• სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ
No Result
ყველას ნახვა
Investhub.ge
No Result
ყველას ნახვა
მთავარი სიახლეები

რატომ შემცირდა BioNTech-ის, Moderna-სა და Novavax-ის აქციების ფასები?

აპრილი 19, 2022
in სიახლეები
რატომ შემცირდა BioNTech-ის, Moderna-სა და Novavax-ის აქციების ფასები?
გაზიარება

რა მოხდა?

კოვიდ-19-ის ვაქცინის რამდენიმე მწარმოებელმა ეს კვირა რთულად დაიწყო. გუშინ, აღმოსავლეთის დროით 12:27 საათისთვის BioNTech-ის აქციების ფასი 8.2%-ით იყო შემცირებული, ხოლო Moderna-სა და Novavax-ის, შესაბამისად, 5.3%-ით და 6.4%-ით.

ხშირად, როდესაც ამ სამი ვაქცინის მწარმოებელი კომპანიის აქციების ფასები ერთდროულად ეცემა, ეს საერთო მიზეზით ხდება, მაგრამ ამჯერად საქმე სხვაგვარადაა. ამ შემთხვევაში, თითოეული აქციის ფასის კლების განსხვავებული მიზეზი არსებობს.

როგორც ჩანს, ინვესტორები შეშფოთებულნი არიან BioNTech-ით, რადგან ტაივანის მიერ კოვიდ-19-ის ვაქცინის პედიატრიული მიზნებით შეძენის მოლაპარაკება ჩიხში შევიდა. პრობლემა ის არის, რომ BioNTech და მისი პარტნიორი, ჩინური მედიკამენტების მწარმოებელი – Fosun ტაივანის ბაზარზე მარკეტინგულ უფლებებს ფლობენ. თუმცა BioNTech-ის კიდევ ერთი პარტნიორი – Pfizer, ბავშვებისთვის კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებს ამზადებს.

მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათ-კვირას Moderna-ს მიერ წარმოებულმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინამ ტაივანში 6-დან 11-წლამდე ასაკის ბავშვების იმუნიზაციისთვის გამოსაყენებლად დამტკიცება მოიპოვა, კომპანიის აქციების ფასი მცირდება. პოზიტიური სიახლეები არ აღმოჩნდა საკმარისი, რომ ბოლო კვირებში დაფიქსირებული კომპანიის აქციების დაღმავალი იმპულსი შეეჩერებინა, რომელიც Moderna-ს წარმომადგენლების მიერ, კომპანიის ექსპერიმენტული გრიპის ვაქცინის გვერდითი მოვლენების შესახებ განცხადებამ გამოიწვია.

Novavax-საც ჰქონდა კარგი ამბავი. იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს კომიტეტმა მისი კოვიდ-19 ვაქცინა დაამტკიცა. ეს ნაბიჯი გზას უხსნის იაპონიაში Novavax-ის ვაქცინის სავარაუდო სრულ დამტკიცებას. თუმცა ეს მხოლოდ ხაზს უსვამს ინვესტორების ღელვას იმის შესახებ, რომ აშშ-ის მნიშვნელოვან ბაზარზე კომპანიას ჯერ კიდევ არ მიუღია ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია (EUA). Novavax-მა აშშ-ის EUA 31 იანვარს მოითხოვა.

და რა?

სავსებით შესაძლებელია, რომ ბაზრის ეს მოძრაობები გადაჭარბებული რეაქცია იყოს. BioNTech-ის ბედი არ არის დამოკიდებული ტაივანში პედიატრიული გამოყენების ვაქცინის გაყიდვაზე. Moderna-ს გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის დაბალი პერსპექტივები უკვე ასახულია მისი აქციების ფასში. Novavax-ის სიახლეები იაპონიაში, სავარაუდოდ, კომპანიის აქციებისთვის მინიმუმ მცირე მატება უნდა ყოფილიყო.

Vaccine

თუმცა, ინვესტორები კვლავ შეშფოთებულნი არიან კოვიდ-19-ის ვაქცინების ბაზრის საერთო დინამიკით. არავინ იცის რამდენად ძლიერი იქნება ვაქცინებზე მოთხოვნა.

ახლა რა?

Novavax-ს, ალბათ, აღდგენისკენ ყველაზე ნათელი გზა აქვს. თუ კომპანია აშშ-ის EUA-ს მიიღებს, ინვესტორებს დამშვიდების საშუალება მიეცემათ. როდის დადგება (თუ ეს საერთოდ მოხდა) ეს დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია.

BioNTech-სა და Moderna-ს სხვა პოტენციური კატალიზატორები გააჩნია. მათი აქციების ფასები შეიძლება გაიზარდოს, თუ კომპანიები მიწოდების დამატებით ხელშეკრულებებს უზრუნველყოფენ. წარმატებულმა ტესტირებამ მათი ვაქცინების ვერსიებისა, რომლებიც კორონავირუსის ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე, შეიძლება, ინვესტორები გაამხნეოს.

წინა

4 ნაბიჯი საკუთარ ფინანსებზე საბოლოო კონტროლის მოსაპოვებლად

შემდეგი

შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ

მსგავსი სტატიები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?
სიახლეები

რას უნდა მოველოდეთ მიმდინარე კვირაში საფონდო ბირჟისგან?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
Nike-მა 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიადისთვის ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო
სიახლეები

ხვალ Nike კვარტალურ შედეგებს გამოაქვეყნებს

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
ნეგატიური სიახლის შემდეგ, Intel-ის აქციების ფასი შემცირდა
სიახლეები

Arm Holdings-ის მმართველმა გუნდმა Intel-ის ერთ-ერთი განყოფილების შესყიდვის სურვილი გამოთქვა

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
2020 წლის შემდეგ პირველად, Fed-მა აშშ-ში საპროცენტო განაკვეთები შეამცირა
სიახლეები

რამდენად მოსალოდნელია აშშ-ში საპროცენტო განაკვეთების უფრო მეტად შემცირება?

by Giorgi
სექტემბერი 30, 2024
აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა
სიახლეები

აგვისტოში აშშ-ში ინფლაცია, 2021 წლის შემდეგ, ყველაზე დაბალ დონემდე დაეცა

by Giorgi
სექტემბერი 27, 2024
მეტი
შემდეგი
შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ

შესაძლოა, Netflix-ის ინვესტორებს ამ კვირაში შოკი ელოდეთ

გამოიწერე სიახლეები

Investhub.ge

Marketer.ge-ს გუნდი საქართველოს ბანკის მხარდაჭერით წარმოგიდგენთ საინფორმაციო და საგანმანათლებლო პლატფორმას investhub.ge
გაითვალისწინეთ, ინფორმაცია, რომელსაც გაეცნობით ვებგვერდზე არ წარმოადგენს ფინანსურ რჩევას.

უახლესი ინფორმაციები

  • რჩევები საფონდო ბირჟაზე წარმატების მისაღწევად
  • 5 კლასიკური წიგნი ინვესტირებაზე — უორენ ბაფეტის რეკომენდაციები
  • როგორ დავიწყოთ საფონდო ბირჟაზე ინვესტირება?

კატეგორიები

  • სიახლეები
  • ინვესტიციის ანბანი
  • რჩევები
  • ადამიანები
  • მასტერკლასები
  • სიახლეები
  • განათლება
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved

No Result
ყველას ნახვა
  • სიახლეები
  • განათლება
    • ინვესტიციის ანბანი
      • პერსონალური ფინანსები
      • ინვესტირების ფსიქოლოგია
      • საკუთარ თავში ინვესტირება
      • ინდუსტრიები
      • ეკონომიკა
    • რჩევები
    • მასტერკლასები
  • ადამიანები
  • საქართველოს ბანკის მობილბანკი
  • პროექტის შესახებ

© 2022 Marketer.ge. All rights reserved