• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ ეცემა საფონდო ბაზარი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?

თებერვალი 4, 2022
in სიახლეები
რატომ ეცემა საფონდო ბაზარი და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს?
გაზიარება

საფონდო ბაზრის ინვეტორებისთვის ცოტა საშიში პერიოდი დგას. S&P 500-ის საორიენტაციო მაჩვენებელი 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად დაეცა ამ ორშაბათს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობს გვიჩვენებს კრიპტოვალუტები და ტექნოლოგიური აქციები. ინვესტორები, რომლებიც მიჩვეულები არიან მაღალ შემოსავლებს, შფოთავენ ამ მერყევი სიტუაციის გამო.

რატომ დაეცა საფონდო ბაზარი?

საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას და აქედან, დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემად კოვიდ-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი გვევლინება, რომელიც მნიშვნელოვნად ანელებს ეკონომიკურ ზრდას.

თუმცა, კოვიდის გარდა, აქციებზე ზემოქმედებას ახდენს მოსაზრება, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების გაზრდას აპირებს და ცდილობს, ამოიღოს ბაზრიდან ლიკვიდობა. ამ მოსაზრებას ჯეკ აბლინი, ინვესტიციის მთავარი ოფიცერი და Cresset Capital-ის დამფუძნებელი პარტნიორი გამოთქვამს.

“მიზეზი, თუ რატომ ვაჭრობს დღეს ბაზარი ისე, როგორც ვაჭრობს, არის მხოლოდ ემოციები”, – ამბობს The Leuthold Group-ის სტრატეგი, ჯიმ პოლსენი და აქვე აღნიშნავს: “თქვენ არ ინერვიულებთ ფუნდამენტურ ანგარიშებზე, მათ შორის ისეთებზეც, როგორებიცაა ეკონომიკური ან მოგების ანგარიშები, სანამ ეს ბაზარი ტექნიკურად არ დასტაბილურდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში”.

პოლსენის თქმით, ინვესტორები ახლა გაქცევას ცდილობენ, რაც 2020 წლის მარტში გადადგმული ნაბიჯების გამეორებაა, როცა ინვესტორებმა 326 მილიარდი დოლარი გამოიტანეს საფონდო ბირჟებიდან.

როგორ უნდა მოიქცნენ ინვესტორები ახლა?

თუ ისევ პოლსენს დავეყრდნობით, პანიკის საფუძველი არ არის და ეკონომიკის საფუძვლები კვლავაც მყარი რჩება.

“იყავით ორიენტირებული იმაზე, თუ სად იქნებით 1 წლის შემდეგ და არა იმაზე, სად იქნებით ერთ თვეში”, – დასძინა მან.

თუმცა შესაძლებელია თქვენი პორტფელის უკეთ პოზიციონირება. აბლინი ამბობს, რომ Fed-ის მზადყოფნამ, შეენარჩუნებინა დაბალი საპროცენტო განაკვეთები დიდი ხნის განმავლობაში, გამოიწვია რისკის მქონე გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდურობის პროფილი მკაცრდება და ინვესტორებისთვის კაპიტალზე წვდომა სულ უფრო რთულდება,  ეს არის ყველაზე სპეციფიკური აქტივები ბაზარზე, რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობს გავლენას.

ასე რომ, თუ თქვენ ინვესტიციებს ახორციელებთ სპეკულაციურ აქტივებში, შესაძლოა, უკვე დროა, იფიქროთ, როგორ აირიდოთ თავიდან რისკები. კრიპტოვალუტა სპეკულაციური აქტივების ყველაზე ნათელ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის ფასებიც უფრო და უფრო იკლებს.

UBS Private Wealth Management-ის მმართველმა დირექტორმა, ფრენკ პანაიოტუმ დაწერა, რომ მისი ფირმა კლიენტთა პორტფელებს ისე აპოზიციონირებს, რომ უპირატესობა გლობალური ზრდის გამარჯვებულებს მიენიჭოს, მათ შორის ფინანსებისა და ენერგეტიკის სფეროში. გლობალური სექტორი თავდაცვით და ზრდის მახასიათებლების მიმზიდველ ნაზავს ქმნის. თავდაცვითი აქციები მაშინაც კი სტაბილურია, როცა მთელი ბაზარი მერყეობს, ხოლო მზარდი აქციების მოლოდინი ისაა, რომ ისინი უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე მთლიანი ბაზარი.

საერთო ჯამში, მთელი ამ ქარცეცხლის დაძლევა დივერსიფიცირებული პორტფელის შენარჩუნებაშია, დიდი, მცირე, შიდა და საერთაშორისო აქციებისა და ობლიგაციების ნაზავით და გადაბალანსებით, რომლის დროსაც ინვესტორები ყიდიან ინვესტიციებს, რომელთა ღირებულებაც გაიზარდა და ყიდულობენ ინვესტიციებს, რომელიც შემცირდა ღირებულებით, რათა პორტფელი დაუბრუნონ სამიზნე წონას.

ამასთან, თქვენ შეგიძლიათ ინფლაციის უსაფრთხო ჰეჯირება, თუ თქვენს ფულს შემნახავ ობლიგაციებში ან მაღალშემოსავლიან ანგარიშებში ჩადებთ.

წყარო: money.com

წინა

ბაზარზე არსებული მძიმე გაყიდვების გამო, 5-მა უმდიდრესმა მაგნატმა დაახლოებით $85 მილიარდი დაკარგა

შემდეგი

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტორებს აშინებს, რაც გლობალურ საფონდო ბაზარზეც აისახება

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტორებს აშინებს, რაც გლობალურ საფონდო ბაზარზეც აისახება

უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი ინვესტორებს აშინებს, რაც გლობალურ საფონდო ბაზარზეც აისახება

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved