• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი?

აპრილი 19, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. ტელემედიცინის პროვაიდერმა ძლიერი სტიმული რამდენიმე მნიშვნელოვანი ჯანდაცვის სერვისის ექსპანსიის წარდგენის შემდეგ მიიღო.

და რა?

გუშინ გავრცელებულ პრესრელიზში, Teladoc-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია თავის წონის მართვისა და პრედიაბეტური პროგრამებისთვის პროვაიდერებზე დაფუძნებულ მომსახურებას იწყებს. ეს პაციენტებს უზრუნველყოფს ინტეგრირებული მკურნალობით, რომელიც მოიცავს პერსონალიზებული მომსახურების გეგმას Teladoc Health-ის ექიმებისგან, რაც კომბინირებული იქნება ყოველდღიურ წვრთნასთან, მხარდაჭერასთან და მითითებებთან. ეს პროგრამები აშშ-ის მასშტაბით ხელმისაწვდომი მესამე კვარტალში გახდება.

ეს ორი შეთავაზება უერთდება Teladoc-ის დიაბეტისა და ჰიპერტენზიის პროგრამებს, რომლებიც ამ წლის დასაწყისში გამოვიდა და უკვე პროვაიდერზე დაფუძნებული მომსახურების გადაწყვეტების ნაწილს წარმოადგენს.

Teladoc Health Stock

პროგრამა შექმნილია იმისთვის, რომ დაეხმაროს წევრებს მართონ თავიანთი წონა და თავიდან აიცილონ დიაბეტის განვითარება მედიკამენტების კომბინაციით, აქტივობის კონტროლით, სწორი კვებითა და ძილის მართვის ინსტრუმენტებით.

ახლა რა?

Teladoc-მა Livongo Health Care 2020 წლის ბოლოს $18.5 მილიარდის ღირებულების გარიგებით შეიძინა და ქრონიკული ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ბაზარზე მიიღო წვდომა. კომპანია აერთიანებს სხვადასხვა ციფრულ ინსტრუმენტებს, რათა დაეხმაროს პაციენტებს მართონ ქრონიკული დაავადებები, მათ შორის დიაბეტი, ჰიპერტენზია, დეპრესია და შფოთვა. ინვესტორებს ეშინოდათ, რომ Teladoc-მა ზედმეტი გადაიხადა Livongo-სთვის, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პირველმა მათგანმა 2022 წელს $13.4 მილიარდის ოდენობით აქტივების გაუფასურების ხარჯი გასწია. თუმცა მას შემდეგ Teladoc ტელემედიცინის ბაზარზე წილის გაზრდაზე მუშაობს.

წინა

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

შემდეგი

რატომ არის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ არის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი?

რატომ არის დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved