• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Duolingo-ს აქციების ფასი?

მაისი 3, 2023
in სიახლეები
რატომ შემცირდა გუშინ Duolingo-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

მიუხედავად იმისა, რომ ენების შემსწავლელ პოპულარულ კომპანიასთან დაკავშირებით სიახლეები არ გავრცელებულა, გუშინ Duolingo-ს აქციების ფასი 10%-ზე მეტით შემცირდა.

Duolingo-ზე იმოქმედა კიდევ ერთი საგანმანათლებლო კომპანიის — Chegg-ის კვარტალურმა ანგარიშმა. ამ უკანასკნელის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ახალი მომხმარებლების ზრდა ChatGPT-სთან კონკურენციის გამო შეჩერდა. Chegg-ის აქციების ფასი 48%-ზე მეტით შემცირდა.

და რა?

Chegg არის საგანმანათლებლო კომპანია, რომელიც სახელმძღვანელოების გაქირავებითა და საშინაო დავალების შესრულებაში დახმარების გაწევით არის ცნობილი. მისი აქციების ფასმა ვარდნა მას შემდეგ განიცადა, რაც მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ChatGPT-ის მიმართ სტუდენტების ინტერესის მნიშვნელოვანი ზრდა დაინახა, რაც, კომპანიის წარმომადგენლების აზრით, ახალი მომხმარებლების შეძენაზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

Duolingo-სთვის ეს სიახლე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმის გამო, რომ თარგმნა და ენის შესწავლის ხელსაწყოებიც ChatGPT-ის შესაძლებლობებს შორისაა.

Duolingo Stock

შესაძლოა მარტში სწორედ ChatGPT-ის კონკურენციის მოლოდინში დაანონსა კომპანიამ ახალი სააბონენტო სერვისი — Duolingo Max, რომელიც უახლესი გენერაციული AI ტექნოლოგიით — GPT-4-ით არის აღჭურვილი.

Duolingo Max ამატებს ორ ახალ ფუნქციას — “Explain My Answer” და “Roleplay”. პირველი მათგანი მომხმარებელს სთავაზობს ჩათს იმის გასაგებად, თუ რატომ იყო მისი პასუხი არასწორი, ხოლო “Roleplay” ჩათში რეალურ სამყაროში არსებული სცენარით საუბარში ვარჯიშის შესაძლებლობას იძლევა.

ახლა რა?

Duolingo პირველი კვარტლის ანგარიშს მომავალ კვირაში — 9 მაისს წარადგენს და შედეგებმა უნდა მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია ინვესტორებს იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს ენის შემსწავლელი სპეციალისტი ChatGPT-სთან ერთად და რამდენად წარმატებულია Duolingo Max.

წინა

First Republic-ის აქტივების უმეტესობის შეძენას JPMorgan Chase გეგმავს

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Supermicro Computer-ის აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Supermicro Computer-ის აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Supermicro Computer-ის აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved