• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Supermicro Computer-ის აქციების ფასი?

მაისი 4, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Supermicro Computer-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

IT გადაწყვეტების მიმწოდებელმა კომპანიამ — Supermicro Computer-მა კვარტალური ანგარიში სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ წარადგინა, გუშინ მისი აქციების ფასი 28%-ზე მეტით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის შემოსავალი და მოგება ანალიტიკოსების მოლოდინებს ჩამორჩა, როგორც ჩანს, მენეჯმენტის მიერ სრული წლისთვის წინა პროგნოზების შენარჩუნებამ ინვესტორები ოპტიმისტურად განაწყო.

და რა?

Supermicro-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 6%-ით — $1.28 მილიარდამდე შემცირდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.46 მილიარდი), ხოლო კორექტირებული EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.63-მდე გაიზარდა (გასული წლის იმავე კვარტალში — $1.55).

Supermicro-ს აღმასრულებელმა დირექტორმა — ჩარლზ ლიანგმა პრესრელიზში აღნიშნა, რომ კომპანია კვლავ განაგრძობს ჩართულობის რეკორდული დონით სარგებლობას თავისი მომავალი თაობის პროდუქციის ხაზისთვის, განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტისთვის.

Super Micro Computer

რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტმა გაიმეორა წინა პროგნოზი მიმდინარე წლისთვის. კომპანიაში მოელიან, რომ შემოსავალი $6.6-$6.8 მილიარდს შეადგენს, რაც აღემატება ანალიტიკოსების პროგნოზს — $6.69 მილიარდს. გარდა ამისა, Supermicro-ს მენეჯმენტი მოელის, რომ კორექტირებული EPS $10.50-$11.00-ს მიაღწევს, რაც უკეთესია, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი — $10.25.

ახლა რა?

ინვესტორების ოპტიმიზმს გუშინ დაემატა ის ფაქტი, რომ Loop Capital-ის, Northland-ისა და Susquehanna-ს ანალიტიკოსებმა Supermicro-ს აქციების სამიზნე ფასები გაზარდეს.

ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი ანალიტიკოსების პროგნოზების ვერ გამართლების მიუხედავად იზრდება და აშკარაა, რომ ინვესტორების აზრით, კომპანია ჯერ კიდევ სწორი მიმართულებით მიდის.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Duolingo-ს აქციების ფასი?

შემდეგი

,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა  

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა   

,,თეგეტა ჰოლდინგმა” „გალტ & თაგარტის“ მხარდაჭერით, 25 მილიონი დოლარის ეკვივალენტი ფასიანი ქაღალდები გამოუშვა  

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved