• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ მიუახლოვდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი ახალ მინიმუმს?

იანვარი 11, 2023
in სიახლეები
რატომ მიუახლოვდა გუშინ Rivian-ის აქციების ფასი ახალ მინიმუმს?
გაზიარება

რა მოხდა?

Rivian Automotive-ის აქციების ფასი ყველა დროის მინიმალურ ნიშნულთან კვლავ ახლოს არის. გუშინ დილით ხანმოკლე ზრდის შემდეგ ეს მაჩვენებელი ისევ დაეცა და ამჟამად $16.45-ს შეადგენს. Rivian-ის აქციების ფასმა თითქმის კვლავ მიაღწია ყველა დროის დღიურ მინიმუმს — $15,84-ს, რომელიც მან გასულ კვირას დააფიქსირა.

და რა?

შესაძლოა, Rivian-ის აქციების მიმართ ინვესტორები უარყოფითად ორმა ფაქტმა განაწყო. პირველი ის არის, რომ კომპანიის ელექტრო პიკაპის მთავარი ახალი კონკურენტი ახლახან გამოვლინდა პოპულარულ Consumer Electronics Show-ზე (CES) ლას-ვეგასში. გლობალური ავტომწარმოებლის Stellantis-ის ახალი ელექტრო Ram სატვირთო მანქანა უახლოეს თვეებში გამოვა. ის პირდაპირ კონკურენციას გაუწევს Rivian-ის R1T-ს და სხვა მაღალი დონის ელექტრო პიკაპ მანქანებს.

Rivian Stock

მეორე მიზეზი შეიძლება იყოს Barron’s-ის მიერ გუშინ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც Rivian 2022 წელს სუსტი წარმადობის მქონე აქციების სიაში მოხვდა. სტატიაში ნახსენებია 2006 წელს ჩატარებული კვლევა, რომელიც აჩვენებს, რომ საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით საუკეთესო 1,000 აშშ-ში დაფუძნებული კომპანია, რომელიც წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგებით ხასიათდებოდა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ფართო ბაზრის წარმადობას საშუალოდ 4%-ით ჩამორჩებოდა. Rivian კი 2022 წელს Russell 1000 ინდექსში 15 ყველაზე ცუდი შედეგის მქონე აქციიდან ერთ-ერთია.

ახლა რა?

რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ ისტორია განმეორდება, თუმცა მნიშვნელოვანია მიზეზები, რის გამოც კომპანიამ ასეთი შედეგები მიიღო.

Rivian-ს წარმოებისა და საჯარო კომპანიის სტატუსით მოღვაწეობის პირველი სრული წლის განმავლობაში მრავალი წინააღმდეგობა შეხვდა. კომპანია ახალ გამოწვევებს, მათ შორის ზემოხსენებულ მზარდ კონკურენციას, უახლოეს თვეებსა და წლებში წააწყდება. გრძელვადიან პერსპექტივაში, აქციების ფასის ცვლილება Rivian-ის ბიზნეს საფუძვლებზე იქნება დამოკიდებული.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ CureVac-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Plug Power-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Plug Power-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Plug Power-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved