რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემების თანახმად, გასული კვირის განმავლობაში PriceSmart-ის აქციების ფასი თითქმის 12%-ით გაიზარდა. წინა ორშაბათს კომპანიამ კიდევ ერთი ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა.
და რა?
ინფლაცია ზეწოლას მომხმარებელთა მოთხოვნაზე განაგრძობდა, მაგრამ PriceSmart-ის მენეჯმენტმა წარმატებით გადაიტანა ეს მაღალი ხარჯები მომხმარებლებზე. გაყიდვები წლიდან წლამდე 8.6%-ით გაიზარდა, მაგრამ კიდევ რამდენიმე პროცენტული პუნქტით გაიზრდებოდა, რომ არა ვალუტის კონვერტაციის უარყოფითი გავლენა. ერთი და იმავე მაღაზიების გაყიდვების (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) მატებამ კი 5% შეადგინა.
თუმცა, მოგება თითო აქციაზე (EPS) უფრო ნაკლებით (7.1%-ით) გაიზარდა, ვიდრე გაყიდვები. მიუხედავად იმისა, რომ PriceSmart-მა კვარტლის განმავლობაში მიწოდების ჯაჭვის შეფერხებების შემსუბუქებითა და ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებით ისარგებლა, შრომისა და შეფუთვის ხარჯები ზრდას განაგრძობდა. პროდუქტის საშუალო გასაყიდი ფასები 10.3%-ით გაიზარდა, რამაც ხელი შეუწყო უფრო მაღალი ხარჯების ანაზღაურებას, მაგრამ ამან ასევე 4.4%-ით შეამცირა გაყიდული პროდუქციის მოცულობა.
ახლა რა?
საერთო ჯამში, PriceSmart-ისთვის ეს იყო სოლიდური კვარტალი ეკონომიკური გამოწვევების გათვალისწინებით. კომპანია აგრძელებს ზრდის გეგმების განხორციელებას — PriceSmart ხსნის მესამე ლოკაცია ელ სალვადორში, ხოლო კიდევ ერთი მაღაზია დაემატება მედელინში, კოლუმბიაში. შედეგად, PriceSmart-ს 12 ქვეყნის მასშტაბით 52 ლოკაცია ექნება.
მენეჯმენტი ორიენტირებულია, დროთა განმავლობაში ეფექტურობისა და მომგებიანობის გაუმჯობესების გზების მოძიებაზე. კომპანია ამას აღწევს იმით, რომ ლოკაციის მასშტაბებს კონკრეტული რეგიონის გაყიდვების მოცულობის შესაბამისად ადგენს.