. აქციების მთლიანი საინვესტიციო ანაზღაურება 1995 წლიდან ყოველწლიურად საშუალოდ 15%-ს აღწევდა, რაც გვიჩვენებს, თუ რა შეუძლია დივიდენდური შემოსავლის მაღალ დონესა და თანმიმდევრულ ზრდას.

 
  1. Federal Realty Investment Trust

საცალო REIT – Federal Realty Investment Trust უფრო მეტია, ვიდრე დივიდენდ არისტოკრატი. ეს არის დივიდენდ მეფე, რომელიც ბოლო 54 წლის განმავლობაში ახერხებს დივიდენდური ანაზღაურების ზრდას. მიუხედავად იმისა, რომ Federal Realty არის საცალო REIT, ის, Realty Income-ისგან განსხვავებულ სტრატეგიას იყენებს. კომპანია ფოკუსირებულია ღია ცის ქვეშ მდებარე სავაჭრო ობიექტებზე, ფლობს 104 მათგანს, რომლებიც 3,100-ზე მეტ მოიჯარეს ემსახურება.

კომპანია აშშ-ში ოპერირებს „პირველი რგოლის“ გარეუბნებში, სადაც არის როგორც მაღალი შემოსავლის მქონე ოჯახები, ასევე მაღალი ტრაფიკი. Federal Realty-ის ქონების დაახლოებით სამ მეოთხედს აქვს სასურსათო მაღაზია ან საკვები კომპონენტი, რაც მთელი წლის განმავლობაში მყიდველების აქტივობის გენერირებას უწყობს ხელს.

კომპანია ამაყობს ძლიერი ბალანსით, რომელსაც, Realty Income-ის მსგავსად, S&P-სგან “A-“ რეიტინგი აქვს მინიჭებული.

ძლიერი დივიდენდებისა და ბიზნესის სტაბილური ზრდის გამო, Federal Realty-ის მთლიანი ინვესტიციების შემოსავალი 2003 წლიდან ყოველწლიურად საშუალოდ 12%-ზე მეტს შეადგენს. აქციების დივიდენდური სარგებელი ამჟამად 3.5%-ს უტოლდება, ხოლო 2022 წლისთვის მითითება თითო აქციაზე FFO-სთვის არის $5.75-$5.95, ანუ წელიწადში დაახლოებით 6%-იანი ზრდა. სანამ მენეჯმენტს მომგებიანი გარიგებების შესრულების გაგრძელება შეუძლია, ინვესტორები, როგორც ჩანს, მომდევნო წლებში Federal Realty-ისგან კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებენ.

წინა

2 ჰიპერმზარდი პოტენციალის აქცია 2022 წელს შესაძენად

შემდეგი

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

2 აქცია, რომელიც დროულად უნდა შეიძინოთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved