• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

3 მარტივი გზა ბაზრის კრახისთვის მოსამზადებლად

აპრილი 20, 2022
in ინვესტიციის ანბანი
3 მარტივი გზა ბაზრის კრახისთვის მოსამზადებლად
გაზიარება

საფონდო ბირჟა ხშირად არაპროგნოზირებადია, რაც, შეიძლება, შემაშფოთებელი იყოს – განსაკუთრებით მაშინ, თუ თქვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დანაზოგი ინვესტიციებში გაქვთ ჩადებული. აქციების ფასები, განსაკუთრებით ბოლო ორი თვის განმავლობაში, ცვალებადი იყო. წლის დასაწყისში ბაზარმა ვარდნა განიცადა, შემდეგ სწრაფად აღდგა, მაგრამ ბოლო კვირებში კიდევ ერთხელ დაეცა.

მართალია არავინ იცის რა იქნება შემდეგი ეტაპი ან მიემართება თუ არა ბაზარი კრახისკენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომზადება არ შეგიძლიათ. ამ სტატიაში მოცემული სამი ნაბიჯის ახლავე გადადგმით, ნებისმიერი სცენარისთვის იქნებით მზად.

Investor
  1. კიდევ ერთხელ დარწმუნდით, რომ თქვენი საინვესტიციო პორტფელი დივერსიფიცირებულია

კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი საფონდო ბირჟის არასტაბილურობისგან გადარჩენის გასაღებია. თუ ყველა კვერცხს ერთ კალათში ჩადებთ, ბაზრის კრახისას დიდი თანხის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდებით. მაგრამ თუ თქვენი ფული სხვადასხვა ინდუსტრიის მრავალფეროვან აქციებზეა გადანაწილებული, გაცილებით მეტი შანსია, რომ თქვენი პორტფელი ამ წინაღობას გადალახავს.

არ არსებობს მკაცრი წესი იმის შესახებ, თუ რამდენი განსხვავებული ინვესტიცია უნდა გქონდეთ, მაგრამ გონივრული იქნება სხვადასხვა სექტორის მინიმუმ 25-30 განსხვავებულ აქციას ფლობდეთ. თუ თქვენ ინვესტიციას დებთ ურთიერთდახმარების ფონდში ან ETF-ში, შესაძლოა, უკვე დაცული ხართ, რადგან თითოეული ფონდი, შეიძლება, ასობით აქციას შეიცავდეს.

თუ რისკისადმი მიდრეკილი ინვესტორი ხართ, ამ რისკის შეზღუდვაში მეტი დივერსიფიკაცია დაგეხმარებათ. მიუხედავად იმისა, რომ ზედმეტად დივერსიფიცირებაც შესაძლებელია, რაც უფრო მრავალფეროვანია თქვენი პორტფელი, მით უფრო უსაფრთხოდ იქნებით.

  1. გაამყარეთ თქვენი საგანგებო ფონდი

თუ საგანგებო ფონდში უკვე არ გაქვთ ექვსი თვისთვის სამყოფი დანაზოგი, ახლა დროა ჯანსაღი უსაფრთხოების ბადის შექმნაზე ფოკუსირდეთ. თუ ამას არ გააკეთებთ, ბაზრის ვარდნა საშინელი დრო იქნება თქვენი ინვესტიციების გასანაღდებლად. ასეთ დროს, აქციების ფასები, რა თქმა უნდა, დაბალია, ამიტომ თქვენ იმაზე ნაკლებ ფასად მოგიწევთ გაყიდვა, ვიდრე შეიძინეთ, შესაბამისად, ზარალი გარდაუვალია.

თუ ბაზრის ვარდნის პერიოდში მოულოდნელ ხარჯებს წააწყდებით, საგანგებო ფონდმა, შეიძლება, თავიდან აგარიდოთ თქვენი ინვესტიციების გამოყენება.

  1. პანიკას ნუ აჰყვებით

ბაზრის ვარდნა შემაძრწუნებელია, თუნდაც გამოცდილი ინვესტორებისთვის, მაგრამ ეს ნორმალური და დროებითი მოვლენაა. წლების განმავლობაში ბაზარმა ათობით კორექცია და კრახი განიცადა, მაგრამ თითოეული მათგანისგან აღდგენა შეძლო. შესაბამისად, ბაზრის ვარდნის შემთხვევაში, მისი გამოსწორების შანსი ძალიან დიდია. მაგალითისთვის, ქვემოთ მოცემულ გრაფიკზე ასახულია S&P 500-ის წარმადობა 2000 წლიდან.

S&P 500 Performance Since 2000

საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ, არის მშვიდად ყოფნა. თქვენი ინვესტიციების შენარჩუნებით, აქციების ფასების აღდგენის შემდეგ, ჯილდოს მიიღებთ. როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირდებით, ბაზრის ყოველდღიურ მოძრაობებში ჩარების თავიდან აცილება უფრო მარტივი იქნება.

არავინ იცის, გავხდებით თუ არა ბაზრის მორიგი კრახის მოწმენი, მაგრამ, ყოველი შემთხვევისთვის, მომზადება, გონივრული იქნება. როდესაც შემუშავებული გაქვთ სტრატეგია, შეგიძლიათ მას უფრო აუღელვებლად მიჰყვეთ, რადგან გეცოდინებათ, რომ თქვენი ინვესტიციები მაქსიმალურად დაცულია.

წინა

როგორ იყენებს Twitter “შხამიან აბს” ილონ მასკის შეთავაზების დასაბლოკად?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ
ინვესტიციის ანბანი

რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

by Giorgi
ივნისი 1, 2023
უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს
ინვესტიციის ანბანი

უნარები, რომლებიც წარმატებულ ინვესტორებს გამოარჩევს

by Giorgi
ივნისი 2, 2023
რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის
ინვესტიციის ანბანი

რისკის მართვის სტრატეგიები, რომლებიც თქვენი წარმატების შანსებს გაზრდის

by Giorgi
მაისი 24, 2023
5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის
ინვესტიციის ანბანი

5 გონივრული საინვესტიციო რჩევა დამწყები ინვესტორებისთვის

by Giorgi
მაისი 10, 2023
წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს
ინვესტიციის ანბანი

წიგნები, რომლებიც ყველა ინვესტორმა უნდა წაიკითხოს

by Giorgi
აპრილი 20, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ IBM-ის აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
გამოცადე ინვესტიციები - ყველაზე მარტივი საინვესტიციო პლატფორმა შენს მობილბანკში
▸ https://app.bog.ge/investments
როგორ გადაიტანო თანხა საინვესტიციო ანგარიშიდან ბარათზე
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_O5vcwi9pMjs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • ვინ არის რეი დალიო? — ინვესტორის ბიოგრაფია
  • რატომ შემცირდა გუშინ Dollar General-ის აქციების ფასი?
  • რჩევები, რომლებიც პერსონალური ფინანსების მართვაში დაგეხმარებათ

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved