რა მოხდა?
ოთხშაბათს, მას შემდეგ, რაც Apple-მა ახალი პროდუქტების სია გამოაქვეყნა, ამ ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი გაიზარდა. აღმოსავლური დროით 15:10 საათისთვის, Apple-ის აქციების ფასი 3%-ზე მეტით იყო მომატებული.
და რა?
Apple-ის “Peak Performance” ვირტუალურ ღონისძიებაზე გაზი გაესვა ახალი ბიუჯეტური iPhone-ის დებიუტს. ახალი iPhone SE 5G შესაძლებლობებით, უფრო სწრაფი პროცესორითა და განახლებული კამერით იქნება აღჭურვილი. მისი ფასი კი $429 იქნება. შედარებისთვის, iPhone-ის სხვა მოდელების ფასი $699-დან $1,099-მდე შუალედში მერყეობს.
Apple-მა ასევე ახალი დესკტოპ კომპიუტერი – Mac Studio წარადგინა. მოწყობილობა, Mac Mini-სგან განსხვავებით, არ მოიცავს ეკრანს, თუმცა ის Apple-ის M1 ჩიპების უმაღლესი წარმადობის ვერსიებით იქნება აღჭურვილი. კომპანიამ ასევე წარადგინა მაღალი გარჩევადობის 27 დიუმიანი ეკრანი, რომელიც შეიძლება დაკავშირდეს როგორც Mac Studio-სთან, ასევე Apple-ის სხვა მოწყობილობებთან.
ახლა რა?
Apple-ის წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ იაფი ტელეფონები მათ სისტემაში უფრო მეტ ადამიანს მიიზიდავს. როდესაც ადამიანი iPhone-ს ყიდულობს, როგორც წესი, ის კომპანიის მოხმარებლად რჩება და დროთა განმავლობაში Apple-ის სხვა მოწყობილობებსაც შეიძენს. iPhone-ის ყოველი ახალი მომხმარებელი, Apple-ის უაღრესად მომგებიანი სერვისების კიდევ ერთ პოტენციურ აბონენტს წარმოადგენს.
Apple-ის ახალი კომპიუტერები კომპანიას ეხმარება ხაზი გაუსვას M1 პროცესორების შთამბეჭდავ წარმადობას. საკუთარი ჩიპების შექმნით, კომპანიას შეუძლია თავისი მოწყობილობები და პროგრამული უზრუნველყოფა უკეთ გააერთიანოს, რისი საშუალებითაც მაქსიმალურად გაზრდის მათ კომბინირებულ შესაძლებლობებს. ეს Apple-ს კონკურენტულ უპირატესობას სძენს და მომდევნო წლებში ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვებისა და მოგების ზრდას უწყობს ხელს.