საფონდო ბაზრის ინვეტორებისთვის ცოტა საშიში პერიოდი დგას. S&P 500-ის საორიენტაციო მაჩვენებელი 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად დაეცა ამ ორშაბათს. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობს გვიჩვენებს კრიპტოვალუტები და ტექნოლოგიური აქციები. ინვესტორები, რომლებიც მიჩვეულები არიან მაღალ შემოსავლებს, შფოთავენ ამ მერყევი სიტუაციის გამო.
რატომ დაეცა საფონდო ბაზარი?
საფონდო ბირჟაზე რამდენიმე ფაქტორი ახდენს გავლენას და აქედან, დღესდღეობით ყველაზე აქტუალურ პრობლემად კოვიდ-19-ის ახალი შტამი, ომიკრონი გვევლინება, რომელიც მნიშვნელოვნად ანელებს ეკონომიკურ ზრდას.
თუმცა, კოვიდის გარდა, აქციებზე ზემოქმედებას ახდენს მოსაზრება, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა საპროცენტო განაკვეთების გაზრდას აპირებს და ცდილობს, ამოიღოს ბაზრიდან ლიკვიდობა. ამ მოსაზრებას ჯეკ აბლინი, ინვესტიციის მთავარი ოფიცერი და Cresset Capital-ის დამფუძნებელი პარტნიორი გამოთქვამს.
“მიზეზი, თუ რატომ ვაჭრობს დღეს ბაზარი ისე, როგორც ვაჭრობს, არის მხოლოდ ემოციები”, – ამბობს The Leuthold Group-ის სტრატეგი, ჯიმ პოლსენი და აქვე აღნიშნავს: “თქვენ არ ინერვიულებთ ფუნდამენტურ ანგარიშებზე, მათ შორის ისეთებზეც, როგორებიცაა ეკონომიკური ან მოგების ანგარიშები, სანამ ეს ბაზარი ტექნიკურად არ დასტაბილურდება მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში”.
პოლსენის თქმით, ინვესტორები ახლა გაქცევას ცდილობენ, რაც 2020 წლის მარტში გადადგმული ნაბიჯების გამეორებაა, როცა ინვესტორებმა 326 მილიარდი დოლარი გამოიტანეს საფონდო ბირჟებიდან.
როგორ უნდა მოიქცნენ ინვესტორები ახლა?
თუ ისევ პოლსენს დავეყრდნობით, პანიკის საფუძველი არ არის და ეკონომიკის საფუძვლები კვლავაც მყარი რჩება.
“იყავით ორიენტირებული იმაზე, თუ სად იქნებით 1 წლის შემდეგ და არა იმაზე, სად იქნებით ერთ თვეში”, – დასძინა მან.
თუმცა შესაძლებელია თქვენი პორტფელის უკეთ პოზიციონირება. აბლინი ამბობს, რომ Fed-ის მზადყოფნამ, შეენარჩუნებინა დაბალი საპროცენტო განაკვეთები დიდი ხნის განმავლობაში, გამოიწვია რისკის მქონე გარემო. მიუხედავად იმისა, რომ ლიკვიდურობის პროფილი მკაცრდება და ინვესტორებისთვის კაპიტალზე წვდომა სულ უფრო რთულდება, ეს არის ყველაზე სპეციფიკური აქტივები ბაზარზე, რომლებიც ყველაზე მეტად იგრძნობს გავლენას.
ასე რომ, თუ თქვენ ინვესტიციებს ახორციელებთ სპეკულაციურ აქტივებში, შესაძლოა, უკვე დროა, იფიქროთ, როგორ აირიდოთ თავიდან რისკები. კრიპტოვალუტა სპეკულაციური აქტივების ყველაზე ნათელ ნიმუშს წარმოადგენს, რომლის ფასებიც უფრო და უფრო იკლებს.
UBS Private Wealth Management-ის მმართველმა დირექტორმა, ფრენკ პანაიოტუმ დაწერა, რომ მისი ფირმა კლიენტთა პორტფელებს ისე აპოზიციონირებს, რომ უპირატესობა გლობალური ზრდის გამარჯვებულებს მიენიჭოს, მათ შორის ფინანსებისა და ენერგეტიკის სფეროში. გლობალური სექტორი თავდაცვით და ზრდის მახასიათებლების მიმზიდველ ნაზავს ქმნის. თავდაცვითი აქციები მაშინაც კი სტაბილურია, როცა მთელი ბაზარი მერყეობს, ხოლო მზარდი აქციების მოლოდინი ისაა, რომ ისინი უფრო სწრაფად გაიზარდოს, ვიდრე მთლიანი ბაზარი.
საერთო ჯამში, მთელი ამ ქარცეცხლის დაძლევა დივერსიფიცირებული პორტფელის შენარჩუნებაშია, დიდი, მცირე, შიდა და საერთაშორისო აქციებისა და ობლიგაციების ნაზავით და გადაბალანსებით, რომლის დროსაც ინვესტორები ყიდიან ინვესტიციებს, რომელთა ღირებულებაც გაიზარდა და ყიდულობენ ინვესტიციებს, რომელიც შემცირდა ღირებულებით, რათა პორტფელი დაუბრუნონ სამიზნე წონას.
ამასთან, თქვენ შეგიძლიათ ინფლაციის უსაფრთხო ჰეჯირება, თუ თქვენს ფულს შემნახავ ობლიგაციებში ან მაღალშემოსავლიან ანგარიშებში ჩადებთ.
წყარო: money.com