• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?

ოქტომბერი 13, 2022
in სიახლეები
რატომ გაიზარდა გუშინ PayPal-ის აქციების ფასი?
გაზიარება

რა მოხდა?

გადახდების გიგანტის – PayPal-ის აქციების ფასი გუშინ, სავაჭრო დღის განმავლობაში თითქმის 1%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსმა თქვა, რომ, მისი აზრით, კომპანიის აქციები გადაჭარბებულად გაიყიდა.

და რა?

მზარდი საპროცენტო განაკვეთების გარემომ და ბნელმა ეკონომიკურმა პერსპექტივამ წელს ტექნოლოგიური აქციები ძალიან დააზარალა. წლის დასაწყისიდან PayPal-ის აქციების ფასი 56%-ზე მეტით შემცირდა.

ცოტა ხნის წინ, PayPal-ის წარმომადგენლების განცხადებით, პოლიტიკის განახლება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ შესაძლოა მომხმარებლებს დეზინფორმაციისთვის $2,500-ის გადახდა მოუწიოთ, შეცდომით გაიგზავნა და კომპანია მომხმარებლების დაჯარიმებას არ აპირებს. თუმცა აქციების ფასი ამ კვირაში 9%-ზე მეტით არის შემცირებული მას შემდეგ, რაც Twitter-ზე #DeletePayPal ჰეშთეგი ტრენდული გახდა.

PayPal Stock

Jefferies-ის ანალიტიკოსი – ტრევორ უილიამსი თვლის, რომ ეს რეაქცია ხანმოკლე იქნება და კომპანიაზე, სავარაუდოდ, მინიმალური გავლენა ექნება. უილიამსმა კვლევით ჩანაწერში აღნიშნა, რომ ამ ჰეშთეგმა შაბათ-კვირას Twitter-ის 70,000 მომხმარებელი მოიცვა, რაც, PayPal-ის 400 მილიონ მომხმარებელთან შედარებით, ძალიან მცირე რიცხვია.

განცხადებაში უილიამსმა თქვა, რომ თუ მომხმარებელთა მიერ პოლიტიკის განახლების/გამოხმაურების საპასუხოდ მიღებული ქმედება შემოიფარგლება მათით, ვინც უკმაყოფილება სოციალური მედიის საშუალებით გამოხატა, ის არ მოელის, რომ ამას წმინდა ახალ აქტიურ ანგარიშებზე რაიმე შესამჩნევი გავლენა ექნება.

ამჟამად ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ PayPal მესამე კვარტალში 3,7 მილიონ ახალ ანგარიშს დაიმატებს, ხოლო მეოთხე კვარტალში – 4,5 მილიონს. უილიამსმა PayPal-ს „შენარჩუნების“ (“Hold”, აქციის შენარჩუნება) რეიტინგი და სამიზნე ფასი – $93 მიანიჭა. კომპანიის აქციის ფასი ახლა $85-ზე დაბალია.

ახლა რა?

ასობით მილიონ მომხმარებელთან ერთად, PayPal-მა შექმნა მასშტაბები, რომლის გამეორებასაც მხოლოდ რამდენიმე კონკურენტი თუ შეძლებს. ამასთან, მოსალოდნელია, რომ გადახდები მომავალში კიდევ უფრო მეტად გადაინაცვლებს ციფრულ სივრცეში. კომპანიის აქციების ფასი ახლა 4-წლიან მინიმუმზეა და, შესაძლოა, ეს გრძელვადიანი პერსპექტივისთვის ყიდვის კარგი შესაძლებლობა იყოს.

წინა

რატომ შემცირდა გუშინ Qualcomm-ის აქციების ფასი?

შემდეგი

Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს

Meta Platforms-ის მთავარი მეტავერსი მომხმარებლებს კარგავს

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved