• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი?

იანვარი 10, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

Teladoc Health-ის აქციების ფასი გუშინ მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტელემედიცინის პროვაიდერმა, J.P. Morgan-ის ყოველწლიურ ჯანდაცვის კონფერენციაზე პრეზენტაციის წარდგენამდე, მეოთხე კვარტლის პროგნოზები განაახლა. გუშინ აღმოსავლეთის დროით 11:30 საათისთვის კომპანიის აქციების ფასი თითქმის 7%-ით იყო გაზრდილი.

და რა?

Teladoc-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის 2022 წლის შემოსავალი $2.403-$2.41 მილიარდი იქნება, ადრინდელი პროგნოზი კი $2.395-$2.41 მილიარდს შეადგენდა. მეოთხე კვარტლისთვის მენეჯმენტმა მოგების პროგნოზი $625 მილიონიდან $633 მილიონამდე გაზარდა.

მოსალოდნელია, რომ ამ შემოსავლიდან $1 მილიარდზე მეტს მოიტანს კომპანიის ფსიქიკური ჯანმრთელობის პროდუქტი — BetterHelp, რომელიც Teladoc-ის ზრდის ყველაზე დიდ მამოძრავებელ ძალას წარმოადგენს.

Teladoc Stock

საბოლოო ჯამში, კომპანიამ შეინარჩუნა პროგნოზი კორექტირებული EBITDA-სთვის (მოგება ვალის მომსახურების ხარჯის, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) — $240-$250 მილიონი.

ახლა რა?

Teladoc-ის ზრდა გუშინ მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც ტექნოლოგიური აქციების ფასები გაიზარდა სამუშაო ბაზრის პარასკევის მოხსენების საპასუხოდ, რომელმაც დაარწმუნა ინვესტორები, რომ, შესაძლოა, ეკონომიკამ რეცესია თავიდან აიცილოს.

გასულ წელს Teladoc-ის აქციების ფასი მკვეთრად დაეცა, ასე რომ, მათი აღდგენის შესაძლებლობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ ბაზრის განწყობა შეიცვლება. მეოთხე კვარტალში მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავალი კარგი ნიშანია, ისევე როგორც BetterHelp-ის ძლიერი წარმადობა.

ჯანდაცვის ტექნოლოგიური კომპანია დიდწილად გაიზარდა შესყიდვების გზით და BetterHelp იყო ერთ-ერთი ყველაზე ადრეული, რისთვისაც Teladoc-მა 2015 წელს $4 მილიონი გადაიხადა. მიუხედავად იმისა, რომ სხვები, განსაკუთრებით Livongo, წარუმატებელი აღმოჩნდა, BetterHelp შეიძლება იყოს წარმატების ისტორია, რომელიც კომპანიის შერწყმისა და შესყიდვის (M&A) სტრატეგიას ამართლებს. გარდა ამისა, მენეჯმენტმა განაცხადა, რომ BetterHelp კომპანიის მარჟებსაც გაზრდის.

წინა

რატომ შემცირდა დეკემბერში Salesforce-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Novocure-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Novocure-ის აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Novocure-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved