რა ხდება?
ახალი წელი PureCycle Technologies-ის აქციებმა ძლიერად დაიწყო და ეს პროგრესი ამ კვირაშიც გაგრძელდა. პლასტმასას გადამუშავების კომპანიის აქციების მიმართ ინვესტორების პოზიტიური დამოკიდებულება გამომდინარეობს სიახლიდან, რომ კომპანია „ევროპულ ექსპანსიას“ გეგმავს.
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში PureCycle Technologies-ის აქციების ფასი 21%-ზე მეტით გაიზარდა.
და რა?
სამშაბათს, PureCycle-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია ბელგიაში პლასტმასის გადამუშავების პირველ ობიექტს აამოქმედებს. მოსალოდნელია, რომ საწყისი წლიური წარმოების სიმძლავრე დაახლოებით 130 მილიონი ფუნტი იქნება, მომავალში 500 მილიონ ფუნტამდე ზრდის პოტენციალით.
მიუხედავად იმისა, რომ მენეჯმენტი პროექტის ვადების დასრულებას 2023 წლის შუა პერიოდისთვის გეგმავს, ისინი 2024 წელს ნებართვის გაცემის პროცესის დასრულებას ითვალისწინებენ. ამის შემდეგ უკვე ობიექტის მშენებლობა დაიწყება.
PureCycle-ის ევროპის ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა — ვიბე შიპერმა აღნიშნა, რომ ბელგიაში ქარხნის ამოქმედება ახალი ეტაპია, რომელიც კომპანიის გლობალური ზრდის სტრატეგიისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის ევროპულ ბაზარზე შესვლის შესახებ სიახლე საინტერესოა, ძალიან მნიშვნელოვანია, ინვესტორებმა გაითვალისწინონ, რომ PureCycle — კომპანია, რომელიც ჯერჯერობით ფულს არ გამოიმუშავებს — ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა. ბელგიაში ქარხნის გახსნასთან დაკავშირებული რისკების გარდა, კომპანიაში ინვესტირებას უამრავი სხვა რისკი ახლავს თან. ამიტომ, PureCycle-ის აქციების შეძენა მხოლოდ რისკისადმი ჯანსაღი ტოლერანტობის მქონე ინვესტორებმა უნდა განიხილონ.