• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Medtronic-ის აქციების ფასი?

აპრილი 20, 2023
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Medtronic-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

ორი კოლეგის მიერ წარმოდგენილი ძლიერი კვარტალური ანგარიშების შემდეგ, გუშინ Medtronic-ის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, სამშაბათს, სავაჭრო დღის განმავლობაში, S&P 500 უცვლელი იყო.

და რა?

კონკრეტულად Medtronic-თან დაკავშირებით რაიმე სიახლე არ გავრცელებულა. კომპანიის აქციებზე იმოქმედა Intuitive Surgical-ისა და Abbott Laboratories-ის კვარტალურმა ანგარიშებმა, რომლებიც მათ, შესაბამისად, ორშაბათს და სამშაბათს წარადგინეს.

Intuitive-ის შედეგები განსაკუთრებით გამამხნევებელი იყო. მისი da Vinci-ის სისტემით ჩატარებული პროცედურების რაოდენობა წლიდან წლამდე 26%-ით გაიზარდა. ამავდროულად, კომპანიამ შემოსავლის ორნიშნა ზრდა დააფიქსირა, ხოლო მოგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესა. Intuitive Surgical-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 14%-ით — $1.7 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $1.6 მილიარდი). კომპანიამ პირველი კვარტალში $355 მილიონის ოდენობით მოგება გამოიმუშავა, ანუ განზავებულმა EPS-მა $1 შეადგინა (GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) საფუძველზე). ეს მაჩვენებელი გასული წლის იმავე მეოთხედის შედეგთან ($366 მილიონი) შედარებით შემცირდა.

Medtronic Stock

Intuitive-ის კორექტირებულმა მოგებამ პირველ კვარტალში $437 მილიონს მიაღწია, ანუ კორექტირებულმა EPS-მა $1.23 შეადგინა. 2022 წლის იმავე კვარტალთან შედარებით ეს მაჩვენებლები გაუმჯობესდა. ისინი, შესაბამისად, $413 მილიონს და $1.13-ს შეადგენდა. შედეგმა ასევე გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.20-ს.

Intuitive-ის მსგავსად, Abbott-ის მაჩვენებლებმაც გადააჭარბა ანალიტიკოსების მოლოდინებს. კომპანიის კვარტალურმა შემოსავალმა $9.75 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $9.66 მილიარდი), ხოლო EPS-მა — $1.03 (პროგნოზი — $0.99). ერთი შეხედვით, Abbott-ის შემოსავლის 20%-იანი კლება საგანგაშო იყო, თუმცა ეს ძირითადად გამოწვეული იყო COVID ტესტირების პროდუქტების გაყიდვების სრულიად მოსალოდნელი კლებით. მიუხედავად იმისა, რომ დაავადება არ გამქრალა, დაინფიცირების შემთხვევებისა და კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა კვლავ იკლებს, ბევრი ექსპერტი კი თვლის, რომ ის პანდემიურიდან ენდემურ სტადიაზე გადადის.

ახლა რა?

Medtronic იმავე სფეროებში მოღვაწეობს და ამიტომ ბიზნეს გარემო, რომელიც Intuitive-ისა და Abbott-ისთვის პოზიტიურია, როგორც წესი, მისთვისაც მომგებიანია. Medtronic-მა ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტლის შედეგები თებერვალში გამოაქვეყნა და როგორც შემოსავალმა, ასევე მოგებამ, ანალიტიკოსების მოლოდინებს გადააჭარბა. უფრო გამამხნევებელი კი ის არის, რომ მენეჯმენტმა მიმდინარე ფისკალური წლისთვის მოგების პროგნოზი გაზარდა.

წინა

რატომ გაიზარდა გუშინ Teladoc Health-ის აქციების ფასი?

შემდეგი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved