• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა

სექტემბერი 6, 2024
in სიახლეები
გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, Amazon-ის აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა
გაზიარება

გუშინ, პოზიტიური სიახლეების შემდეგ, ელექტრონული კომერციის ამერიკული გიგანტის — Amazon-ის (AMZN) აქციების ფასი 2%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაუმჯობესებული.

Amazon-ის აქციებზე პოზიტიურად ორმა სიახლემ იმოქმედა — დადებითმა შეფასებამ უოლ სტრიტის ანალიტიკოსისგან და Amazon Web Services-ის (AWS) მიერ ახალი მსხვილი კლიენტის დამატებამ.

ძლიერი და მზარდი იმპულსი

ფინანსური სერვისების ფირმა Cantor Fitzgerald-ის ანალიტიკოსმა — დიპაკ მატივანანმა Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $230-ის ტოლი სამიზნე ფასი მიანიჭა. ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულებისას, დაფიქსირებულ ფასთან შედარებით ეს 33%-იან ზრდას წარმოადგენს. ანალიტიკოსმა ხაზი გაუსვა Amazon-ის შესაძლებლობებს, როგორც ონლაინ საცალო ვაჭრობაში, ისე AWS-ის მიმართულებით. დიპაკ მატივანანი თვლის, რომ ამაზონს აქვს შესაძლებლობა, გააფართოოს თავისი საცალო მარჟა, რაც გააუმჯობესებს მოგებას. ის ასევე ვარაუდობს, რომ AWS-ის ზრდა დაჩქარებას გააგრძელებს.

ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ამაზონის დომინანტური კონკურენტუნარიანი პოზიცია ორ დიდ — სამომხმარებლო და პროგრამული უზრუნველყოფის — საბოლოო ბაზარზე, საცალო და ქლაუდ ბიზნესთან ერთად, ბევრ მიზეზს ქმნის კომპანიის მომდევნო 12-18-თვიანი პერიოდის მიმართ პოზიტიური განწყობის შესაქმნელად.

მეორე კატალიზატორი, რომელმაც Amazon-ის აქციების ფასზე დადებითი გავლენა იქონია იყო განცხადება, რომ ცენტრალური იაპონიის რკინიგზის კომპანიამ თავისი ოპერაციების გასაუმჯობესებლად არჩევანი AWS-ზე გააკეთა. ჩქაროსნული რკინიგზა ყოველწლიურად 170 მილიონ მგზავრს ემსახურება. კომპანია გამოიყენებს AWS-ის ნივთების ინტერნეტს (IoT), მანქანათმცოდნეობისა და გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას, გააუმჯობესოს ოპერატიული ეფექტიანობა და შეამციროს ტექნიკური ხარჯები.

მრავალი შესაძლებლობა

მნიშვნელოვანი ახალი კლიენტის შეძენით, ამაზონმა, როგორც ჩანს, ხაზი გაუსვა ანალიტიკოსის აზრს AWS-ის ზრდის ტემპის აჩქარების შესახებ. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე მეოთხედში Amazon Web Services-ის გაყიდვები წლიურად 19%-ით — $26.3 მილიარდამდე გაიზარდა. ეს იყო ზედიზედ მეოთხე კვარტალი, როდესაც კომპანიამ ამ მიმართულებით წლიური ზრდის ტემპის აჩქარება დააფიქსირა.

გარდა ამისა, ამაზონს არ ჰყავს თანაბარი კონკურენტი ციფრული საცალო ვაჭრობის სფეროში — მეორე კვარტალში ამ სეგმენტში კომპანიის გაყიდვებმა $122 მილიარდს მიაღწია. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ კომპანიის მარჟის მცირედი გაუმჯობესებაც კი მოგების დიდ ზრდას გამოიწვევს.

სხვა კვარტალური მაჩვენებლები

ბოლო კვარტალური შედეგები Amazon-მა გასული თვის დასაწყისში გამოაქვეყნა. 2024 წლის მეორე მეოთხედში Amazon-ის შემოსავალი წლიურად 10%-ით — $147.98 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $148.67 მილიარდს. მოგებამ თითო აქციაზე (EPS) კი $1.26-ს მიაღწია და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა უოლ სტრიტის მოლოდინს — $1.03-ს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე კვარტალში Amazon-ის EPS-მა $0.65 შეადგინა.

ამაზონის რეკლამირების ბიზნესის შემოსავალი კვარტალში წლიურად 20%-ით — $12.77 მილიარდამდე გაიზარდა, რაც ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზს — $13 მილიარდს. ეს მიმართულება კომპანიისთვის მოგების ერთ-ერთი უდიდესი გენერატორი იყო.

როგორია მოლოდინები?

რაც შეეხება მომავალს, Amazon-ის მენეჯმენტი მოელის, რომ მიმდინარე კვარტალში შემოსავალი $154-$158.5 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზი $158.42 მილიარდს შეადგენს. მენეჯმენტის საპროგნოზო დიაპაზონი მოიცავს Amazon-ის უახლეს Prime Day გაყიდვების ღონისძიებას, რომელიც, კომპანიის წარმომადგენლების თქმით, ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იყო.

Amazon-ში ასევე მოელიან, რომ მესამე კვარტალში საოპერაციო შემოსავალი $11.5-$15 მილიარდს მიაღწევს. შედარებისთვის, გასული წლის იმავე მეოთხედში ამ მაჩვენებელმა $11.2 მილიარდი შეადგინა, ხოლო ანალიტიკოსების პროგნოზი $15.3 მილიარდს უტოლდება.

როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Amazon-ის აქციებს?

Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი $178.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 43 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $222.69-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $265.00-ს, ხოლო მინიმალური — $186.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.2%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 43 ანალიტიკოსიდან 42-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.

Amazon-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.

წინა

ჯორდან ბელფორტი — რეალური „უოლ სტრიტის მგელი”

შემდეგი

რას ნიშნავს დივიდენდ არისტოკრატი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რას ნიშნავს დივიდენდ არისტოკრატი?

რას ნიშნავს დივიდენდ არისტოკრატი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved