• სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, რომელიც 2023 წელს უნდა გადადგათ

დეკემბერი 29, 2022
in სიახლეები
ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, რომელიც 2023 წელს უნდა გადადგათ
გაზიარება

იანვარი შესანიშნავი დროა თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ფოკუსირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება 2023 წელს სხვადასხვა ფინანსური საკითხების მოგვარება გსურდეთ, არსებობს ერთი პრიორიტეტული ნაბიჯი, რომლის გადადგმაც დიდ სარგებელს მოგიტანთ.

შექმენით ფინანსური „უსაფრთხოების ბადე“

ფინანსური ექსპერტებისგან ხშირად ისმის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ, შესაძლოა, 2023 წელს რეცესია დადგეს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალმა სხვადასხვა პრობლემამ იჩინა თავი და ამან შეიძლება ბევრი ადამიანი მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააყენოს.

სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი ფინანსური ნაბიჯი, რომლის გადადგმაც 2023 წელს შეგიძლიათ, არის სარეზერვო ფონდის შექმნა ან არსებული დანაზოგების გაზრდა. იდეალურ შემთხვევაში, თქვენ გჭირდებათ 3 თვის საცხოვრებელი ხარჯებისთვის საკმარისი თანხა — ეს მხოლოდ მინიმუმია. უკეთეს შემთხვევაში, სჯობს ორიენტირად 6 თვე ან უფრო დიდი ვადა აიღოთ.

Investor

თუ ვალი გაქვთ გადასახდელი, შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს პირველ რიგში ეს საქმე მოაგვაროთ და შემდეგ კონცენტრირდეთ სარეზერვო ფონდის შექმნაზე. სესხის დაფარვა შესანიშნავი და მნიშვნელოვანი მიზანია — რაც უფრო ადრე გააკეთებთ ამას, საპროცენტო გადასახადში მით უფრო ნაკლებ ფულს დაკარგავთ.

მაგრამ აი, რატომ უნდა იყოს პრიორიტეტი სარეზერვო ფონდის შექმნა — თუ დანაზოგი არ გაქვთ და სამუშაოს გარეშე აღმოჩნდებით ან რაიმე დაუგეგმავი ხარჯი წარმოგექმნებათ, შესაძლოა კიდევ მოგიწიოთ სესხის აღება, რაც თქვენს ფინანსურ მდგომარეობას გააუარესებს.

 

დაცვა ყოველთვის გჭირდებათ

თუ დარწმუნებული ხართ, რომ ბოლოდროინდელი პესიმიზმი გადაჭარბებულია, მაშინ შეიძლება არ იყოთ იმდენად მოტივირებული, რომ 2023 წელს თქვენს სარეზერვო ფონდზე ფოკუსირდეთ. მაგრამ გახსოვდეთ, იმისთვის, რომ თქვენი დანაზოგი გამოგადგეთ, აუცილებელი არ არის ფართო ეკონომიკური კრიზისი დადგეს. თქვენ შეიძლება სამსახური მაშინაც კი დაკარგოთ, როდესაც ეკონომიკა კარგი წარმადობით ხასიათდება. ამასთან, ვერასოდეს განსაზღვრავთ წინასწარ, თუ როდის აღმოჩნდებით გაუთვალისწინებელი ხარჯების წინაშე.

სწორედ ამიტომ, პრიორიტეტული უნდა იყოს სარეზერვო ფონდის შექმნა მიუხედავად იმისა, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკური მოვლენები.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Nio-ს აქციების ფასი?

შემდეგი

რატომ გაიზარდა გუშინ Disney-ს აქციების ფასი?

მსგავსი სტატიები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 6, 2023
რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?
სიახლეები

რატომ აჯობა გუშინ Generac-ის აქციებმა ბაზრის წარმადობას?

by Giorgi
თებერვალი 3, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Electronic Arts-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 2, 2023
რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გუშინ Harmonic-ის აქციების ფასი?

by Giorgi
თებერვალი 1, 2023
რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?
სიახლეები

რატომ შემცირდა გასული კვირის განმავლობაში NBT Bancorp-ის აქციების ფასი?

by Giorgi
იანვარი 31, 2023
მეტი
შემდეგი
რატომ გაიზარდა გუშინ Disney-ს აქციების ფასი?

რატომ გაიზარდა გუშინ Disney-ს აქციების ფასი?

უფასო კურსი

როგორ დაიწყო ინვესტირება 1$-დან

გამოიწერე სიახლეები

Galt & Taggart

Galt & Taggart
რა კავშირია ფედერალური რეზერვის პოლიტიკასა და აქციების ფასებს შორის | საფონდო ბირჟის მიმოხილვა
YouTube Video UCKjx45IfY5BshFz7ajUYYjQ_cT1O2LefhBs
Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • საინტერესო ფაქტები კეტი ვუდის შესახებ
  • რატომ შემცირდა პარასკევს GoPro-ს აქციების ფასი?
  • ვინ არის პიტერ ლინჩი? — ინვესტორის ბიოგრაფია

კატეგორიები

  • Opinion
  • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
  • პოდკასტი
  • სიახლეები
  • ჩემი პორტფელი
  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
    • ადამიანები
  • ინვესტიციის ანბანი
    • რა უნდა ვიცოდე ინვესტირების დაწყებამდე?
  • გამოიწერე სიახლეები
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved