• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი ინვესტიციის ანბანი

ვაჭრობა გრძელ და მოკლე პოზიციებზე

ოქტომბერი 8, 2024
in ინვესტიციის ანბანი
ვაჭრობა გრძელ და მოკლე პოზიციებზე
გაზიარება

როგორ ვაჭრობენ ადამიანები მოგებისათვის Ebay-სა და სხვა ბაზრებზე ? მარტივად, ყიდულობენ – დაბალ ფასად და ყიდიან – მაღალ ფასად, ეს არის ფორმულა, რომელიც რაღაცის ყიდვისა და მოგვიანებით გაყიდვისას მოგებას აგენერირებს. ანალოგიურად ხდება კაპიტალის ბაზარზე ვაჭრობის დროსაც. თუმცა თუ ყიდვაში დახარჯავთ იმაზე მეტს, ვიდრე გაყიდვით მიიღებთ ამ შემთხვევაში შედეგი ზარალი იქნება. 

ვაჭრობაში, როდესაც ფლობ რაიმეს – მიუხედავად იმისა ეს არის აქცია, ოფციონი და ა.შ. – თქვენ „გრძელ პოზიციაზე ხართ“ (გრძელი ხართ, Long).

თუ ფლობთ აქციებს პირობით კომპანიაში „Tiger” ტერმინოლოგიის გაუმჯობესებისათვის შეგიძლიათ თქვათ რომ ხართ „Long Tiger”. ნებისმიერი რამ რომელშიც გრძელ პოზიციაში ხართ, გსურთ მისი ღირებულების გაზრდა, ის საშუალებას გაძლევთ გაყიდოთ საკუთრებაში არსებული აქტივი უფრო მაღალ ფასად და დააფიქსიროთ ყიდვა-გაყიდვის სწორი სტრატეგია (იყიდო დაბალ ფასად, გაყიდო მაღალ ფასად. ეს ყველაზე ცნობილი გამონათქვამია საფონდო ბირჟაზე ფულის გამომუშავების შესახებ, ისე აშკარაა, რომ ხუმრობას გავს. სინამდვილეში კი ამის თქმა გაცილებით ადვილია, ვიდრე გაკეთება.

ფასები ბევრ საკითხთან ერთად ასახავს ემოციას და ფსიქოლოგიას, რაც პროგნოზირებას კიდევ უფრო ართულებს. ამ მიზეზით მოვაჭრეები იყენებენ რამოდენიმე ტაქტიკას, როგორიცაა საშუალო ცვლილების მაჩვენებლები, კომპანიათა ბიზნეს ციკლი და მომხმარებელთა განწყობა).ვაჭრობაში გრაფიკები (Risk Graphs) გამოიყენება შედეგის ვიზუალიზაციისათვის, მოგებასა და ზარალის ასახვის შემთხვევაში (P/L – profit and loss) გრაფიკი გრძელ პოზიციებზე შემდეგნაირად გამოიყურება: 

აქციების შემთხვევაში რისკი პირდაპირპროპორციულია თქვენს მფლობელობაში არსებული აქციების რაოდენობის. თუ თქვენ ფლობთ 10 აქციას, პირობით კომპანია “Tiger“-ში, თქვენ გამოიმუშავებთ ან დაკარგავთ 10 დოლარს აქციების ფასზე 1 დოლარის ცვლილების შემთხვევაში. იმ შემთხვევაში თუ 100 აქციას ფლობთ, ცვლილებისს ეფექტი 100 დოლარის მოგება ან ზარალი იქნება. შესაბამისად რაც უფრო მეტ აქციას ფლობთ, მით უფრო მეტ რისკს იღებთ. 

საწინააღმდეგო პოზიცია

შეგიძლიათ ქმედება საწინააღმდეგო თანმიმდევრობითაც დაიწყოთ, ანუ ჯერ გაყიდოთ და შემდეგ სცადოთ უკან ყიდვა უფრო დაბალი ფასით. ამას ქვია მოკლე პოზიცია („Selling short”). ვისთვის ან რატომ არსებობს ეს ტექნიკა? თუ ფიქრობთ რომ აქციის ფასმა მიაღწია მის უმაღლეს წერტილს (პიკს) და მისი ფასი შესაძლებელია დაეცეს, ეს ხდება საშუალება მოკლე პოზიციაზე შესვლით გამოიმუშავოთ თანხა აქციებზე ფასის კლებისას. 

შინაარსობრივად მოკლე პოზიციაზე შესვლა ნიშნავს, რომ თქვენ გაყიდეთ ის რაც არც გქონიათ- რაც დამწყები ტრეიდერებისათვის შეიძლება უცნაურად ჩანდეს. ის რაც მზარდია და გრძელ პოზიციაზე ხართ გაყოლილი მას არ ყიდით. ხოლო გაყიდვის შემთხვევაში გამოდის რომ ხურავთ პოზიციას რის შემდეგაც თქვენ აღარ იქნებით მისი მფლობელი. 

მოკლე პოზიციაზე ვაჭრობა კი ტექნიკურად შემდეგი რამაა: ბროკერი გასესხებთ სხვის აქციებს ბაზარზე გასაყიდად. მოკლე პოზიციაზე ვაჭრობის მექანიზმი ცოტა განსხვავებულია, თუმცა საბოლოო მიზანი მაინც იდენტურია – ჯერ ყიდით ძვირად, შემდეგ ცდილობთ რომ უკან იყიდოთ უფრო იაფად. იმისათვის რომ მოგება მიიღოთ აუცილებელია ის რასაც მოკლე პოზიციით ევაჭრებით მისი ფასი შემცირდეს, სხვა შემთხვევაში თქვენ იზარალებთ. 

კომპანია Tiger-ის მაგალითზე, თქვენ ცდილობთ ფულის გამომუშავებას მოკლე პოზიციით ვაჭრობისას, როდესაც აქციების ფასი მცირდება. დაბალ ფასად ყიდვის შემთხვევაში თქვენ შესაძლებლობა გექნებათ ჩაკეტოთ თქვენი მოგება, თუმცა იმ შემთხვევაში თუ შემცირების მაგივრად ფასი გაიზრდება თქვენ დაკარგავთ ფულს, რადგან მისი (აქციის) ყიდვა უფრო ძვირი დაგიჯდებათ ვიდრე გაყიდვით მიღებული შემოსავალი. თეორიულად რისკის შეზღუდვა არ არსებობს, რადგან არ არსებობს მაქსიმალური წერტილი (დაშვებით) რამდენად მაღალი შეიძლება გახდეს აქციის ფასი.

ასეთ შემთხვევაში გრაფიკი შემდეგნაირად გამოიყურება: 

ვაჭრობის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს:

  • როდესაც ყიდულობთ რაიმეს, თქვენ შედიხართ გრძელ პოზიციაზე, შესაბამისად გიჩნდებათ სურვილი რომ მისი ღირებულება გაიზრდოს. ასეა როგორც აქციების ასევე ოფციონების შემთხვევაში, თქვენ გსურთ მისი ღირებულების მომატება რათა მიიღოთ სარგებელი. 
  • როდესაც შედახართ მოკლე პოზიციაზე გიჩნდებათ სურვილი რომ ღირებულება შემცირდეს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა რომ იყიდო უფრო დაბალ ფასად. 
  • რაიმეს ყიდვის შემთხვევაში ყველაზე მეტი ზარალი რაც შეიძლება მიიღოთ მასში გადახდილი თანხაა. მსხვილი კომპანიების აქციების ყიდვის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა მთლიანი ღირებულების დაკარგვა, (თუმცა ასეც ხდება ხოლმე) ასევე ნაკლებად სავარაუდოა რომ ფასი მოკლე პერიოდში გაორმაგდეს ან გასამმაგდეს. ოფციონის შემთხვევაში მეტად შესაძლებელია რომ დაკარგოთ სრული ღირებულება, რადგან ეს აქციების ღირებულების ნაწილად შეგვიძლია აღვიქვათ და აქვს კონკრეტული თარიღი (ვადის გასვლის თარიღი, გარიგების პერიოდი), ოფციონებს ასევე შეუძლია ფასთან შედარებით დიდი მოგების გენერირებაც. მნიშვნელოვანია: თუ თქვენ ყიდულობთ აქციებს მარჟაზე (სესხულობ თანხას ბროკერისაგან აქციების შესასყიდად), შესაძლოა საწყის ინვესტიციაზე მეტი იზარალოთ. მაშინ როდესაც გრძელ პოზიციებზე  ოფციონებისათვის ვაჭრობა მხოლოდ ნაღდი ფულის გადახდის შემთხვევაში შეგიძლიათ. 
  • როცა მოკლე პოზიციაზე შედიხარ (ყიდი) ყველაზე მეტი რისი გამომუშავებაც არის შესაძლებელი არის ის მოცულობა რისთვისაც გაყიდე. რადგან როგორც აქციების ასევე ოფციონების ღირებულება შეიძლება ნულამდე დაეცეს, თანხა კი რისი მოგებაც შეგიძლიათ მოკლე პოზიციებზე ვაჭრობისას შემოიფარგლება გასაყიდი ფასით. პოტენციური რისკი ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდია, რადგან თეორიულად შესაძლებელია სულ მზარდ ფასთან გვქონდეს შეხება. 

წყარო: Robinhood

წინა

სტრატეგიები, რომლებიც საინვესტიციო რისკების შემცირებაში დაგეხმარებათ

შემდეგი

რატომ არის აქციებში ინვესტირება საინტერესო?

მსგავსი სტატიები

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
ინვესტიციის ანბანი

რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
ინვესტიციის ანბანი

5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?
ინვესტიციის ანბანი

როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?
ინვესტიციის ანბანი

ფულის 8 არქეტიპი — რომელს მიეკუთვნებით თქვენ?

by Giorgi
დეკემბერი 30, 2024
სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის
საკუთარ თავში ინვესტირება

სასარგებლო რჩევები საკუთარ თავში ინვესტირებისთვის

by Giorgi
დეკემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ არის აქციებში ინვესტირება საინტერესო?

რატომ არის აქციებში ინვესტირება საინტერესო?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved