• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა სექტემბერში Spotify-ს აქციების ფასი 20%-ით?

ოქტომბერი 7, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა სექტემბერში Spotify-ს აქციების ფასი 20%-ით?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, Spotify Technology-ს აუდიო პლატფორმის აქციები სექტემბერში 20.2%-ით შემცირდა. თვის განმავლობაში ბაზარი 9%-ით დაეცა, რამაც Spotify დაღმასვლა გამოიწვია. დიდი ვარდნა კი დაფიქსირდა სექტემბრის შუა რიცხვებში, რაც ინფლაციის უახლეს მაჩვენებლებს შეესაბამება.

და რა?

TipRanks-ის თანახმად, Rosenblatt Securities-ის ანალიტიკოსმა – ბარტონ კროკეტმა 7 სექტემბერს Spotify-ის აქციების სამიზნე ფასი $118-დან $112-მდე შეამცირა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მცირე – მხოლოდ 5%-იანი შემცირება იყო, ასეთმა ნაბიჯმა შეიძლება ინვესტორების ნდობა შეარყიოს.

 
Spotify Stock

Spotify-ს აქციების უფრო დიდი ვარდნა, როგორც ჩანს, აშშ-ის ინფლაციის უახლეს მონაცემებს დაემთხვა. 13 სექტემბერს, აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამომხმარებლო ფასების ინდექსი (CPI) ერთი წლის განმავლობაში 8.3%-ით გაიზარდა, რაც დიდი ნახტომია.

ძნელია იმის ცოდნა, რეალურად ამ მიზეზით გაყიდეს თუ არა ინვესტორებმა Spotify-ს აქციები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ინფლაცია მომხმარებლებს ხარჯვის ძალას ართმევს, რაც ნაკლებ ფულს ტოვებს ისეთი შესყიდვებისთვის, როგორიცაა Spotify-ს სერვისის გამოწერა.

გაითვალისწინეთ, რომ Spotify-ს მომხმარებელთა მხოლოდ 31% შეადგენს ფასიანი სერვისების გამომწერებს, მაგრამ 2022 წლის მეორე კვარტალში მათ შემოსავლის 87% შეადგინეს. ინფლაციის გამო ამ გადამხდელ მომხმარებელთა მხოლოდ მცირე ნაწილის დაკარგვაც კი დიდ გავლენას იქონიებს კომპანიაზე.

ყოველი ამის შემდეგ შეიძლება ვთქვათ, რომ Spotify-ის აქციების ფასი სექტემბერში ძირითადად იმის გამო დაეცა, რომ ბაზარს ცუდი თვე ჰქონდა.

ახლა რა?

იმაზე ფიქრით, თუ როგორ შეიძლება მოიპოვოს და შეინარჩუნოს ახალი მომხმარებლები, Spotify-მ აშშ-ში 20 სექტემბერს აუდიოწიგნები გამოუშვა. მენეჯმენტი აღფრთოვანებულია, რადგან აუდიოწიგნების ინდუსტრია ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ამიტომ, ეს კომპანიას ზრდის ახალ შესაძლებლობას აძლევს. თუმცა, ის ასევე ქმნის ახალ კონკურენტულ გამოწვევებს ტოპ ტექნოლოგიური კომპანიების, მათ შორის Amazon-ისა და Apple-ის წინააღმდეგ.

Amazon აუდიოწიგნების გამოწერის სერვისს გვთავაზობს და მისი Audible პლატფორმა ბაზარზე დომინირებს. Spotify-ს აუდიო წიგნების შეძენა ინდივიდუალურად ხორციელდება, ამიტომ ამან შეიძლება მომხმარებლების სხვადასხვა ჯგუფი მიიზიდოს. მაგრამ მაინც საინტერესო იქნება, თუ როგორ უპასუხებს კომპანიის ამ ნაბიჯს Amazon.

აუდიოწიგნების ჩამოტვირთვებზე საუბრისას, ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ Apple-ს შესახებ. Spotify მომხმარებლებს აუდიოწიგნების შეძენის საშუალებას მხოლოდ ვებ-ბრაუზერიდან აძლევს. Apple-ის შემთხვევაში კი ეს iOS აპლიკაციიდან არის შესაძლებელი. საეჭვოა, რომ Apple უბრალოდ უგულებელყოფს ამ ნაბიჯს.

Spotify Apple-ს მონოპოლიაში 2019 წლიდან ადანაშაულებს. 8 სექტემბერს Spotify-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი – დანიელ ეკი ევროკომისიას შეხვდა, რათა ეს საქმე წინ უფრო სწრაფად წავიდეს.

2022 წლის 25 ოქტომბერს, მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის წარდგენისას ინვესტორები შეძლებენ გაიგონ, არის თუ არა რეალურად ინფლაცია Spotify-სთვის მთავარი წინაღობა.

წინა

ინვესტირება რეცესიის დროს

შემდეგი

რატომ აჯობა გასულ კვირას Snap-ის აქციებმა S&P 500-ის წარმადობას?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ აჯობა გასულ კვირას Snap-ის აქციებმა S&P 500-ის წარმადობას?

რატომ აჯობა გასულ კვირას Snap-ის აქციებმა S&P 500-ის წარმადობას?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved