• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რუსეთის საეჭვო გეგმები საავიაციო ინდუსტრიისთვის – Boeing-ისა და Airbus-ის გარეშე

სექტემბერი 29, 2022
in სიახლეები
რუსეთის საეჭვო გეგმები საავიაციო ინდუსტრიისთვის – Boeing-ისა და Airbus-ის გარეშე
გაზიარება

უმრავლესობის აზრით, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის მორიგი ფანტაზიაა.

ოთხშაბათს, სახელმწიფო საინჟინრო ფირმის Rostec-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსული საავიაციო ინდუსტრია 2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავის დასამზადებლად ადგილობრივ ნაწილებს გამოიყენებს, რაც უცხოური წარმოების Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებზე მის დამოკიდებულებას დაასრულებს. „წარმატებებს გისურვებთ ამაში“– აცხადებენ ექსპერტები.

ფრენისთვის მოუმზადებელი

რუსეთის განცხადება სამსახურიდან დათხოვილი გაბრაზებული ადამიანის სიტყვებს მოგვაგონებს: „თქვენ არ მათავისუფლებთ, სამსახურიდან თავად მივდივარ”. Airbus-მა და Boeing-მა, მსოფლიო კომერციულ ავიაციაში ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსული ავიახაზებისთვის თვითმფრინავების ნაწილებისა და სერვისების მიწოდება უკვე შეწყვიტა. მას შემდეგ საქმეები იმდენად ცუდად წარიმართა, რომ Rosaviatsia-მ, რუსეთის სახელმწიფო საავიაციო ორგანომ, რუსულ კომპანიებს თვითმფრინავების ნაწილების დამზადების უფლება მისცა. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა Aeroflot-მა, სათადარიგო ნაწილებისთვის ძველი ან ექსპლუატაციიდან გასული თვითმფრინავები გამოიყენა.

Russia-Ukraine War

არცერთი ფაქტორი არ იწვევს ნდობას, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სრულფასოვანი შიდა საავიაციო მიწოდების ჯაჭვი ექნება:

  • უცხოური თვითმფრინავები, (მათ შორის უმეტესობა Airbus და Boeing-ია), რუსეთში მგზავრთა ტრაფიკის 95%-ს შეადგენს. AeroDynamic Advisory-ის მმართველმა დირექტორმა და ანალიტიკოსმა – რიჩარდ აბულაფიამ Reuters-ს განუცხადა, რომ ისტორიის მანძილზე რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 2000 დიდი კომერციული თვითმფრინავი აწარმოა, ხოლო გასულ წელს Boeing-მა და Airbus-მა კი ერთად 951 თვითმფრინავი შექმნეს.
  • „მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა დასავლეთიდან ნახევარგამტარებსა და სხვა აუცილებელ კომპონენტებს იღებდა, მისთვის რამდენიმე თვითმფრინავის წარმოებაც ძალიან რთული იყო“, – თქვა აბულაფიამ და დასძინა, რომ რუსეთის მიზანი, 2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავი აწარმოოს „საერთო ჯამში მიუღწეველია.“

სიმაღლის დაკარგვა

მიუხედავად ამისა, რუსეთის გადაწყვეტილება, იმოქმედოს მარტომ, გავლენას ქვეყნის საზღვრებს მიღმა იქონიებს. ამ წლის დასაწყისში, საავიაციო ანალიტიკოსმა – დიერინ ბეჩაიმ დაადგინა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ექსპოზიცია Airbus-ისა და Boeing-ის 50 თვითმფრინავს შეადგენდა, მთლიანობაში $3.5 მილიარდის ოდენობით ღირებულებით. ივლისში Boeing-მა საავიაციო ინდუსტრიაში მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოთხოვნის პროგნოზი, 43,610-დან 41,170-მდე შეამცირა, რაშიც გათვალისწინებულია 1,540-ით ნაკლები გაყიდვა, რომელიც რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში იყო მოსალოდნელი. და მაინც, რთულია არ დავასკვნათ, რომ პუტინმა საკუთარი ფრთები თავად მოიჭრა.

წინა

თუ პოტენციური რეცესია გაშინებთ, ეს 4 ნაბიჯი გადადგით

შემდეგი

რატომ ჩამორჩებოდა გუშინ Meta-ს აქციები ფართო ბაზრის ზრდის ტენდენციას?

მსგავსი სტატიები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
სიახლეები

500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 24, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Petco-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 23, 2023
რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ NextEra-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 22, 2023
რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

by Giorgi
მარტი 21, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ ჩამორჩებოდა გუშინ Meta-ს აქციები ფართო ბაზრის ზრდის ტენდენციას?

რატომ ჩამორჩებოდა გუშინ Meta-ს აქციები ფართო ბაზრის ზრდის ტენდენციას?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გასულ კვირას უმსხვილესი ბანკები, Silicon Valley Bank, First Republic Bank და ორ-საუკუნიანი ისტორიის მქონე შვეიცარული ბანკი Credit Suisse, გაკოტრების რისკის წინაშე დადგნენ

მოუსმინეთ საფონდო ბირჟის მიმოხილვას, გაიგეთ რა გავლენა ექნება ამ მოვლენას ინფლაციაზე და რა გზები არსებობს ამ კრიზისის გადასალახად

აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკით უკვე შეგიძლია: https://mbank.bog.ge/investments

ნებისმიერ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობას კი G&T Trader-ის საინვესტიციო პლატფორმაზე შეძლებთ: https://trader.ge/registration
შესაძლო კრიზისი საბანკო სისტემაში | საფონდო ბირჟების მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_bpsPzW4Di9Y
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • 500 Georgia-ს გაკვეთილები — სტარტაპი KOVZY
  • რატომ გაიზარდა გუშინ კიბერუსაფრთხოების რამდენიმე კომპანიის აქციების ფასი?
  • ვინ იყო ჯულიან რობერტსონი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved