• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Walgreens Boots Alliance-ის აქციების ფასი?

იანვარი 25, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Walgreens Boots Alliance-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

არასდროს არის კომფორტული ბიზნესისთვის, როდესაც მისი კონკურენტი მსხვილი, კარგად კაპიტალიზებული კომპანიაა. სწორედ ასეთი კონკურენტის მიერ გადადგმული ნაბიჯი გახდა გუშინ Walgreens Boots Alliance-ის აქციების ფასის 2.10%-ით შემცირების მიზეზი. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500 უმნიშვნელოდ — 0.06%-ით შემცირდა.

და რა?

რაც შეეხება კონკურენტს, ეს ელექტრონული კომერციის გიგანტი — Amazon-ია. სამშაბათს, საცალო ოპერაციებით ცნობილმა კომპანიამ აშშ-ში გამოუშვა RxPass, ჯანდაცვის ახალი სარგებელი თავისი Amazon Pharmacy განყოფილებისგან.

პრესრელიზში, Amazon-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ RxPass-ის მფლობელებს ექნებათ წვდომა საუკეთესო მედიკამენტების უპატენტო ვერსიებზე. მათი თქმით, ეს არის მედიკამენტები, რომლებიც 80-ზე მეტი გავრცელებული დაავადების სამკურნალოდ გამოიყენება. RxPass თვეში $5 ღირს, მიწოდება კი ყოველთვის უფასოა. მენეჯმენტმა დასძინა, რომ ფასის მიღმა რაიმე ფარული გადასახადი არ არსებობს.

Walgreens Stock

Amazon Pharmacy-ს ვიცე-პრეზიდენტმა — ჯონ ლავმა განაცხადა: „ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც თვეში $10-ზე მეტს იხდის მედიკამენტებისთვის, ნახავს, ​​რომ ამ მიმართულებით მისი ხარჯები 50%-ით ან მეტით შემცირდება, გარდა ამისა, დაზოგავს დროს, რადგან ფიზიკურ აფთიაქში წასვლა არ მოუწევს“.

ახლა რა?

Walgreens Boots Alliance-ის მენეჯმენტს RxPass-ის შესახებ ჯერჯერობით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ამ ახალ სერვისზე ყურადღების გამახვილება გონივრული ნაბიჯი იქნება.

RxPass, რა თქმა უნდა, წარმოადგენს გაძლიერებულ კონკურენტულ საფრთხეს Walgreens-ის ბიზნესისთვის, რომელიც ყოველთვის სააფთიაქო ოპერაციებზე იყო ორიენტირებული. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის მოსახლეობა ბერდება, შედეგად, ჯანდაცვაზე ორიენტირება გაიზრდება. შესაძლოა, ამან ორივე კომპანიაზე დადებითად იმოქმედოს.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Microsoft-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გამოირჩეოდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი მერყეობით?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გამოირჩეოდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი მერყეობით?

რატომ გამოირჩეოდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი მერყეობით?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved