• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Apple-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა

ნოემბერი 3, 2023
in სიახლეები
გუშინ ტექნოლოგიურმა გიგანტმა — Apple-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა
გაზიარება

გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Apple-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.

Apple-ის კვარტალური შედეგები ასეთი იყო:

  • EPS (მოგება თითო აქციაზე): $1.46; ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.39.
  • შემოსავალი: $89.5 მილიარდი; პროგნოზი — $89.28 მილიარდი.
  • iPhone-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი: $43.81 მილიარდი; პროგნოზი — $43.81 მილიარდი.
  • Mac-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი: $7.61 მილიარდი; პროგნოზი — $8.63 მილიარდი.
  • iPad-ის გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი: $44 მილიარდი; პროგნოზი — $6.07 მილიარდი.
  • სატარებელი მოწყობილობების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი: $32 მილიარდი; პროგნოზი — $9.43 მილიარდი.
  • მომსახურებიდან მიღებული შემოსავალი: $22.31 მილიარდი; პროგნოზი — $21.35 მილიარდი.
  • მთლიანი მოგების მარჟა: 45.2%; პროგნოზი — $44.5%.

Apple-ს მომავლისთვის რაიმე ოფიციალური მითითებები არ წარმოუდგენია, მაგრამ ფინანსურმა დირექტორმა — ლუკა მაესტრიმ თქვა, რომ მენეჯმენტის მოლოდინით, მომდევნო კვარტლის შემოსავალი გასული წლის იმავე მეოთხედის შედეგების მსგავსი იქნება. თუმცა Apple-ში ასევე აღნიშნეს, რომ მიმდინარე წლის დეკემბრის კვარტალში ერთით ნაკლები კვირა იქნება. ანალიტიკოსები კი პროგნოზირებენ, რომ მომდევნო კვარტალში Apple-ის შემოსავალი $122.98 მილიარდს მიაღწევს, რაც წლიდან წლამდე 5%-იანი ზრდა იქნება.

კომპანიის iPhone-ის გაყიდვები შეესაბამებოდა უოლ სტრიტის მოლოდინებს და გასულ წელთან შედარებით 2%-ზე მეტი გაიზარდა. ეს იყო ტექნიკის ერთადერთი ხაზი Apple-ისთვის, რომელმაც კვარტალში ზრდა აჩვენა და ეს პერიოდი iPhone 15-ის გაყიდვების მხოლოდ დაახლოებით ერთ კვირას მოიცავდა.

Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ტიმ კუკმა განაცხადა, რომ iPhone 15 გაყიდვებში უკეთეს შედეგებს აფიქსირებს, ვიდრე iPhone 14 გასული წლის სექტემბრის კვარტალში.

Mac-ისა და iPad-ის გაყიდვები შემცირდა. მესამე კვარტლის შედეგების შემდეგ ლუკა მაესტრიმ ანალიტიკოსებთან საუბრისას განაცხადა კიდეც, რომ iPad-ისა და Mac-ის გაყიდვები ორნიშნა პროცენტული მაჩვენებლებით დაიკლებდა.

Mac-ის გაყიდვები წლიდან წლამდე მკვეთრად — 34%-ით შემცირდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ გასულ კვირაში, Apple-მა თავის Scary Fast ღონისძიებაზე დააანონსა კომპიუტერების განახლებული ხაზი, რომელიც კომპანიის შემდეგი თაობის M3 ჩიპებით არის აღჭურვილი. საინტერესოა, როგორ იმოქმედებს მომავალ გაყიდვებზე ეს მნიშვნელოვანი სიახლე.

Apple New MacBook

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ Mac-ის გაყიდვების კვარტალური შედეგი შედარებულია გასული წლის იმავე მეოთხედში მიღწეულ ყველა დროის რეკორდთან, რაც მიწოდების უზარმაზარი შეფერხების შემდეგ დაფიქსირდა. ასე რომ, მისი თქმით, ამ შედეგების შედარება რთულია. ტიმმა ასევე განაცხადა, რომ, მისი აზრით, მომდევნო კვარტალი Mac-ისთვის გაცილებით უკეთესი იქნება და მან ახალი თაობის M3 ჩიპებით აღჭურვილი კომპიუტერების გამოშვებას გაუსვა ხაზი.

გარდა ამისა, iPad-ების გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალი წლიდან წლამდე 10%-ით შემცირდა. Apple-ს წელს, სადღესასწაულო სეზონის წინ, ამ კატეგორიაში ახალი პროდუქტი არ დაუანონსებია.

Apple-ის სერვისების ბიზნესი ნათელი წერტილი იყო. კომპანიამ ამ მიმართულებით $22.31 მილიარდის მოცულობის შემოსავალი გამოიმუშავა, რამაც ანალიტიკოსების მოლოდინს გადააჭარბა და წლიდან წლამდე 16%-იანი ზრდა დააფიქსირა.

ტიმ კუკმა განაცხადა, რომ სერვისების მიმართულებით ყველა ძირითადმა კატეგორიამ რეკორდი დაამყარა. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე თქვა, რომ გამოწერებიდან კომპანიის შემოსავალმა $1 მილიარდს გადააჭარბა. ეს მიმართულება აერთიანებს როგორც Apple-ის საკუთარ სერვისებს, ასევე App Store-ის აპლიკაციებს.

ტექნოლოგიური გიგანტის სატარებელი მოწყობილობების ბიზნეს განყოფილება მოიცავს ყურსასმენებს, როგორიცაა AirPods და ასევე Apple Watch-ს. კვარტალური გაყიდვები წლიდან წლამდე ამ მიმართულებითაც შემცირდა — 3%-ით.

Apple Stock

Apple-ისთვის ჩინეთი სიდიდით მესამე ბაზარია და ის ინვესტორების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ არის მოქცეული, რადგან Huawei-ს მხრიდან კონკურენცია იზრდება. რეგიონში Apple-ის გაყიდვები თითქმის უცვლელი იყო. ამ მაჩვენებელმა $15.08 მილიარდი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში Wall Street Journal-ის (WSJ) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ჩინეთის მთავრობის განკარგულების თანახმად, ცენტრალურ სამთავრობო უწყებებში მომუშავე ოფიციალურმა პირებმა არ უნდა გამოიყენონ iPhone-ები (ან სხვა უცხოური ბრენდის მოწყობილობები) სამუშაოდ და ისინი ოფისშიც კი არ უნდა მიიტანონ. შემდეგ კი Bloomberg-მა განაცხადა, რომ ეს აკრძალვები გავრცელდა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ ფირმებზეც, მათ შორის ენერგეტიკულ გიგანტზე — PetroChina-ზე, რომელიც მილიონობით თანამშრომელს აერთიანებს და ჩინეთის ეკონომიკის დიდ ნაწილს აკონტროლებს.

დავუბრუნდეთ ფინანსურ შედეგებს. უნდა აღინიშნოს, რომ Apple-ის მენეჯმენტის განცხადებით კომპანია ამჟამად $162.1 მილიარდის ოდენობით ნაღდ ფულს ფლობს.

Apple-ში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარე თვეში კომპანია გადაიხდის დივიდენდს 24 ცენტის ოდენობით. გარდა ამისა, მენეჯმენტის თქმით, კომპანიამ გასულ კვარტალში $25 მილიარდი დახარჯა აქციების გამოსყიდვაზე და დივიდენდების გაცემაზე.

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $177.60-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 31 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $202.13-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $240.00-ს, ხოლო მინიმალური — $150.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 31 ანალიტიკოსიდან 22-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 9-მ — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

წინა

Starbucks-ის კვარტალურმა შედეგებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა

შემდეგი

Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

Shopify-მ მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური შედეგები წარადგინა

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved