• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

2 ძლიერი კომპანია, რომელიც ხვალ კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს

იანვარი 18, 2023
in სიახლეები
2 ძლიერი კომპანია, რომელიც ხვალ კვარტალურ ანგარიშებს წარადგენს
გაზიარება

ბევრი ინვესტორი მოუთმენლად ელის კვარტალურ ანგარიშებს სხვადასხვა ინდუსტრიის ლიდერებისგან. ამ კვირის ყველაზე გამორჩეულ კომპანიებს შორის არის ვიდეო სტრიმინგის გიგანტი — Netflix და სამომხმარებლო პროდუქტების სპეციალისტი — Procter & Gamble.

ამ სტატიაში უკეთ გაიგებთ, თუ რატომ აკვირდებიან ინვესტორები ამ ორ კომპანიას და რას უნდა ელოდოთ მათი ანგარიშებისგან.

Netflix

Netflix მეოთხე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ხვალ, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოაქვეყნებს. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის პირველ ნახევარში კომპანიის აქციებმა მნიშვნელოვანი ვარდნა განიცადა, Netflix-მა გასული წლის უმეტესი ნაწილი დაკარგული „ტერიტორიების“ დაბრუნებაში გაატარა და ინვესტორებს, მასთან დაკავშირებით, ახლა პოზიტიური მოლოდინები აქვთ.

სტრიმინგ კომპანიამ სამი თვის წინ აქციონერები მესამე კვარტლის ძლიერი ანგარიშით გააოცა. მიუხედავად იმისა, რომ წლიდან წლამდე შემოსავლების ზრდა შენელებას განაგრძობდა და ეს მაჩვენებელი, რეალურად, ოდნავ შემცირდა მეორე კვარტალთან შედარებით, Netflix, ვარდნის გარკვეული პერიოდის შემდეგ, გამომწერების რაოდენობის ზრდას დაუბრუნდა.

Netflix Stock

მოგება ოდნავ შემცირდა, მაგრამ შედეგი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე ამას ბევრი მოელოდა. უფრო მეტიც, თავისუფალი ფულადი ნაკადებიც გაიზარდა.

თუმცა, Netflix-ის მოკლევადიან მეტრიკებზე უფრო მნიშვნელოვანია ის ტენდენციები, რომლებსაც კომპანია ზოგადად სტრიმინგ ვიდეო ბიზნესში ხედავს. შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გავლენა Netflix-ის ახალმა, რეკლამებით მხარდაჭერილმა სერვისმა (Basic with Ads) იქონიოს. მიუხედავად იმისა, რომ ამჟამინდელ სარეკლამო გარემოზე მაკროეკონომიკური შეფერხებები ნეგატიურად მოქმედებს, ამ სერვისის გრძელვადიანი პოტენციალი შეიძლება უზარმაზარი იყოს.

P&G

Procter & Gamble-ის აქციების ფასი მაქსიმალური მაჩვენებლიდან მხოლოდ ოდნავ არის შემცირებული. კომპანია ფისკალური მეორე კვარტლის ფინანსურ შედეგებს ხვალ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, წარადგენს.

ინვესტორების უმეტესობა მოელის, რომ P&G-ის კვარტალური მაჩვენებლები, წინა წლის შედეგებთან შედარებით, ოდნავ შემცირდება. სავარაუდოდ, გაყიდვები დაახლოებით 1%-ით დაიკლებს, ხოლო მოგება თითო აქციაზე (EPS) უფრო მეტ პროცენტულ კლებას განიცდის და $1.59-ს შეადგენს.

P&G Stock

ხარჯების ზრდამ ზეწოლა იქონია Procter & Gamble-ის მარჟებზე, მაგრამ, სავარაუდოდ, არა იმდენად, რამდენადაც სხვა კომპანიებზე. ბრენდის სიძლიერე კომპანიას ანიჭებს პრივილეგიას, გაზრდილი ხარჯების ნაწილი მომხმარებლებზე გადაიტანოს და გრძელვადიან პერსპექტივაში ფულის გამომუშავება განაგრძოს.

საერთო ჯამში, ხვალ ინვესტორები, ორი განსხვავებული, მაგრამ მნიშვნელოვანი ინდუსტრიის ლიდერებისგან, საჭირო ფინანსურ ინფორმაციას მიიღებენ. ეს მაჩვენებლები უფრო ნათელს გახდის მომხმარებელთა ხარჯვის პერსპექტივებს როგორც აშშ-ში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და უფრო ადვილი იქნება იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიძლება წარიმართოს კვარტალური ანგარიშების სეზონი.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Verizon Communications-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Nike-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Nike-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Nike-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved