• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ის, რაც საზრიანმა ინვესტორებმა Netflix-ის შესახებ იციან

იანვარი 17, 2023
in სიახლეები
ის, რაც საზრიანმა ინვესტორებმა Netflix-ის შესახებ იციან
გაზიარება

Netflix-მა, სხვა ბევრ სტრიმინგ კომპანიასთან ერთად, 2020 და 2021 წლებში უზარმაზარი ზრდა დააფიქსირა, მაგრამ გასული წელი კომპანიისთვის განსხვავებული იყო, რადგან მსოფლიოში, ძირითადად, დასრულდა COVID-19-ით გამოწვეული ლოკდაუნი. პირველად, ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, Netflix-მა დაკარგა გამომწერები, რამაც მისი აქციების ფასის მკვეთრი შემცირება გამოიწვია.

სტრიმინგ კომპანიამ საპასუხოდ სწრაფად იმოქმედა, დააანონსა რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი (Basic with Ads) და აიღო ვალდებულება, აღეკვეთა მომხმარებლებს შორის პაროლების გაზიარება. თუმცა, ამ მცდელობების მიუხედავად, გასული წლის ამავე პერიოდის შემდეგ Netflix-ის აქციების ფასი ჯერ კიდევ თითქმის 35%-ით არის შემცირებული.

ეს არ არის სრული ამბავი და საზრიანმა ინვესტორებმა იციან, რომ კომპანიას, მომავალი ზრდისთვის, გაბედული სტრატეგიები გააჩნია.

რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი

2022 წლის ნოემბერში Netflix-მა გამოუშვა რეკლამით მხარდაჭერილი სერვისი, რომელიც თვეში $6,99 ღირს. ის მომხმარებლებს საშუალებას აძლევს უყურონ კომპანიის კონტენტ ბიბლიოთეკის უმეტესობას (მაგრამ არა ყველას) პერიოდული რეკლამებით.

სერვისის ჩაშვებამდე უოლ სტრიტი მის მიმართ ოპტიმისტურად იყო განწყობილი. Evercore ISI-ს ანალიტიკოსმა — მარკ მაჰეინმა პროდუქტის შედარებით დაბალი ფასი დადებით ფაქტორად დაასახელა, ხოლო ჯონ ბლექლეჯმა Cowen-დან თქვა, რომ 2023 წელს Netflix-ს 4,3 მილიონი გამომწერის დამატება შეუძლია. თუმცა, სერვისის გამოშვების შემდეგ ჩანს ნიშნები, რომ მან ისეთი უეცარი წარმატება ვერ მოიპოვა, როგორსაც ბევრი მოელოდა.

Netflix Basic with Ads

ანალიტიკური ფირმის — Antenna-ს მიხედვით, 2022 წლის ნოემბერში Netflix-ის ახალი გამომწერების მხოლოდ 9%-მა აირჩია Basic with Ads. და თუ Digiday-ს დავუჯერებთ, სტრიმინგ კომპანიამ თავის ზოგიერთ მარკეტინგულ პარტნიორს ფული დაუბრუნა, რადგან Netflix-ის პლატფორმაზე რეკლამებს საკმარისი რაოდენობის ხალხი არ ათვალიერებს.

კომპანიის სტრატეგია

ლას ვეგასში, Consumer Electronics Show-ზე ღონისძიების დროს საუბრისას, ჯერემი გორმანმა, Netflix-ის მსოფლიო რეკლამირების პრეზიდენტმა, თქვა, რომ კომპანია Basic with Ads-ზე რეგისტრაციის მაჩვენებლებით შეშფოთებული არ არის. „ჩვენ კმაყოფილები ვართ იმ ზრდით, რომელსაც ვხედავთ”, — აღნიშნა მან ციფრების გამჟღავნების გარეშე.

ერთი შეხედვით, გორმანის სიტყვები შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც ახალი სერვისის არც ისე დიდ წარმატებაზე საზოგადოების დამოკიდებულების შერბილების მცდელობა. თუმცა შეიძლება სხვა პერსპექტივაც არსებობდეს: შესაძლოა, Netflix არის „კმაყოფილი ზრდით”, რადგან მენეჯმენტი განიხილავს Basic with Ads-ს, როგორც მისი უფრო მაღალი ღირებულების სერვისების გაყიდვაში დამხმარეს.

რეკლამებით მხარდაჭერილი სერვისი ზღუდავს მომხმარებლებს და მათ საშუალებას აძლევს, დროის მოცემულ მომენტში კონტენტს მხოლოდ ერთ მოწყობილობაზე უყურონ, რაც შეიძლება რთული აღმოჩნდეს, როდესაც ოჯახში რამდენიმე ადამიანია. Netflix-ის უფრო მაღალი ღირებულების სტანდარტულ და პრემიუმ სერვისებს ასეთი შეზღუდვები არ აქვს და ისინი ასევე საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, ნახონ უფრო მაღალი ხარისხის კონტენტი და ჩამოტვირთონ ის ოფლაინ რეჟიმში სანახავად. ეს ფუნქციები Basic with Ads სერვისისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

Netflix Stock

გრძელვადიანი პერსპექტივა

ბაზრის ზოგიერთმა დამკვირვებელმა გამოთქვა შესაძლებლობა, რომ, შესაძლოა, Basic with Ads-მა მომხმარებლები იაფ შეთავაზებაზე გადასვლაში წაახალისოს და Netflix-ის სხვა სერვისები დააზარალოს. მაგრამ, როგორც Netflix-ის ოპერაციულმა დირექტორმა და პროდუქტის მთავარმა დირექტორმა — გრეგ პიტერსმა კომპანიის მესამე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ეს არის რისკი, რომელთან ერთადაც კომპანია თავს კომფორტულად გრძნობს.

„ჩვენ ვცდილობთ ვიქონიოთ მომხმარებლებზე ორიენტირებული მიდგომა და მივცეთ მათ საშუალება, იპოვონ მათთვის შესაფერისი შეთავაზება“, — აღნიშნა გრეგმა. „შედეგად, ეკონომიკა და შემოსავალი კარგი იქნება, მაშინაც კი, თუ ზოგიერთი მომხმარებელი სერვისს შეცვლის.“

მაშინაც კი, თუ Netflix-ის 223 მილიონი გამომწერიდან ზოგიერთი Basic with Ads სერვისზე გადავა, ამან უნდა გააძლიეროს კომპანიის პოზიცია მარკეტერებთან, რადგან უფრო მეტი ადამიანი ნახავს რეკლამებს. და როდესაც ნახვები მოიმატებს, Netflix შეძლებს გაზარდოს ტარიფები რეკლამის განმთავსებლებისთვის.

მენეჯმენტს არ გამოუმჟღავნებია Basic with Ads სერვისზე დარეგისტრირებულთა რაოდენობა, ასე რომ, ინვესტორებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ მაჩვენებელს, როდესაც Netflix მეოთხე კვარტლის ანგარიშს 19 იანვარს წარადგენს. თუ მენეჯმენტი საზოგადოებას გაუზიარებს ამ ციფრებს და ისინი იმაზე უკეთესი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ინვესტორები უფრო მეტად თავდაჯერებულები იქნებიან იმაში, რომ Netflix ამ სივრცის ათვისებას და ახალი სერვისის შემოსავლის რეალურად წყაროდ გარდაქმნას იწყებს.

წინა

რატომ გაიზარდა გასული კვირის განმავლობაში Accolade-ის აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში PriceSmart-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გასულ კვირაში PriceSmart-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გასულ კვირაში PriceSmart-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved