რა მოხდა?
გუშინ Meta Platforms-ის აქციების ფასი 1.2%-ით გაიზარდა, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა S&P 500 ინდექსის ზრდას, რომელმაც 3%-ს გადააჭარბა.
და რა?
სავაჭრო დღის დაწყებამდე Bank of America-ს ანალიტიკოსმა – ჯასტინ პოსტმა ტოპ ინტერნეტ აქციების შესახებ ახალი შენიშვნა გამოაქვეყნა. პოსტმა რამდენიმე კორექცია შეიტანა თავის შეფასებებში როგორც Meta Platforms-ისთვის, ასევე მისი ტექნოლოგიური სექტორის გიგანტისთვის – Google-ის მფლობელი Alphabet-ისთვის.
Bank of America-ს ანალიტიკოსმა ორივე კომპანიის აქციებისთვის სამიზნე ფასები შეამცირა. ახალი მაჩვენებლები კი ასეთია: Meta – $196 თითო აქციაზე, ხოლო Alphabet – $114. თუმცა, ეს დონეები ამ აქციების მიმდინარე ფასებს აღემატება და ინტერნეტის სფეროში პოსტის ყველაზე ძვირადღირებულ აქციებს წარმოადგენს.
რაც შეეხება მიზეზს, ეს გამოწვეულია პოტენციური მაკროეკონომიკური ვარდნითა და ძალიან მყარი აშშ დოლარით, რაც საზღვარგარეთ არსებული კლიენტების სარეკლამო ხარჯებზე უარყოფითად მოქმედებს. ვინაიდან Meta სოციალური მედიის კომპანიაა და Alphabet-ის შემოსავლის დიდი ნაწილი ინტერნეტ ძიებაზე მოდის, არცერთი მათგანი არ არის შეზღუდული საზღვრებით და, შესაბამისად, თითოეულ მათგანს საზღვარგარეთ ბევრი პარტნიორი და კლიენტი ჰყავს.
ახლა რა?
ანალიტიკოსმა დაწერა: „მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 6 თვის განმავლობაში 2023 წლის სარეკლამო შემოსავლის პერსპექტივა გაუარესდა, ჩვენი აზრით, ნეგატიური განწყობა და დაბალი შეფასებები უფრო მიმზიდველ საინვესტიციო ფონს ქმნის.“ პოსტმა დაამატა, რომ Meta-ს ძალისხმევა – გამოიმუშაოს მეტი შემოსავალი თავისი Reels-ის მოკლე ვიდეოების გაზიარების სერვისიდან, შესაძლოა 2023 წლის ზრდის მთავარ წყაროდ იქცეს.