• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Walmart-ის აქციების ფასი?

ნოემბერი 16, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Walmart-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

სამშაბათს Walmart-ის აქციების ფასი 6.5%-ით გაიზარდა მას შემდეგ რაც საცალო ვაჭრობის გიგანტმა გაყიდვების სოლიდური ზრდა დააფიქსირა და აქციების გამოსყიდვის მასიური ახალი პროგრამა დააანონსა.

და რა?

ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში, რომელიც 31 ოქტომბერს დასრულდა, Walmart-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 8.7%-ით — $152,8 მილიარდამდე გაიზარდა. ზრდას ხელი შეუწყო აშშ-ში ერთი და იგივე ლოკაციების (ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) გაყიდვების 8,2%-ით მატებამ და Sam’s Club-ის გაყიდვების 10%-იანმა ზრდამ.

აღსანიშნავია, რომ Walmart-ის ელექტრონული კომერციის გაყიდვები 16%-ით გაიზარდა. კომპანიის ახალი ციფრული სარეკლამო ბიზნესი ასევე სწრაფად ფართოვდება, გლობალური რეკლამირებიდან მიღებული შემოსავლის ზრდა 30%-ს აჭარბებს.

Walmart Stock

ანალიტიკოსებთან საკონფერენციო ზარის დროს, მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა — ჯონ რეინმა თქვა, რომ Walmart ითვისებს ახალ ბაზარს უფრო მაღალი შემოსავლის მქონე მყიდველებით, რომლებიც რთული ეკონომიკური გარემოს ფონზე ხელსაყრელ გარიგებებს ეძებენ:

„ჩვენ განვაგრძეთ შემოსავლის დემოგრაფიის მიხედვით სასურსათო ბაზრის წილის ზრდა და თითქმის სამი მეოთხედი მოდის მომხმარებლებზე, რომელთა წლიური შემოსავალი $100,000-ს აღემატება.“

აღმასრულებელმა დირექტორმა — დაგ მაკმილონმა კი განაცხადა: „მესამე კვარტალში ჩვენ მნიშვნელოვნად გავაუმჯობესეთ მარაგების დონე და ამ მიმართულებით პროგრესირებას წლის ბოლომდეც განვაგრძობთ”.  

საერთო ჯამში, Walmart-ის კორექტირებული საოპერაციო შემოსავალი 3,9%-ით — $6 მილიარდამდე გაიზარდა, ხოლო მისი კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) 3,4%-ით — $1,50-მდე.

ახლა რა?

ამ ძლიერმა შედეგებმა Walmart-ის მენეჯმენტს მთელი წლის შემოსავლის პროგნოზის შეცვლისკენ უბიძგა. ახლა მათი პროგნოზი წმინდა გაყიდვების 5.5%-ით ზრდაა, მანამდე კი მოლოდინი 4.5%-ს შეადგენდა.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორთა საბჭომ $20 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმა დაამტკიცა.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნება და, იმავდროულად, გრძელვადიან პერსპექტივაში სათანადო ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ბიზნესში”, – თქვა რეინმა.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved