• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Sweetgreen-ის აქციების ფასი?

ნოემბერი 14, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში Sweetgreen-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, გასული კვირის განმავლობაში Sweetgreen-ის აქციების ფასი 15%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც სალათების რესტორნების ქსელმა მთელი წლისთვის გაყიდვების პროგნოზი შეამცირა.

და რა?

მესამე კვარტალში, რომელიც 25 სექტემბერს დასრულდა, Sweetgreen-ის შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით 29%-ით — $124 მილიონამდე გაიზარდა. ზრდა განპირობებული იყო ახალი რესტორნების გახსნითა და არსებული ლოკაციების გაყიდვების მატებით.

Sweetgreen-მა კვარტალში 10, ხოლო სულ გასული წლის განმავლობაში 47 ახალი ლოკაცია გახსნა. შედეგად, 25 სექტემბრის მდგომარეობით მისი რესტორნების მთლიანმა რაოდენობამ 176-ს მიაღწია.

Sweetgreen-ის ერთი და იმავე ლოკაციის გაყიდვები (ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) 6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა წლის იმავე კვარტალში ზრდამ 43% შეადგინა. მოგება თითქმის მთლიანად განპირობებული იყო მენიუს ფასების და არა ტრაფიკის ზრდით.

Sweetgreen Stock

Sweetgreen-ის საოპერაციო ზარალი $32.3 მილიონიდან (გასული წლის იმავე პერიოდში) $49.3 მილიონამდე გაიზარდა ნაწილობრივ კომპანიის მხარდაჭერის ცენტრის გადაადგილებასთან დაკავშირებული რესტრუქტურიზაციის ხარჯების გამო.

Sweetgreen-მა გარკვეულ პროგრესს მდგრადი მომგებიანობის თვალსაზრისითაც მიაღწია. რესტორნის დონეზე მოგების მარჟა, რომელიც კორპორაციულ ზედნადებ ხარჯებს გამორიცხავს, 2 პროცენტული პუნქტით გაუმჯობესდა და 16%-მდე გაიზარდა.

ახლა რა?

ინვესტორები უფრო მეტად Sweetgreen-ის მენეჯმენტის პროგნოზმა შეაშფოთა. 2022 ფისკალური წლისთვის კომპანია ადრე $480-$500 მილიონამდე შემოსავალს ელოდა, თუმცა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ახლა ამ დიაპაზონის მინიმუმს ან მასზე ნაკლებ მაჩვენებელს მოელიან.

მიუხედავად ფინანსური რესურსების მოსალოდნელი მოკლევადიანი უკმარისობისა, Sweetgreen-ის მენეჯმენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გრძელვადიან მიზანს — ათწლეულის ბოლომდე ლოკაციების რიცხვი 1000-მდე გაზარდოს. „აღფრთოვანებულნი ვართ ჩვენი გაფართოების გეგმებით” — განაცხადა აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონათან ნემანმა.

წინა

საინვესტიციო ანგარიში — ყველაფერი სწრაფად და მარტივად!

შემდეგი

რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?

რატომ შემცირდა გუშინ Hasbro-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved