რა მოხდა?
გუშინ დილით ChargePoint Holdings-ის აქციების ფასი გაიზარდა მას შემდეგ, რაც მენეჯმენტმა დააანონსა ახალი შეთანხმება დიდ ავტომწარმოებელთან. თუმცა, ეს მოგება არ შენარჩუნდა და ChargePoint-ის აქციებმა სავაჭრო დღე თითქმის 4%-იანი კლებით დაასრულა.
და რა?
ChargePoint თანამშრომლობს Lexus-თან, რათა დაეხმაროს Lexus-ის სრულად ელექტრო RZ 450e მოდელის მყიდველებს, გამოიყენონ ChargePoint-ის საჯარო და სახლის დასატენი მოწყობილობები. გარიგება მიზნად ისახავს, რომ მომხმარებლებს, რომლებიც ცდილობენ, შეიძინონ Lexus RZ 450e, გაუადვილოს ავტომობილის დამუხტვა როგორც სახლში, ასევე გზაზე. ეს არის მეორე პარტნიორობა ავტომწარმოებლებთან, რომელიც ChargePoint-მა წელს მსხვილ დააანონსა.
ამ თვის დასაწყისში კომპანიის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა Mercedes-Benz-თან თანამშრომლობის შესახებ, რომლის შედეგადაც ჩრდილოეთ ამერიკაში დამატებით 400-ზე მეტი დამუხტვის ცენტრი გაიხსნება.
ახლა რა?
ChargePoint და Lexus მომხმარებლებს, რომლებიც RZ 450e მოდელის შეძენას განიხილავენ, შესთავაზებენ ChargePoint-ის Home Flex დამტენის სისტემის დამატების შესაძლებლობას.
ChargePoint-ის აქციების ფასი გასულ თვეში თითქმის 40%-ით გაიზარდა, მაგრამ აქციები გასულ კვირას გარკვეული ზეწოლის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც ელექტრომობილების დამუხტვის საშუალებების მწარმოებელი კომპანია — Volta დათანხმდა შესყიდვის შეთავაზებას, რომელიც ითვალისწინებს თითო აქციის ერთი წლის წინანდელ ფასზე 80%-ით დაბალი ღირებულებით გაყიდვას.
მიუხედავად იმისა, რომ სიახლეები კიდევ ერთი პარტნიორობის შესახებ, დადებითი ფაქტორია, აქციების შეფასება, ზემოხსენებული გარიგებიდან გამომდინარე, პრობლემად რჩება. ეს გვეხმარება იმის ახსნაში, თუ რატომ შეიცვალა გუშინ აქციების ფასმა მიმართულება.