რა მოხდა?
გუშინ დილით Amazon-ის, Apple-ის და Nvidia-ს აქციების ფასი შემცირდა მას შემდეგ, რაც კომერციის დეპარტამენტმა ინფლაციის უახლესი მაჩვენებლები გამოაცხადა. შედეგი ის არის, რომ აშშ-ში ინფლაცია კვლავ მაღალი რჩება.
მოხსენებაში ნათქვამია, რომ ძირითადი პირადი მოხმარების ინდექსი მაისში 4.7%-ით გაიზარდა, რაც მოსალოდნელზე ოდნავ დაბალია.
ტექნოლოგიურ აქციებზე ორიენტირებული ინვესტორები ინფლაციის მაჩვენებლებს თვალს ყურადღებით ადევნებდნენ და Amazon-ის აქციების ფასი 3.5%-ით შემცირდა, Apple-ის – 2.4%-ით, ხოლო Nvidia-სი – 2.2%-ით.
და რა?
ძირითადი პირადი მოხმარების ხარჯების ინდექსი არის ერთ-ერთი მთავარი საზომი, რომელსაც ფედერალური სარეზერვო სისტემა ინფლაციის დასაკვირვებლად იყენებ და, მიუხედავად იმისა, რომ მაისში ეს მაჩვენებელი წინა კვარტალთან შედარებით ოდნავ დაეცა და 4.8%-ზე (რასაც ზოგიერთი ექსპერტი ელოდა) დაბალი იყო, ის მაინც აჩვენებს, რომ ინფლაცია ჯიუტად მაღალია.
ინფლაციის დონის შემცირების მიზნით ფედერალური სარეზერვო სისტემის (Fed) მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის შედეგად, ტექნოლოგიური აქციების ფასი მკვეთრად შემცირდა და Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ინვესტორები, როგორც ჩანს, კომპანიების მომავლისადმი ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი.
სავარაუდოდ, Fed განაკვეთების აგრესიულ ზრდას გააგრძელებს. მომავალ შეხვედრაზე ივლისში მოსალოდნელია 50 ან 75 საბაზისო პუნქტიანი ზრდა.
Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს ინვესტორებს განაკვეთების პოტენციური ზრდა უკან დახევისკენ უბიძგებთ, რადგან შიშობენ, რომ ამან, შესაძლოა, ეკონომიკა ძალიან შეანელოს.
გარდა ამისა, Evercore ISI-ის ანალიტიკოსმა – ამიტ დარიანანიანმა ამ კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ თუ რეცესიას ექნება ადგილის, Apple-ის შემოსავლების შემცირება, სავარაუდოდ, უფრო სერიოზული იქნება, ვიდრე დიდი რეცესიის დროს, რადგან ეს ეკონომიკური შენელება სმარტფონებზე მომხმარებელთა მასიური გადასვლის დროს მოხდა.
ასევე, Bank of America-ს ანალიტიკოსმა – ვივეკ არიამ ამ კვირაში თქვა, რომ, მისი აზრით, ნახევარგამტარების ინდუსტრია, შეიძლება, წლის მეორე ნახევარში შენელდეს, თუმცა, იმ მაინც ზოგადად ზრდას ვარაუდობს.
და ბოლოს, ანალიტიკოსებმა, პოტენციური რეცესიისა და კომპანიის მზარდი ხარჯების გამო, ამაზონის აქციების მიზნობრივი ფასი შეამცირეს.
ახლა რა?
რა თქმა უნდა, არ არსებობს გარანტია, რომ რეცესია დადგება, მაგრამ ზოგიერთი ინვესტორი ფულის დასაბანდებლად ერთი შეხედვით უსაფრთხო ადგილებს ეძებს.
რეცესიის შიში, სავარაუდოდ, გააგრძელებს Amazon-ის, Apple-ისა და Nvidia-ს აქციებზე ზეწოლას მანამ, სანამ Fed არ შეძლებს ინფლაციის დონის შემცირებას. მაგრამ როდესაც ინვესტორებმა არ იციან, ეს როდის მოხდება, ამ კომპანიების აქციები, შეიძლება, არასტაბილური დარჩეს.