• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა

ივნისი 11, 2024
in სიახლეები
გუშინ Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლა
გაზიარება

გუშინ Apple-მა მსოფლიო დეველოპერთა ყოველწლიურ კონფერენციას (WWDC) უმასპინძლა — ხუთდღიანი ღონისძიება iOS 18-ის, Apple Intelligence-ის, OpenAI-თან AI პარტნიორობის, გამოსახულებების გენერირების ინსტრუმენტების და AI-სთან დაკავშირებული კონფიდენციალურობის ფუნქციების დაანონსებით დაიწყო. დღევანდელ სტატიაში კი ვრცლად განვიხილავთ გუშინდელი ღონისძიების დეტალებს.

iOS 18

Apple-მა წარადგინა iOS 18, უახლესი ოპერაციული სისტემა, რომლის განახლებაც ხელმისაწვდომი იქნება შემოდგომაზე, როგორც უფასო პროგრამული განახლება iPhone Xs-ისთვის და უფრო ახალი მოწყობილობებისთვის.

Apple-მა წარმოადგინა iOS 18-ის გაუმჯობესებული შესაძლებლობები, მათ შორის „პერსონალიზაციის მეტი ვარიანტი; ფოტოების აპლიკაციის ყველაზე დიდი რედიზაინი; ახალი გზები მომხმარებლებისთვის ელექტრონულ ფოსტაში თავიანთი წერილების, შეტყობინებების სატელიტის საშუალებით სამართავად“ და სხვა გაუმჯობესებები.

iOS 18

Apple Intelligence iOS 18-ში

Apple-მა წარმოადგინა Apple Intelligence, პერსონალური ინტელექტუალური სისტემა, რომელიც შემოდგომაზე ხელმისაწვდომი იქნება ბეტა რეჟიმში, როგორც iOS 18-ის ნაწილი iPhone 15 Pro-ზე, iPhone 15 Pro Max-ზე და iPad-ზე, ასევე Mac-ებზე M1 ან უფრო ახალი ჩიპებით. ინტელექტუალური სისტემა ეყრდნობა თითოეული მომხმარებლის მოწყობილობის კონტენტს, როგორც კონტექსტს, რათა პერსონალიზებული ინტელექტუალური დახმარება უზრუნველყოს.

„Apple Intelligence არის პერსონალური ინტელექტუალური სისტემა, რომელიც მძლავრ გენერაციულ მოდელებს უშუალოდ ბირთვში აყენებს და ეყრდნობა თქვენს პირად კონტენტს, რათა თქვენთვის ყველაზე გამოსადეგი და აქტუალური ცნობები მოგაწოდოთ“ — განაცხადა Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერიის უფროსმა ვიცე-პრეზიდენტმა, კრეიგ ფედერიგიმ.

„უკვე არსებობს ჩათის მართლაც შთამბეჭდავი ხელსაწყოები, რომლებიც დავალებების ფართო სპექტრს მსოფლიო ცოდნის გამოყენებით ასრულებს, მაგრამ ამ ინსტრუმენტებმა თქვენზე ან თქვენს საჭიროებებზე ძალიან ცოტა იცის“ — აღნიშნა კრეიგმა.

Apple Intelligence

Apple Intelligence-ს შეუძლია, Apple-ის პირად ხმოვან ასისტენტს — Siri-ს გადატვირთვაში დაეხმაროს. მენეჯმენტის თქმით, ინტელექტუალური სისტემით აღჭურვილ Siri აანალიზებს უფრო ბუნებრივი მეტყველების შაბლონებს, იყენებს პერსონალურ კონტექსტს მოწყობილობაში არსებულ კონტენტზე დაყრდნობით და ა. შ

OpenAI-სთან თანამშრომლობა

Apple-ის მენეჯმენტმა გაამჟღავნა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს Microsoft-ის მიერ მხარდაჭერილი OpenAI-ის ChatGPT iOS 18-ში იქნება ინტეგრირებული. კომპანიამ განაცხადა, რომ Apple-ის მოწყობილობები მომხმარებლებს ნებართვას სთხოვს, სანამ მათ მონაცემებს OpenAI-ის სერვერზე გაგზავნის.

Apple-ისა და OpenAI-ის პარტნიორობა ChatGPT-ის შესაძლებლობებს Apple-ის მოწყობილობებთან გააერთიანებს.

Apple-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ აპირებს „მომავალში დაამატოს მხარდაჭერა სხვა AI მოდელებისთვის“. ეს შეიძლება კარგი სიახლე იყოს ისეთი კომპანიებისთვის, როგორიც არის, მაგალითად Alphabet, იმის გათვალისწინებით, რომ Apple ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს თავის მოწყობილობებში Google Gemini-ის ინტეგრირებაზე.

ChatGPT in iPhone

კონფიდენციალურობა და Apple-ის ინტელექტუალური ფუნქციები

ტექნოლოგიური გიგანტის მენეჯმენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში კონფიდენციალურობა პრიორიტეტულია.

„Personal Intelligence-ის სისტემის ქვაკუთხედი მონაცემების მოწყობილობაში დამუშავებაა — ის თქვენს პერსონალურ მონაცემებს მათი შეგროვების გარეშე აანალიზებს“ — განაცხადა კრეიგ ფედერიგიმ.

AI ემოჯები და სურათები

iOS 18-ში მომხმარებლებს შეეძლებათ, ახალი ემოჯები და სურათები Genmoji-ისა და Image Playground-ის მეშვეობით შექმნან.

Apple-ის მომხმარებლები შეძლებენ, საკუთარი ემოჯები ტექსტური აღწერილობის საშუალებით შექმნან და ისინი გამოიყენონ ისევე, როგორც სისტემის სტანდარტული ვარიანტები.

Image Playground, რომელიც აღჭურვილია Apple Intelligence-ით, მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, სწრაფად შექმნან საკუთარი სურათები. ფუნქციები ჩაშენებულია Apple-ის აპლიკაციებში, როგორიც არის, მაგალითად, Messages.

Apple Genmoji
Apple Image Playground

Vision Pro-ს ხელმისაწვდომობა ფართოვდება

Apple-მა ასევე დააანონსა Vision Pro-ს განახლებები, მათ შორის ახალი VisionOS 2, ასევე დამატებითი რეგიონული ხელმისაწვდომობა სატარებელი მოწყობილობისთვის.

Vision Pro-ს წინასწარი შეკვეთები ჩინეთში, ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სინგაპურში ხუთშაბათს გახდება შესაძლებელი, საერთო ხელმისაწვდომობა კი 28 ივნისიდან დაიწყება.

Apple Vision Pro

ავსტრალიაში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიასა და გაერთიანებულ სამეფოში მოწყობილობას წინასწარ შეკვეთას მომხმარებლები 28 ივნისიდან შეძლებენ. საერთო ხელმისაწვდომობა კი ივლისიდან დაიწყება.

„Apple Vision Pro-სადმი ენთუზიაზმი არაჩვეულებრივი იყო და მოხარულები ვართ, სივრცითი გამოთვლის მაგია მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ მომხმარებელს გავაცნოთ“ — განაცხადა Apple-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტიმ კუკმა.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Apple-ის აქციებს?

Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $193.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $208.68-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $275.00-ს, ხოლო მინიმალური — $164.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Apple-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 8%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 34 ანალიტიკოსიდან 23-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Apple-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

რა ხდებოდა 10 ივნისს საფონდო ბირჟაზე?

შემდეგი

კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike S&P 500 ინდექსს შეუერთდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike S&P 500 ინდექსს შეუერთდება

კიბერუსაფრთხოების კომპანია CrowdStrike S&P 500 ინდექსს შეუერთდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved