• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Microsoft-ის აქციების ფასი?

აპრილი 28, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Microsoft-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

მიუხედავად იმისა, რომ Microsoft, ვიდეო თამაშების საუკეთესო მწარმოებლისა და დეველოპერის — Activision Blizzard-ის შეძენის მცდელობაში, დიდი წინაღობის წინაშე დგას, გუშინ მისი აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში, S&P 500-მა თითქმის 2%-ით მოიმატა. ინვესტორები Activision-ის შეძენასთან დაკავშირებით კომპანიის წარმომადგენლების კომენტარებმა და მათმა მიზანდასახულობამ გაახარა.

და რა?

როგორც Microsoft-ის, ასევე Activision Blizzard-ის ოფიციალურმა პირებმა გარიგების დასრულების შესახებ მათ მტკიცე გადაწყვეტილებას გაუსვეს ხაზი.

Bloomberg-ის მიერ ხუთშაბათს დილით გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კომპანიის შეხვედრაზე, Microsoft-ის თამაშების მიმართულების ხელმძღვანელმა — ფილ სპენსერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ტექნოლოგიური გიგანტის განზრახვა, წარმატებით დაასრულოს შესყიდვის გარიგება. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ ამ კვირის დასაწყისში გაერთიანებული სამეფოს კონკურენციისა და ბაზრის ორგანოს (CMA) გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად აბათილებს შესყიდვის შეთანხმებას, საბოლო ჯამში მხოლოდ შეანელებს გარიგების დამტკიცების პროცესს (CMA-მ გადაწყვიტა, რომ Microsoft-ის მიერ Activision-ის $68.7 მილიარდად შესყიდვა ქლაუდ გეიმიგ ბაზარს ზიანს აყენებს).

Microsoft Stock

ამასთან, Bloomberg-ის სატელევიზიო ინტერვიუში, Activision-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — ბობი კოტიკმა გააკეთა ოპტიმისტური პროგნოზი, რომ გარიგება წარმატებულად დასრულდება. იგი CMA-ს გადაწყვეტილებას „ირაციონალურს“ უწოდებს და ირწმუნება, რომ მისი კომპანია და Microsoft ბრიტანეთის მარეგულირებლისადმი მიმართვის შემდეგ ამ დავაში გაიმარჯვებენ.

ახლა რა?

კომპანიების წარმომადგენლების ასეთი თავდაჯერება შთამაგონებელია, მაგრამ CMA-ს გადაწყვეტილება ადვილად გადასალახი წინაღობა არ იქნება. მარეგულირებელს დიდი ძალაუფლება აქვს მშობლიურ ქვეყანაში და მისი გადაწყვეტილებები საზღვარგარეთაც გავლენიანია. ამასთან, CMA-მ თავისი გადაწყვეტილების ძალიან კონკრეტული მიზეზები დაასახელა და შეიძლება არ სურდეს დიდ კომპრომისზე წასვლა (თუ საერთოდ გადადგა ნაბიჯი ამ მიმართულებით).

წინა

რა უნდა ვიცოდეთ, თუ საქართველოში ობლიგაციების შეძენა გვსურს? — ნინი ჯოხაძე

შემდეგი

ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Advance Auto Parts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
ივნისი 1, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ ChargePoint-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 31, 2023
რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასულ კვირაში Analog Devices-ის აქციების ფასი?

by Giorgi
მაისი 30, 2023
6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ
სიახლეები

6 სახის სიმდიდრე, რომლებზეც უნდა კონცენტრირდეთ

by Giorgi
მაისი 29, 2023
მეტი
შემდეგი
ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

ინვესტირების ანბანი — ისწავლე, როგორ დაიწყო აქციებში ინვესტირება

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved