• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი?

იანვარი 17, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Urban Outfitters-ის აქციების ფასი 11%-ზე მეტით გაიზარდა.

კომპანიამ სადღესასწაულო გაყიდვების მოსალოდნელზე უკეთესი მაჩვენებლები დააფიქსირა, რამაც აქციების ფასის მატება გამოიწვია. ინვესტორები ემზადებოდნენ უფრო სუსტი ციფრებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მაკროეკონომიკური წინააღმდეგობები სამომხმარებლო ხარჯებზე ნეგატიურად ზემოქმედებს, მაგრამ კომპანიის ზოგიერთი ტოპ ბრენდი მომხმარებელთა მდიდარი ბაზის უპირატესობით სარგებლობს.

და რა?

მთლიანი წმინდა გაყიდვების ზრდა თანმიმდევრული იყო და წლიდან წლამდე ამ მეტრიკამ 2.3% შეადგინა, რაც კომპანიისთვის რეკორდულ დონეს წარმოადგენს. ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 2%-იანი ზრდა 1 პუნქტით მაღალი იქნებოდა, რომ არა ვალუტის კონვერტაციის ნეგატიური გავლენა. Urban Outfitters-მა ციფრული გაყიდვების არხებსა და საცალო მაღაზიებში დაბალანსებული შედეგები დააფიქსირა. ორივე მიმართულებამ დაბალი ერთნიშნა პროცენტული ზრდა უზრუნველყო.

Urban Outfitters Stock

მენეჯმენტმა ნოემბერში ფისკალური მესამე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ Anthropologie-ის, Free People-ის, FP Movement-ის და Nuuly-ის მომხმარებლებს გააჩნიათ შესაძლებლობა და სურვილი, დახარჯონ ფული ინფლაციური გარემოს მიუხედავად. თუმცა, Urban Outfitters ემსახურება ახალგაზრდა მომხმარებლებს, რომლებსაც ნაკლები ფული აქვთ და ეკონომიკური ცვლილებების მიმართ უფრო მგრძნობიარენი არიან. გასული წლის განმავლობაში Urban კომპანიის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენდა.

ახლა რა?

მენეჯმენტი ჩრდილოეთ ამერიკაში Urban Outfitters-ის მარაგების შემცირებაზე მუშაობს და მოელის, რომ ეს პრობლემა ფისკალური მეოთხე კვარტლის ბოლოს გამოსწორდება.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში Urban-ის წარმადობა S&P 500 ინდექსისას ჩამორჩებოდა, 2022 წელს აქციებმა მნიშვნელოვნად აჯობა ფართო ბაზარს. ამ დროისთვის, ბოლო 12 თვის განმავლობაში, კომპანიის აქციების ფასი  დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი.

კომპანიამ კარგად გაუძლო რთულ პერიოდს, თუმცა მისი დაბალი ზრდის პერსპექტივები, შესაძლოა, ექსპანსიის შემზღუდველად იქცეს.

წინა

2 მზარდი პოტენციალის აქცია, რომლის ფასიც საგრძნობლად არის შემცირებული

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Activision Blizzard-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
ოქტომბერი 4, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
ოქტომბერი 3, 2023
რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა პარასკევს საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ
სიახლეები

საქართველოს ბანკის მობილბანკში ოქტომბრის ბოლომდე საინვესტიციო ანგარიშით სრულიად უფასოდ ისარგებლებთ

by Giorgi
ოქტომბერი 2, 2023
რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?
სიახლეები

რა ხდებოდა გუშინ საფონდო ბირჟაზე?

by Giorgi
სექტემბერი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Activision Blizzard-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Activision Blizzard-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 3 მარტივი გზა საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
  • რას ნიშნავს ქვეყანასთან დაკავშირებული საინვესტიციო რისკი?
  • რა არის ეკონომიკური სექტორი?

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved