• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

რა არის სააქციო ფიუჩერსი?

მარტი 30, 2022
in ინვესტიციის ანბანი
რა არის სააქციო ფიუჩერსი?
გაზიარება

მოდით, ვისაუბროთ სააქციო ფიუჩერსის შესახებ. აშშ-ის ფიუჩერსებმა სტარტი აიღო 1800-იანი წლების შუა ხანებში, როგორც სავაჭრო საქონელმა. იმ დროს, ფერმერებს მოსავალი ქალაქში გადაჰქონდათ, იმ იმედით, რომ შესაფერისი ფასის გადამხდელ მყიდველს იპოვიდნენ. მაგრამ ფასები ხშირად მერყეობდა ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორებიც არის სეზონი, პროდუქციის ტიპი და რეგიონში არსებული მოთხოვნა-მიწოდება.

საბოლოოდ, ფიუჩერსი გამოჩნდა, როგორც გარკვეული არასტაბილურობის შესამცირებელი ინსტრუმენტი. ეს იყო საკმაოდ მარტივი კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებდა საქონლის გაცვლას განსაზღვრულ ფასად და წინასწარ განსაზღვრულ დროს.

ამ კონტრაქტებით ვაჭრობა და სესხებაც შეიძლებოდა. მაგალითად, ერთ რესტორანს შეეძლო სხვაგან ეყიდა ვაშლის ფიუჩერსული კონტრაქტი ან თავისი კონტრაქტი გაეყიდა იმის იმედით, რომ შემდეგში ამავე კონტრაქტს უფრო იაფად შეიძენდა.

ეს წარმოშობს დერივატივების (წარმოებული, მეორეული ფასიანი ქაღალდები) წარმატებულ ბაზარს, სადაც ფიუჩერსული კონტრაქტები იყიდება ყველა სახის საქონლისთვის (ვალუტა, აქციები და თუნდაც საბაზრო ინდექსები).

რა არის ფიუჩერსი?

ფიუჩერსი არის წარმოებული ფინანსური კონტრაქტი, რომელიც მოითხოვს მომავალში როგორც მყიდველის, ასევე გამყიდველის მხრიდან მოქმედებას. მყიდველს მოეთხოვება იყიდოს აქტივი განსაზღვრულ ფასში და დადგენილ დროს, ხოლო გამყიდველის ვალდებულებაა განსაზღვრულ ფასად, განსაზღვრულ დროს ეს აქტივი გაყიდოს. ფიუჩერსები განსხვავდება ოფციონისგან, რომელიც ინვესტორებს აძლევს უფლებას და არა ვალდებულებას, შეიძინონ აქტივები.

ფიუჩერსული კონტრაქტი დეტალურად აღწერს ისეთ სპეციფიკას, როგორიც არის ძირითადი აქტივის რაოდენობა და ფასი, ასევე ვადის გასვლის თარიღი. სტანდარტიზებული პირობების არსებობა საშუალებას იძლევა, ამ კონტრაქტებით ვაჭრობა რეგულირებად ფიუჩერსულ ბირჟებზე განხორციელდეს. ვადის გასვლის შემდეგ, ეს კონტრაქტი უნდა შესრულდეს იმის მიუხედავად, თუ როგორია მიმდინარე ფასი და საბაზრო პირობები.

ფიუჩერსებს დერივატივები ეწოდება, რადგან მათი ფასი ძირითადი აქტივისგან არის წარმოშობილი. ძველ დროში ეს აქტივები იყო ფიზიკური საქონელი, როგორიც არის მოსავალი, ბუნებრივი აირი და ნედლი ნავთობი. დღეს დერივატივების ბაზარი გაფართოვდა და მოიცავს აქტივებს, როგორებიც არის:

  • აქციები და საფონდო ინდექსები, ყველაზე ცნობილი – S&P 500 ინდექსი
  • ვალუტები, როგორებიც არის აშშ დოლარი, ბრიტანული ფუნტი, ევრო და ა. შ.
  • ძვირფასი ლითონები, როგორებიც არის ოქრო და ვერცხლი
  • აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები და სხვა პროდუქტები

ფიუჩერსები ასევე განიხილება ბერკეტის მქონე ფინანსურ ინსტრუმენტად, რადგან ვაჭრობისთვის, ინვესტორს ან ფინანსურ ინსტიტუტს მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების ნაწილის გადახდა უწევს. ეს ინვესტორებს აძლევს დიდი მოგების პოტენციალს და ასევე უზარმაზარ (შეუზღუდავსაც კი) ზარალს.

ფიუჩერსი არის ფინანსური ინსტრუმენტი, რომელიც უფრო გამოცდილ ინვესტორებს შეეფერება.

Investor

რას ნიშნავს სააქციო ფიუჩერსი?

სააქციო ფიუჩერსი არის ფიუჩერსული კონტრაქტი, რომელიც ფოკუსირებულია კონკრეტულად აქციებზე ან საფონდო ბირჟაზე. ინდივიდუალური ინვესტორები ამ კონტრაქტებს ფასის რყევებიდან მოგების მისაღებად იყენებენ, ხოლო ინსტიტუციური ინვესტორებისთვის ეს რისკისგან დაცვის საშუალებაა.

სააქციო ფიუჩერსის შემთხვევაში, ტრეიდერებს, ვაჭრობაში შესვლისას, არ უწევთ კონტრაქტის ღირებულების 100%-ის დაფარვა. ამის ნაცვლად, ბროკერი მოითხოვს პირველად მარჟას ან ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების ნაწილს. ეს თანხა განსხვავებულია შემდეგ ფაქტორებზე დაყრდნობით:

  • ბროკერის წესები და პირობები
  • კონტრაქტის მოცულობა
  • ინვესტორის კრედიტუნარიანობა

სააქციო ფიუჩერსები პოპულარულია არა მხოლოდ მოგების უზარმაზარი პოტენციალის გამო, არამედ იმიტომ, რომ ბაზარი მუშაობს თითქმის 24/7, რაც მოგების მყისიერად მიღების საშუალებას გაძლევთ. საფონდო ბირჟისგან განსხვავებით, სააქციო ფიუჩერსებით ვაჭრობა კვირას საღამოს 6 საათზე იწყება და პარასკევ საღამოს 5 საათამდე მიმდინარეობს. ვაჭრობა, ყოველი სამუშაო დღის ბოლოს 30-60 წუთით ჩერდება.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სააქციო ფიუჩერსები:

  • ერთჯერადი სააქციო ფიუჩერსი – ფიუჩერსული კონტრაქტი, რომლის შემთხვევაშიც მყიდველი, რომელიც „გრძელ“ პოზიციას იკავებს, გვპირდება დადგენილ დროს გადაიხადოს განსაზღვრული ფასი, ერთი აქციის 100 წილისთვის.
  • საფონდო ბირჟის ფიუჩერსი (კაპიტალის ინდექსის ფიუჩერსი ან საბაზრო ფიუჩერსი) – კონტრაქტი, რომელიც იმეორებს კონკრეტული საორიენტაციო ინდექსის წარმადობას. ანგარიშსწორება ხშირად ნაღდი ფულით წარმოებს.

რატომ უნდა ორიენტირდეთ ფიუჩერსზე?

მაშინაც კი, თუ თქვენ ფიუჩერსში ინვესტიცია არ დებთ, ის, შეიძლება, ინფორმაციის ღირებული წყარო იყოს. მაგალითად, ფიუჩერსები ყოველდღიურად მოვაჭრე ინვესტორებს აძლევს ინფორმაციას იმაზე, თუ როგორ აღიქვამენ პროფესიონალი ტრეიდერები და ინსტიტუციური ინვესტორები:

  • კონკრეტულ აქციას
  • ძირითად ინდექსს
  • ზოგადად საფონდო ბირჟას
  • კონკრეტულ საქონელს
  • ან თუნდაც, უფრო ფართო ეკონომიკას

ინვესტორებს შეუძლიათ, ფიუჩერსების საშუალებით, დააფიქსირონ თავიანთი მოლოდინები მომავალთან დაკავშირებით მიუხედავად იმისა, თუ რა ხდება რეალურად.

წინა

ოქროს ETF-ში ინვესტირება, შესაძლოა, კარგი არჩევანი არ იყოს

შემდეგი

3 გზა ფულის ფლანგვის შესაწყვეტად

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
3 გზა ფულის ფლანგვის შესაწყვეტად

3 გზა ფულის ფლანგვის შესაწყვეტად

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved