• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში M&T Bank-ის აქციების ფასი?

ოქტომბერი 24, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა გასულ კვირაში M&T Bank-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

M&T Bank-ს რთული კვირა ჰქონდა, რადგან მისი აქციების ფასი თითქმის 13%-ით დაეცა. ბანკი ძირითადი ინდექსების ზრდის ტემპს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. იმავე დროის განმავლობაში S&P 500 და Dow Jones Industrial Average 4%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Nasdaq — 5.46%-ით.

MT&T Bank Stock

და რა?

მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა მსხვილმა ბანკმა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა, ზოგიერთი პატარა ბანკის შემთხვევაში იგივე არ მომხდარა. მათ რიგებში აღმოჩნდა M&T — ბუფალოში, ნიუ-იორკში დაფუძნებული რეგიონული ბანკი.

შემოსავალი წელიწადში 46%-ით გაიზარდა და $2,2 მილიარდი შეადგინა, მაგრამ ეს მაჩვენებელი უფრო დაბალი იყო, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი – $2,3 მილიარდი.

მოგება შემცირდა, ნაწილობრივ, საკრედიტო დანაკარგების უფრო მაღალი რეზერვის გამო – $115 მილიონი, ერთი წლის წინ $20 მილიონის მოცულობის რეზერვთან შედარებით. ამ წლის დასაწყისში ბანკს ასევე ჰქონდა $242 მილიონის რეზერვი People’s United Financial-ის შესყიდვის შედეგად გადატანილ სესხებზე. ასევე, $53 მილიონის ოდენობით ხარჯებმა, რომლებიც People’s United-ის შეძენასთან არის დაკავშირებული, მოგება შეაფერხა.

ახლა რა?

სასესხო ნაშთები, ($126.3 მილიარდი) წინა კვარტალთან შედარებით ოდნავ შემცირდა, მაგრამ ეს მაჩვენებელი წლიურად 37%-ით გაიზარდა. სესხების მცირე კლებამ შესაძლოა ასევე იმოქმედა ინვესტორებზე, რადგან ბევრმა მსხვილმა ბანკმა სესხების ზრდა დააფიქსირა. მიუხედავად ამისა, წმინდა საპროცენტო შემოსავალი, უფრო მაღალი განაკვეთების გამო, წინა კვარტალთან შედარებით 19%-ით, ხოლო წლიდან წლამდე 74%-ით გაიზარდა. ასევე, წმინდა გადასახადებმა წელიწადში 58%-ით – $63 მილიონამდე მოიმატა.

მთლიანობაში, კვარტალური ანგარიში არც ისე ცუდია, როგორც ბაზრის რეაქცია. მისი დიდი ნაწილი People’s United-თან ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ხარჯებით არის გამოწვეული. M&T-ს აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 15.26-ს შეადგენს.

წინა

რატომ აჯობა გუშინ Meta-ს აქციებმა S&P 500-ის წარმადობას?

შემდეგი

რატომ ხასიათდებოდა გუშინ Meta Platforms-ის აქციები მერყეობით?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ ხასიათდებოდა გუშინ Meta Platforms-ის აქციები მერყეობით?

რატომ ხასიათდებოდა გუშინ Meta Platforms-ის აქციები მერყეობით?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved