• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Microsoft-მა დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას — Microsoft Build-ს უმასპინძლა

მაისი 22, 2024
in სიახლეები
გუშინ Microsoft-მა დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას — Microsoft Build-ს უმასპინძლა
გაზიარება

გუშინ, Microsoft-ის კომპანიის ყოველწლიურ დეველოპერთა კონფერენცია Microsoft Build-ზე, აღმასრულებელმა დირექტორმა — სატია ნადელამ რამდენიმე ახალი AI (ხელოვნური ინტელექტის) ინიციატივა წარადგინა. ეს სიახლეები გავრცელდა მხოლოდ ერთი დღის შემდეგ, რაც Microsoft-მა საზოგადოებას ახალი Copilot+ კომპიუტერები გააცნო.

Team Copilot, Copilot Extensions და სხვა

ნადელამ დააანონსა Team Copilot, Microsoft-ის Copilot ჩეთბოტის გაფართოება, რომელიც Microsoft 365 მომხმარებლებს პერსონალური AI ასისტენტით უზრუნველყოფს. ახალი Team Copilot-ს შეუძლია, თავი გაართვას დღის წესრიგს, შეინახოს შენიშვნები და კითხვებზე პასუხის გასაცემად კონტექსტი გამოიყენოს. Team Copilot ხელმისაწვდომი იქნება წლის ბოლოსთვის Microsoft 365-ის ზოგიერთი მომხმარებლისთვის.

აღმასრულებელმა დირექტორმა საზოგადოებას ასევე გააცნო Microsoft Copilot Studio-ში ახალი აგენტის შესაძლებლობები, რომლებიც დეველოპერებს თავიანთი Copilot-ების შექმნაში დაეხმარება. ეს ახალი ფუნქციები ზოგიერთი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება Microsoft-ის ადრეული წვდომის პროგრამის მეშვეობით და დაგეგმილია, რომ უფრო ფართო ბაზარზე მიმდინარე წლის ბოლოსთვის გამოვა.

ნადელამ წარმოადგინა Copilot გაფართოებებიც, რომლებიც მის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ასისტენტის შესაძლებლობების ექსპანსიისთვის, ახალ წყაროებსა და აპლიკაციებს დაუკავშირდნენ.

კომპანიამ ასევე წარადგინა Copilot გაფართოებების პირველი ნაკრები GitHub-ისთვის, Microsoft-ის დეველოპერული პლატფორმისთვის. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ დეველოპერები, Copilot გაფართოებების გამოყენებით, შეძლებენ, GitHub გამოცდილება კიდევ უფრო მეტად დააკონფიგურირონ.

AI პარტნიორობების გაფართოება

ნადელამ აღნიშნა, რომ Microsoft-ს აკავშირებს თანამშრომლობა რამდენიმე კომპანიასთან, რომელიც AI ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობს. მან ხაზი გაუსვა ტექნოლოგიური გიგანტის მუდმივ პარტნიორობას Nvidia-სთან. აღმასრულებელმა დირექტორმა ასევე ახსენა ChatGPT-ის მწარმოებელი Open AI, რომელმაც ცოტა ხნის წინ GPT-4o მოდელი გამოუშვა.

სატია ნადელამ განაცხადა, რომ Microsoft-მა გაახანგრძლივა პარტნიორობა Hugging Face-თან, რათა ამ უკანასკნელის მოდელები Azure AI სტუდიაში გაეხადა ხელმისაწვდომი. ამასთან, კომპანიამ თანამშრომლობა წამოიწყო AI სტარტაპ Cognition AI-თან.

გარდა ამისა, Microsoft-ის მენეჯმენტმა დააანონსა პარტნიორობა Khan Academy-სთან, რომელიც, საგანმანათლებლო მასალების გასაძლიერებლად, AI ტექნოლოგიების გამოყენებაზეა ორიენტირებული. ტექნოლოგიური გიგანტი Khan Academy-ს Azure ინფრასტრუქტურაზე წვდომით უზრუნველყოფს, ხოლო ეს უკანასკნელი მუშაობს, რომ მისი AI სწავლების ასისტენტი, Khanmigo, მასწავლებლებისთვის უფასო გახდეს.

ახალი მცირე ენის მოდელი (SLM) და Real-time ინტელექტი

Microsoft-მა დააანონსა Phi-3-vision, ახალი მულტიმოდალური მოდელი აუდიო და ხედვის შესაძლებლობებით. ის Microsoft-ის Phi-3 SLM მოდელების ოჯახის ნაწილია. Phi-3 SLM ხელმისაწვდომია Azure AI-ზე და Hugging Face-ზე.

ნადელამ ასევე დააანონსა Microsoft Fabric-ზე, AI-ით აღჭურვილ ანალიტიკურ პლატფორმაზე, მომუშავე Real-Time ინტელექტი, რომელიც ორგანიზაციებს მომენტალურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს.

განახლებები Microsoft-ის მორგებული ჩიპებისა და AI ინფრასტრუქტურის შეთავაზებებზე

Microsoft-ის მენეჯმენტმა ასევე დააანონსა ნოემბერში წარდგენილი Arm Holdings-ზე დაფუძნებული სილიკონის პროცესორის — Cobalt 100-ის წინასწარი გადასინჯვა. ნადელამ ხაზი გაუსვა ჩიპის მუშაობის შესაძლებლობებს ზოგადი და ქლაუდ სამუშაო დატვირთვისთვის და თქვა, რომ ახალი მორგებული სილიკონი წარმადობის 40%-ით გაუმჯობესებას უზრუნველყოფს.

გარდა ამისა, Microsoft-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია არის პირველი ქლაუდ პროვაიდერი, რომელმაც AMD-ის წამყვანი MI300X AI აქსელერატორი ჩიპი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადა Azure ND MI300X v5 სერიის მეშვეობით.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Microsoft-ის აქციებს?

Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $425.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 33 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $491.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $600.00-ს, ხოლო მინიმალური — $450.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Microsoft-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 16.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 33 ანალიტიკოსიდან 32-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Microsoft-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 21 მაისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

გუშინ AstraZeneca-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გუშინ AstraZeneca-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გუშინ AstraZeneca-ს აქციების ფასმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved