• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Evolus-ის აქციების ფასი?

იანვარი 23, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გასულ კვირაში Evolus-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში Evolus-ის აქციების ფასი 30%-ზე მეტით გაიზარდა. სამედიცინო ესთეტიკის კომპანია ნეიროტოქსინების ესთეტიკურ თერაპიად გამოყენებაშია სპეციალიზებული.

კომპანიის აქციების ფასი მას შემდეგ გაიზარდა, რაც, ოთხშაბათს, მენეჯმენტმა მეოთხე კვარტლის წინასწარი და წლის ბოლოს ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა. ბოლო 12 თვის განმავლობაში Evolus-ის აქციების ფასი 104%-ზე მეტით გაიზარდა.

და რა?

კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ მეოთხე კვარტლის შემოსავალი $43.6 მილიონს მიაღწევს (წლიდან წლამდე 26%-იანი ზრდა), ხოლო მთლიანი წლის შემოსავალი $148.6 მილიონი იქნება, რაც 2021 წელთან შედარებით 49%-ით მეტი იქნება. გარდა ამისა, Evolus-ის წარმომადგენლები პროგნოზირებენ, რომ სრული 2023 წლის შემოსავალი $180-$190 მილიონს შეადგენს.

Evolus Stock

ახლა რა?

ალბათ ყველაზე დიდი სიახლე ის იყო, რომ მენეჯმენტის განცხადებით, მეოთხე კვარტალში კომპანიის მიერ მოგების დაფიქსირებაა მოსალოდნელი. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, Evolus-ისთვის ეს იქნება პირველი მომგებიანი კვარტალი 2021 წელს IPO-ს (პირველადი საჯარო შეთავაზება) შემდეგ. გარდა ამისა, კომპანია მოელის, რომ 2028 წლისთვის კომპანიის მთავარი პროდუქტი — Jeuveau/Nuceiva (ბოტოქსის ბიოსიმილარი) $550 მილიონის ოდენობით წლიური შემოსავლის გამომუშავებას შეძლებს.

ეს მოლოდინი, ალბათ, სულაც არ არის გადაჭარბებული იმის გათვალისწინებით, რომ ბოტოქსის მწარმოებელმა AbbVie-მ მხოლოდ მესამე კვარტალში ბოტოქსის თერაპიული გაყიდვებით $699 მილიონი, ხოლო ბოტოქსის კოსმეტიკური გაყიდვებით $637 მილიონი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ბოტოქსი კარგი წარმადობის დაფიქსირებას განაგრძობს, Evolus ყურადღებას პროდუქტის ახალგაზრდა აუდიტორიისთვის მიყიდვაზე ამახვილებს და, როგორც ჩანს, კომპანია ამ მიმართულებით პროგრესირებს.

თუმცა, Evolus-ს წინ დიდი კონკურენცია ელის. სექტემბერში Revance Therapeutics-მა სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციისგან (FDA) ნაოჭების სამკურნალო კიდევ ერთი ნეირომოდულატორის — Daxxify-ს გამოყენების ნებართვა მოიპოვა.

წინა

Netflix-ის ახალი ინიციატივა 2023 წლისთვის

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში PureCycle Technologies-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 7, 2023
რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში PureCycle Technologies-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში PureCycle Technologies-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 5 ინვესტიცია, რომელმაც ახალგაზრდა კრის რეინინგი მილიონერად აქცია
  • რატომ შემცირდა გუშინ Children’s Place-ის აქციების ფასი?
  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved