• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Qualcomm-ის აქციების ფასი?

ოქტომბერი 11, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Qualcomm-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

Qualcomm-ის აქციონერები გუშინ ღელავდნენ მას შემდეგ, რაც აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პარასკევს განაცხადეს, რომ ჩინეთში ზოგიერთი ნახევარგამტარის ექსპორტს შეზღუდავს. აშშ-ის მთავრობა წუხს იმის გამო, რომ ჩინეთის მთავრობას ამერიკაში წარმოებულ მაღალი დონის ჩიპებზე აქვს წვდომა.

შედეგად, აღმოსავლეთის დროით 14:49 საათისთვის ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასი 4,9%-ით შემცირდა.

 
Qualcomm Stock

და რა?

პარასკევს გამოქვეყნებულ განცხადებაში, აშშ-ის კომერციული დეპარტამენტის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს (BIS) წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ BIS „ახორციელებს მიზნობრივი განახლებების სერიას ექსპორტის კონტროლისთვის“, რათა შეზღუდოს ჩინეთის „უნარი, მოიპოვოს მოწინავე გამოთვლითი ჩიპები, განავითაროს და შეინარჩუნოს სუპერკომპიუტერები და აწარმოოს მოწინავე ნახევარგამტარები.”

აშშ-ის მთავრობა შეშფოთებულია ჩინეთის მიზნით, 2030 წლისთვის ხელოვნური ინტელექტის (AI) სფეროში ლიდერი გახდეს და გამოიყენოს ეს უპირატესობა თავისი სამხედრო ძალისთვის.

Qualcomm და აშშ-ში დაფუძნებული ჩიპების სხვა მწარმოებლები აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე დაძაბულობის გამო ზარალდებიან და აქციონერები შეშფოთებულნი არიან, რომ ექსპორტის ახალი შეზღუდვები ნახევარგამტარული კომპანიის ჩიპების გაყიდვის ტენდენციას დააზარალებს.

Qualcomm Chip

ახლა რა?

ამერიკულ კომპანიებს შეუძლია სცადოს ლიცენზიის აღება გარკვეული ჩიპებისა და ნახევარგამტარების ჩინეთში გაყიდვისთვის, მაგრამ აშშ-ის მთავრობის ბოლო ნაბიჯი, სავარაუდოდ, ზოგიერთი კომპანიის მიერ ჩინეთში ჩიპების გაყიდვის შესაძლებლობას შეზღუდავს.

ფინანსური თვალსაზრისით რამდენად იმოქმედებს Qualcomm-ზე ექსპორტის შეზღუდვები, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ინვესტორებმა თვალი უნდა ადევნონ კომპანიის მომავალ კვარტალურ ანგარიშს (სავარაუდოდ ის 2 ნოემბერს გამოქვეყნდება), რათა გაიგონ, რას ფიქრობს მენეჯმენტი ამ გარემოების შესახებ.

წინა

რატომ აჯობა გასულ კვირას Snap-ის აქციებმა S&P 500-ის წარმადობას?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved