გაცვლითი სავაჭრო ფონდები (ETF) პოპულარულია ვარიანტია მათთვის, ვისაც პასიური ინვესტირება სურს. ინფლაციის არნახული დონის ფონზე, ბევრ ადამიანს აინტერესებს, არის თუ არა ოქროში ინვესტირება ჰეჯირების კარგი საშუალება.
ოქროს ETF საშუალებას გაძლევთ ჩადოთ ინვესტიცია ოქროში მისი ტრანსპორტირებისა და შენახვის ლოგისტიკის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ოქრომ, შეიძლება, თავისი ადგილი დაიკავოს საინვესტიციო პორტფელში, აი მიზეზი იმისა, თუ რატომ არ არის ოქროს ETF თქვენთვის საუკეთესო არჩევანი.
მათი ფლობა შედარებით ძვირია
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ინდუსტრიის სტანდარტი უფასო ვაჭრობის შეთავაზებაა, ETF-ებს გააჩნია ხარჯების კოეფიციენტი, რომელიც თქვენი მთლიანი ინვესტიციის პროცენტულად ირიცხება. თუ თქვენ $10,000-ს ჩადებთ ETF-ში, რომლის ხარჯების კოეფიციენტი 0.25%-ს შეადგენს, ეს ინვესტიცია ყოველწლიურად $25 დაგიჯდებათ. ოქროს ETF-ებს ხშირად უფრო მაღალი ხარჯების კოეფიციენტი აქვს, ვიდრე სხვა პოპულარულ საინდექსო ფონდებს, მაგალითად – S&P 500.
iShares Gold Trust (IAU) და SPDR Gold Trust (GLD) არის ორი პოპულარული ოქროს ETF, ხარჯების კოეფიციენტებით, შესაბამისად, 0.25% და 0.40%. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების ეს კოეფიციენტები ოქროს ETF-ს იმავე საშუალო მაჩვენებელზე (0.63%) ნაკლებია, Morningstar-ის მიხედვით, ისინი მაინც უფრო მაღალ დონეზეა. მაგალითად, Vanguard S&P 500 ETF-ს (VOO) 0.03%-ის ტოლი ხარჯების კოეფიციენტი.
ამ პროცენტებში განსხვავება შეიძლება საგრძნობი არ ჩანდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ეს დიდ სხვაობად იქცევა. თუ თქვენ თითოეულ ზემოთ მოცემულ ფონდში $100,000-ს დააგროვებთ, აი რამდენის გადახდა მოგიწევთ.
ETF | ხარჯების კოეფიციენტი | წლიური გადასახადი ყოველ ინვესტირებულ $100,000-ზე |
IAU | 0.25% | $250 |
GLD | 0.40% | $400 |
VOO | 0.03% | $30 |
არსებობს დივერსიფიკაციის სხვა საშუალებებიც
ინვესტიციის ერთ-ერთი ოქროს წესი არის ის, რომ თქვენი აქტივები კარგად დივერსიფიცირებული იყოს და, რა თქმა უნდა, ოქრო ამაში დაგეხმარებათ. თუმცა, პოტენციური საგადასახადო შედეგებისა და ხარჯების უფრო მაღალი კოეფიციენტის გათვალისწინებით, შეიძლება, უფრო მომგებიანი იყოს საინდექსო ფონდების გამოყენება, რომელიც ასევე მყისიერი დივერსიფიკაციის საშუალებას იძლევა. ინვესტიციის ფლობის ხარჯებზე ფოკუსირება კარგი სტრატეგიაა იმაში დასარწმუნებლად, რომ ზედმეტ ხარჯებს არ გასწევთ და იმაზე მეტს არ დახარჯავთ, ვიდრე საჭიროა.