• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

აპრილი 21, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გუშინ IBM-ის აქციების ფასი 7%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ტექნოლოგიურმა ტიტანმა გაყიდვებისა და მოგების მიმართულებით მოსალოდნელზე ძლიერი შედეგები დააფიქსირა.

და რა?

პირველ კვარტალში IBM-ის შემოსავალი 8%-ით გაიზარდა და $14.2 მილიარდი შეადგინა. Kyndryl-ის გაყიდვებმა (IT (ინფორმაციული ტექნოლოგია) სერვისების ბიზნესი, რომელიც ნოემბერში IBM-ისგან განცალკევდა) ამ ზრდის 5 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

პროგრამული უზრუნველყოფის და საკონსულტაციო გაყიდვები ნათელი წერტილი იყო. ამ სეგმენტებში გაყიდვები 12%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, $5.8 მილიარდითა და $4.8 მილიარდით. მიღწევები გააძლიერა დიდმა მოთხოვნამ IBM-ის ჰიბრიდულ ქლაუდ შეთავაზებებზე, რომელიც კომპანიებს საჯარო ქლაუდ გამოთვლით პლატფორმებთან (მაგალითად, Microsoft და Alphabet) თავიანთი კერძო IT ოპერაციების ინტეგრირებაში ეხმარება. მთლიანობაში IBM-ის ჰიბრიდული ქლაუდ შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და $5 მილიარდს მიაღწია, რის შედეგადაც წლიური ტემპი $20 მილიარდს აჭარბებს.

Cloud Service

IBM-ის კორექტირებული მოგება უწყვეტი ოპერაციებიდან გაიზარდა 25%-ით – $1.40-მდე თითო აქციაზე. ამან გადააჭარბა უოლ სტრიტის პროგნოზს, რომელიც თითო აქციაზე $1.38-ს შეადგენდა.

ტექნოლოგიური გიგანტის ფულადი ნაკადების წარმოება კვლავ ძლიერი იყო. IBM-მა $1.2 მილიარდის მოცულობის ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადი გამოიმუშავა. ამან, ბალანსზე არსებულ $10 მილიარდზე მეტი მოცულობის ფულად რეზერვთან ერთად, IBM-ს საშუალება მისცა $1.5 მილიარდი აქციონერებისთვის დივიდენდების სახით გადაენაწილებინა.

ახლა რა?

ამ სოლიდურმა შედეგებმა IBM-ს თავისი სრული წლის ფინანსური პერსპექტივის გაუმჯობესების შესაძლებლობა მისცა. კომპანიამ გაიმეორე თავისი პროგნოზი 2022 წელს $10.5 მილიარდის მოცულობის ფულადი სახსრების თავისუფალი ნაკადების შესახებ და შემოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელიც გაზარდა.

მთავარმა ფინანსურმა ოფიცერმა – ჯეიმს კავანომ პრესრელიზში განაცხადა, რომ პირველ კვარტალში კომპანიამ, საშუალოვადიანი მოდელის შესაბამისად, ბიზნესის საფუძვლების გაძლიერება გააგრძელა. მან ასევე დასძინა, რომ IBM არის უფრო სწრაფად მზარდი, უფრო მოგებიანი კომპანია, უფრო მაღალი ღირებულების ბიზნეს მიქსით, მნიშვნელოვანი გამეორებადი შემოსავლის ბაზით და ძლიერი ფულადი სახსრების გამომუშავებით.

წინა

3 მარტივი გზა ბაზრის კრახისთვის მოსამზადებლად

შემდეგი

გასაოცარი კომპანია მათთვის, ვინც ენერგეტიკული სექტორის აქციებით არ ინტერესდება

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
გასაოცარი კომპანია მათთვის, ვინც ენერგეტიკული სექტორის აქციებით არ ინტერესდება

გასაოცარი კომპანია მათთვის, ვინც ენერგეტიკული სექტორის აქციებით არ ინტერესდება

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved