რა მოხდა?
საფონდო ბირჟისთვის სამშაბათი ზოგადად კლების დღე იყო, თუმცა Verizon Communications-ის აქციების წარმადობა ბევრ სხვა კომპანიაზე უარესი აღმოჩნდა. გუშინ, ბაზრის დახურვამდე, ტელეკომუნიკაციის გიგანტის აქციების ფასი თითქმის 2.5%-ით შემცირდა.
და რა?
სავაჭრო დღის დაწყებამდე, Deutsche Bank-ის ანალიტიკოსმა — ბრაიან კრაფტმა Verizon Communications-ის აქციებს ნეიტრალური რეიტინგი შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი 10%-ით — $50-დან $45-მდე შეამცირა.
ორშაბათს, ბევრმა ინვესტორმა გაყიდა ტექნოლოგიური და მისი მომიჯნავე სექტორების აქციები რამდენიმე ნეგატიური მოვლენის გამო. მათ შორის იყო ფაქტი, რომ Guggenheim-მა სექტორის ლიდერის — Microsoft-ის აქციების რეკომენდაცია დააქვეითა, ამასთან მსგავსი ნაბიჯი გადადგა JMP Securities-მა მიერ სოციალური მედიის ერთ-ერთი მთავარი კომპანიის — Snap-ის მიმართ.

ახლა რა?
შესაძლოა, ინვესტორები მოელიან პოზიტიურ სიახლეებს Verizon-ისგან, რომელიც ამჟამად 5G უკაბელო სერვისის ამუშავების მცდელობაში გრძელვადიან პროცესს გადის. კომპანია, აჩქარებული სტანდარტით, რაც შეიძლება მეტი ზონის დაფარვას ისახავს მიზნად. ეს ძალისხმევა კვლავ განაგრძობს კაპიტალისა და რესურსების მოხმარებას მანამ, სანამ ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი შემოსავლის გამომუშავებას დაიწყებს.
ასე რომ, გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა შეიძლება Verizon ხელსაყრელ საინვესტიციო შესაძლებლობად განიხილონ. ამ კომპანიამ ასევე შესაძლოა დივიდენდური აქციების მოყვარულები დააინტერესოს, რადგან Verizon-ის დივიდენდური სარგებელი ახლა 6%-ს აჭარბებს.