რა მოხდა?
ხუთშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, GoPro-მ ფისკალური 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები გამოაქვეყნა, პარასკევს კი კომპანიის აქციების ფასი 11%-ზე მეტით შემცირდა. თუმცა, წლის დასაწყისიდან დღემდე, ეს მაჩვენებელი 12%-ით არის გაზრდილი. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500-მა 8%-ზე მეტით მოიმატა.
და რა?
მეოთხე კვარტალში GoPro-მ $321 მილიონის ოდენობით შემოსავალი გამოიმუშავა, რაც გასული წლის ანალოგიური კვარტლის მაჩვენებელს 18%-ით ჩამორჩება. ხოლო სრული 2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული შემოსავალი — $1.09 მილიარდი, 2021 წლის შემოსავალზე 6%-ით ნაკლებია. ეს მაჩვენებლები უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს მცირედით ჩამოუვარდებოდა.
საბოლოო ჯამში, კარგი ამბავი ის არის, რომ GoPro 2022 წელს მომგებიანი იყო. მეოთხე კვარტალში კომპანიის წმინდა შემოსავალმა $3 მილიონი შეადგინა, წლიურმა ჯამმა კი — $29 მილიონი დოლარი. რაც შეეხება ცუდ ამბავს, GoPro-ს მოგება 2021 წლიდან არსებითად დაეცა. წლიდან წლამდე კორექტირებული წმინდა შემოსავალი 45%-ით შემცირდა.
ახლა რა?
GoPro-ს 2022 წელი რომ შევაჯამოთ, ეს სტაბილური ბიზნესია, მაგრამ — არა მზარდი. კომპანიის სტაბილურობას მისი მზარდი სააბონენტო შემოსავლების ნაკადი ემატება. მეოთხე კვარტალი კომპანიამ 2.25 მილიონი აბონენტით დაასრულა, რაც წლიდან წლამდე 43%-იან მატებას წარმოადგენს.
GoPro-ს სტაბილურობა 2023 წლისთვის მენეჯმენტს უზრუნველყოფს უფრო მეტი ექსპერიმენტების ფუფუნებით, რათა იპოვოს ის ზრდა, რაც მას სჭირდება. მაგალითად, ამ თვის დასაწყისში, Cinedigm-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპანია, სტრიმინგ არხის შესაქმნელად, GoPro-სთან ითანამშრომლებს.