• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ Disney-ს აქციების ფასი?

დეკემბერი 30, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ Disney-ს აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

ოთხშაბათს Walt Disney-ს აქციების დახურვის ფასი რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე — $84.17-ზე იყო. წლის დასაწყისიდან კომპანიის ეს მაჩვენებელი 44%-ით არის შემცირებული და 1974 წლის შემდეგ ეს Disney-ს აქციებისთვის ყველაზე ცუდი კალენდარული წელი იქნება. თუმცა ზოგიერთი ინვესტორი ამას ხედავს, როგორც შესაძლებლობას, რამაც გუშინ აქციების ფასის 3.5%-ით ზრდას შეუწყო ხელი.

და რა?

შესაძლოა, ინვესტორები წარსულს ავლებენ თვალს და ფიქრობენ, რომ 2023 წელი Disney-სთვის ბევრად უკეთესი იქნება. მას შემდეგ, რაც 1974 წელს კომპანიის აქციებმა ღირებულების 54% დაკარგა, 1975 წელს აქციონერებმა 133%-იანი ანაზღაურება მიიღეს. 2023 წლის შედეგები შეიძლება ასეთი ძლიერი არ იყოს, მაგრამ არსებობს კარგი მიზეზები, ვიფიქროთ, რომ Disney-ს აქციებს მომდევნო თვეებში ზრდის პოტენციალი გააჩნია.

Disney Stock

ახლა რა?

წელს, Disney-სთან ერთად, მედია ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების აქციების ფასებიც დაეცა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან მზარდი კონკურენციით  (და დანაკარგებით) სტრიმინგ სერვისებს შორის. გასულ თვეში, ფისკალური მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას, Disney-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის direct-to-consumer (როდესაც ბრენდი ან მწარმოებელი საკუთარ პროდუქტს პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე ყიდის) სეგმენტმა დაკარგა $1.4 მილიარდზე მეტი სამთვიან პერიოდში, რომელიც 1 ოქტომბერს დასრულდა. ეს მეტწილად Disney+-ის სტრიმინგ სერვისის მზარდმა ზარალმა განაპირობა.

კომპანიის მენეჯმენტმა ადრე განუცხადა ინვესტორებს, რომ მისი სტრიმინგ სერვისი 2024 წლამდე მომგებიანი არ იქნებოდა, მაგრამ დანაკარგების მატება იწვევს გარკვეულ ეჭვს, რომ მომგებიანობის მიღწევის ვადამ შეიძლება კიდევ უფრო გადაიწიოს. თუმცა კვარტალურ პერიოდში დისნეის მთლიანი წმინდა შემოსავალი ოპერაციებიდან კვლავ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მეოთხედთან შედარებით, ხოლო წლიდან წლამდე, 12 თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 58%-ით მოიმატა.

Disney ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სატელევიზიო სტრიმინგის პროვაიდერი. მისი თემატური პარკების განყოფილება უკვე აღდგა პანდემიისგან და ძალიან კარგად მუშაობს. როგორც ჩანს, გუშინ ინვესტორებმა იფიქრეს, რომ კომპანიის აქციების დაბალი ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა.

წინა

ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, რომელიც 2023 წელს უნდა გადადგათ

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Chewy-ს აქციების ფასი?

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved